x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება. რპფესიონალი ფსიქოლოგის რჩევები
პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ თვითშეფასების ამაღლება უნდა დაიწყოთ მას შემდეგ, რაც გადაეჩვევით სხვა ადამიანებთან საკუთარი თავის დაპარალელებას!



რატომ დგას დღეს დაბალი თვითშეფასების პრობლემა?image






ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ ვართ ასე აღზრდილნი: მშობლები გვიყალიბედნენ აზრს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კარგი ადამიანები, ჯერ სხვებისთვის გავაკეთოთ სიკეთე და მხოლოდ შემდეგ საკუთარი თავისთვის. როდესაც ბავშვი იბადება, ის უკვე იღებს ასეთ დამოკიდებულებებს (კოლექტიური ქვეცნობიერით, რომელიც კარლ გუსტავ იუნგმა იკვლია) და პროგრამებს. ექვსი წლის ასაკიდან მასში ჩამოყალიბებულია იმის გაგება, რომ თუ რამეს სწორად გააკეთებს, ყველაფერი რიგზეა, თუ იმას გააკეთებს, რასაც მისგან მოელიან და ითხოვენ, მასთან ყველაფერი რიგზეა.


ოჯახებში, სადაც ვითარდება პოზიცია, რომ ბავშვები უნდა იქცეოდნენ "სწორად" და უნდა აკმაყოფილებდნენ მშობლების მოლოდინს, პატარებს არჩევანის თავისუფლება არ აქვთ. ისინი იძულებული არიან გააკეთონ ის, რაც მათგან არის მოსალოდნელი. თუ ბავშვი ვერ უმკლავდება იმ საკითხებს, რასაც მისგან მშობლები მოელიან (და ეს ყველაზე ხშირად ხდება ასაკის გამო), მას უვითარდება აზრი, რომ ის არასასიამოვნოა, უუნარო, ცუდი. მას ან პირდაპირ არ ირიბად მუდმივად ეუბნებიან ამის შესახებ, ან კითხულობს მას სახის გამომეტყველებიდან და მშობლის რეაქციებიდან.

და ამ მომენტში ის იწყებს თავისთვის ფიქრს, რომ არ არის კარგი. ეს არის დაბალი თვითშეფასების პირველი გამღვივებელი. თვითშეფასება ხომ იმაზეა დამოკიდებული, შეაფასეს თუ არა ესა თუ ის კონკრეტული პიროვნება ღირსეულად და კარგად?!. ასაკთან ერთად ადამიანმა უნდა დაძლიოს საკუთარი თავი, ისწავლოს ცხოვრება ისე, რომ მის თვითშეფასებაზე გავლენა არ მოახდინონ სხვა ადამიანებმა. ეს საკმაოდ რთული პროცესია.

დამოკიდებულია თუ არა თვითშეფასება პიროვნულ თვისებებზე?

არსებობს სხვადასხვა ფსიქოტიპები. მაგალითად, ბავშვი შეიძლება იყოს სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატური ან მელანქოლიური. ფლეგმატური და მელანქოლიური ბავშვები არიან ის, ვისაც მშობლები მიიჩნევენ რომ "მშვიდი" ბავშვია. მას შეუძლია დიდხანს იჯდეს, დახატოს, წაიკითხოს. არიან ბავშვები, რომელთაც 'არ ასვენებთ გამჩენი": ესენი არიან მომავალი სპორტსმენები, პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, არიან ჯიუტები და აქტიურები.



პრობლემა ისაა, რომ მშვიდი ბავშვი შეიძლება გადაიქცეს თავდაჯერებულ ადამიანად, ხოლო მებრძოლი ბავშვი გადაიქცეს შეშფოთებულ და არა თვითდაჯერებულ ადამიანად. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე - აღზრდა და დამოკიდებულება ბავშვის მიმართ, რას სთავაზობენ მას, მხარს უჭერენ თუ არა, იღებენ თუ არა მას ისეთის, როგორიც არის, განურჩევლად ქცევისა და ნიჭისა და ხასიათისა.

პირადი მიღწევები და წარმატებები ხელს უწყობენ თუ არა დაბალი თვითშეფასების გამოსწორებას?


Სამწუხაროდ არა. როდესაც ადამიანი ცდილობს გახდეს სოციალურად წარმატებული - მიიღოს კარგი განათლება, წარჩინების დიპლომი და კარგად ანაზღაურებადი სამუშაო, მას აქვს საკუთარი თავით სიამაყის მიზეზები.

