x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
სოსო გოგაშვილის სამომავლო პროგნოზი საქართველოზე და რეგიონზე

image
"მომიტევეთ, თუ ვინმეს რამე გაწყენინეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა ყველას და მიტევების უნარი.
ახლა ნურავის გეწყინებათ :)) მაგრამ მიმდინარე სიტუაციის ანალიზი და ჩემი პირადი არხებით მიღებული ინფორმაცია ერთობლივობაში მაძლევს საშუალებას, რომ სამომავლო პროგნოზი გავაკეთო მოსალოდნელ ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე საქართველოში და ზოგადად რეგიონში.
თუ მხარეების შეთანხმება თბილისში, ან ევროპაში ისე დასრულდება, რომ გადაწყდება დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომით, ან მაქსიმუმ 2022 წლის იანვარში, მაშინ მალევე ჩამოყალიბდება ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია. ის იქნება თითქოს რადიკალურად პროდასავლური, მაგრამ რეალურად პრორუსული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური პარტია.
ის, სამწუხაროდ უკვე საგრძნობლად დასუსტებული ოცნებიდან და სხვა მონათესავე “იდეოლოგიის” მქონე პარტიებიდან მოაგროვებს ამომრჩეველთა ხმებს და ეცდება მათზე დაყრდნობით შექმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი.
სამწუხაროდ, ისევ გარეთ იწერება საქართველოს პოლიტიკური მომავლის გეგმა.
ყველანი უნდა დავარკვირდეთ ამ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით, თუ ეს კონტურები გამოიკვეთება, მაშინ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი გახდება საზოგადოების თვითორაგნიზება და კონსოლიდირება, რადგან მოხერხდეს ამ გეგმის თავიდან აცილება, ან მინიმუმ კორექტირება მაინც.
ამის შემდეგ ამ კონსოლიდირებულმა საზოგადეობამ უნდა შეძლოს მძლავრი ერთობით, იდეოლოგიით, კონკრეტული და მეცნიერულ დონეზე დასაბუთებული, გაწერილი კრიზისიდან გამოსვლის გეგმით, მნიშვნელოვანი სეგმენტის დაკავება პოლიტიკურ რეალობაში. თამამი ნაბიჯები, ძირეული რეფორმები და ეკონომიკური შოკიდან გამოსვლა, მხოლოდ საგარეო პოლიტიკის მკაფიო და სტრატეგიულად მომგებიანი, გრძელვადიანი გეგმის განხორციელებით არის შესაძლებელი. მასში უნდა გათვალისწინებული იყოს, როგორც სამეზობლოს ინტერესები, ასევე დასავლეთისაც.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა უდავოდ და ცალსახად ეს ყველაფერი უნდა იყოს დაფუძნებული საქართველოს ეროვნული ინტერესების და ტერიტორიული მთლიანობის ბაზისზე.
თუ ეს მოხდა, მე პირადად ამ საზოგადოებას ყველანაირად დავუდგები გვერდში. მთელი ჩემი გამოცდილებით და ადამიანური რესურსით. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს." - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი

0
239
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
239
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0