x
image
ლანა92
ბრაზილიაში იშვიათი ფერის, მწვანე ლაბრადორი დაიბადა - ნახეთ, რა მოუვიდა მას

image

2010 წლის ნოემბრის ბოლოს ბრაზილიის შტატ სან-პაულოს ცენტრიდან 65 კმ. დაშორებით, ქალაქ მაირინკში დაიბადა ლაბრადორის ლეკვი მწვანე ბეწვით. 9 და-ძმას შორის მხოლოდ იგი იყო უჩვეულო შეფერილობის.

მწვანე ლეკვს უწოდეს ამერიკული კომიქსების გმირის სახელი - ჰალკი, რომელიც მრისხანებისას უზარმაზარ მწვანე ურჩხულად გადაიქცევა.

ვეტერინარების ვარაუდით, ლეკვ "ჰალკის" მწვანე ფერი განპირობებული იყო იმით, რომ დედის პლანცეტაში დიდი ოდენობით იყო ბილივერდინი, ან მწვანე პიგმენტი.

image

როგორც გაზეთი "გლობო" იუწყებოდა, დაბადებიდან 10 დღის მერე ლეკვს მწვანე პიგმენტი პრაქტიკულად გაუქრა და "გაუტოლდა" და-ძმებს, რომლებიც თეთრი ფერის დაიბადნენ.

0
127
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0