სინამდვილეში, ის განაგრძობს თავის დაფასებას ზუსტად იმისთვის, რისთვისაც მშობლები აქებდნენ. ეს არ აძლევს მას მოდუნების საშუალებას, ის მუდმივად მობილიზებულია, ვინაიდან წარმატებები რეგულარულად უნდა განახლდეს, რათა საკუთარი თავის აღქმის ხარისხი შეინარჩუნოს საკუთარ თვალში.

ადამიანები, რომლებიც ვერ გამოხატავენ საკუთარ თავს, სწორედ ასეთ პერიოდში შეიძლება აღმოჩნდნენ დეპრესიულ მდგომარეობაში.


image

რატომ ადარებს ხალხი საკუთარ თავს სხვას?



ეს სიტუაციაც ბავშვობიდან მოდის. თუ ბავშვს ჰყავდა ძმები, დები ან ნაცნობები, რომლებთანაც მას "მის სასარგებლოდ" არ ადარებდნენ, მომავალში იგი მტკივნეულად აღიქვამს სხვის წარმატებას. ანუ, ბავშვობიდან ადამიანს აქვს დამოკიდებულება "რაც არ უნდა გავაკეთო, მე ვერ მივაღწევ მამაჩემის, დედის სიყვარულს, ვერ მივაღწევ მათ აღიარებას".ფსიქოლოგიური ანალიზისას ჩვენ ვეძებთ ამ მომენტებს ზრდასრული ადამიანის ბავშვობაში და ყოველთვის ვპოულობთ. სწორედ ამ მომენტის თერაპია იწყება თვითშეფასების ამაღლების პირველ ეტაპზე


თუ ბავშვებს ბავშვობაში სხვებს არ ადარებდნენ, მათგან აარ არსებობდა ზედმეტად შეფასებული მოლოდინები, ასეთი ზრდასრულები უფრო ხშირად აღიქვამენ სხვა ადამიანების წარმატებას, როგორც მოქმედების სახელმძღვანელოს, ნიმუშს. მათ შეუძლიათ მიმართონ ამ ადამიანს და ჰკითხონ: „რა გეხმარებათ აწინსვლაში? რას სწავლობდით? რას კითხულობდით? რა შემიძლია გავაკეთო, რომ მეც წარმატებული ვიყო? "ანუ მათზე ამ წარმატებულმა ადამიანებმა გულწრფელი შთაბეჭდილება მოახდინეს, აღფრთოვანებული დარჩნენ სხვა ადამიანის წარმატებით და, ამავე დროს, არ კარგავენ შინაგან მხარდაჭერას. მათ აქვთ გაგება, რომ დიახ, ძალიან კარგია, რომ ამ ადამიანს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მე მაქვს საკუთარი თავის საამაყო სხვა მიზეზებიც. აქ მთავრდება კონფლიქტი.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, თუ სხვისი წარმატება იწვევს მასში დეპრესიას?

ჩვენ არ შეგვიძლია არ შევადაროთ საკუთარი თავი სხვა ადამიანებს, ეს არის ინსტიქტი: ის ჩვენში ევოლუციურად არის ჩადებული, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც შეჯიბრებითობის პრინციპია წამყვანი."ვინც უკეთ ისწავლის, მას დააჯილდოებენ, ვინც ძლიერია, კონკურსში იმარჯვებს, ვინც ჭკვიანია, დიდი ფულს შოულობს, " მაგრამ მთავარია, რას იწვევს ჩვენში სხვისი წარმატება? თუ ჩვენგან მტკივნეულად აღიქმება და იწვევს ძლიერი შურის განცდას, ეს ნიშნავს, რომ ბავშვობაში საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ასეთ რეაქციას.

ეს განსაკუთრებით მწვავდება ახლა, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქამ კიდევ უფრო ნათელი გახადა რა და როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოლოგიაში

მაგალითად, არსებობს ინსტაგრამი. ჩვენ ვხედავთ ფოტოსურათების სიმრავლეს მოგზაურობებით, საჩუქრებით, წარმატების ისტორიებით - ამან შეიძლება ჯანმრთელ, სტაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანზეც კი იმოქმედოს. იმიტომ, რომ არსებობს როგორც შიდა და გარე მხარდაჭერა. როგორც წესი, ის, რაც იწვევს შურს, გარე მხარდაჭერას ეხება. მაგალითად, თამარს ჰყავს მანქანა, ქმარი, ორი შვილი, აგარაკი, ბიზნესი, მაგრამ ნიტას ასეთი გარე საყრდენები არ აქვს და ფიქრობს, რომ ამის გამო იგი ცუდია.

როდესაც ვხედავთ, რომ გარშემო ყველა ცდილობს, აჩვენოს საკუთარი სტატუსი, წარმატება, ამან შეიძლება ზიანი მოგვაყენოს .ჩნდება გამეორების აკვიატებული სურვილი არსებობს. იმდენი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია, როდესაც ადამიანი ემორჩილება ჯგუფის ან ბრბოს გავლენას. მაგრამ აქ დროულად უნდა უთხრა საკუთარ თავს: ” უჰ, ეს არასასიამოვნოა, გამაღიზიანებელია, მაგრამ მე ცალკე ადამიანი ვარ, მაქვს საკუთარი ღირებულებები, პრიორიტეტები ”.

ამ თვალსაზრისით, გირჩევთ დატოვოთ სოციალური ქსელები და დაუბრუნდეთ რეალურ ცხოვრებას: უყუროთ ჩვეულებრივ ხალხს, იპოვოთ ჰობი, გააკეთოთ რაიმე ახალი ყოველდღე, იაროთ ახალი მარშრუტებით, სცადოთ ახალი უნარები, გამდიდრდეთ საკუთარ თავში საკუთარი გამოცდილებებით.

როგორ გავაუმჯობესოთ თვითშეფასება?


თვითშეფასება დამოკიდებულია არა იმდენად წარმატებაზე, რამდენადაც ძირითად განცდაზე, რომ ყველაფერი წესრიგშია ადამიანთან. იმისათვის, რომ ეს შინაგანი მხარდაჭერა იგრძნოთ, საკუთარ თავს უნდა დაუსვათ კითხვები:

Რა მინდა?
Რა მომწონს?
აუცილებელია მეგობრებთან უფრო ხშირი კომუნიკაცია, ახალი ნაცნობების შეძენა, რადგან მხოლოდ ადამიანური კონტაქტის საშუალებით გვაქვს ეს შინაგანი სისავსე. თვითშეფასების შესაქმნელად, ჩვენ სითბო გვჭირდება სხვა ადამიანებისგან. ამ სითბოს აღდგენა ასევე შესაძლებელია ცხოველების, ბუნების საშუალებით - ანუ ესაა იდეალური ბავშვობა საკუთარ თავში, სადაც ის უსაფრთხო და მხიარული იქნება.

ასევე საინტერესოა, რომ თუ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს სისხლის გამოკვლევა ჩაუტარდება, გაირკვევა, რომ მას აქვს სეროტონინის საკმაოდ დაბალი დონე. ამ შემთხვევაში, ზოგჯერ საკმარისია ვიტამინების კურსის დალევა, რომ ნორმალურად იგრძნოს თავი.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თვითშეფასების გაუმჯობესება არის პროცესი: მასში განვითარების საბოლოო წერტილი არ არსებობს. ამიტომ, თქვენ უნდა სცადოთ სხვადასხვა გადაწყვეტილებებით, ყოველდღე გადადგათ პატარა ნაბიჯები, მაგრამ ამავე დროს არ აიძულოთ საკუთარი თავი, რომ ამას უცებ მიაღწიოთ. ერთ თვეში ვერ გახდებით ძლიერი და თავდაჯერებული.

როგორ გავზარდოთ ბავშვი ისე, რომ მას არ ჰქონდეს თვითშეფასების პრობლემები?



დედამაც და მამამც უნდა იმუშაონ საკუთარ თვითშეფასებაზე, დაუბრუნდნენ ბავშვობის ტრავმულ პერიოდებს, სადაც ისინი არ მიიღეს, გააკრიტიკეს და უგულებელყვეს. შვილების სახით ჩვენ ვზრდით საკუთარ ასლებს, სურათებს. იმისათვის, რომ ბავშვს დაბალი თვითშეფასება არ ჩაუნერგოთ, თქვენ უნდა დაუბრუნდეთ თქვენს ბავშვობას.

უპირობო სიყვარული - მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ პრობლემის მოგვარება ისე, რომ არ დააზიანოთ ბავშვი.





0
28
3-ს მოსწონს
ავტორი:ივერიონი
ივერიონი
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0