x
image
alex999
Mediator image
"დიდი კაცის პროექტი" - ასე უწოდებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად აღიარებულ კადაფის დაუჯერბელ პროექტს

Great Man Made River - დიდმა კაცმა შექმნა მდინარე. ეს არის მუამერ კადაფის საოცარი და დაუჯერებელი პროექტი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც "მსოფლიოს მერვე საოცრება".


image



მსოფლიოში ყველაზე დიდი სარწყავი პროექტი არის მილსადენის ქსელის პროექტი, რომელიც წყალს ამარაგებს ნუბიიდან ლიბიაში მდებარე საჰარის უდაბნოში. რეალურად ამ პროექტის ისტორია 1953 წლიდან იწყება. იმ წელს სამხრეთ ლიბიაში ნავთობის მოსაპოვებლად ჩატარებულმა სამუშაოებმა დიდი რაოდენობით სუფთა მიწისქვეშა წყლების მოძიება უზრუნველყო. ეს იყო კადაფის დიდ პროექტამდე, რომლის შემდეგაც მილსადენის ქსელის პროექტი თითქმის აღარავის ახსენდება.


Big Man Made River -ის სახელწოდების პროექტი პირველად 1960 წელს გახდა მსოფლიოსთვის ცნობილი, ხოლო ამ პროექტის შესახებ პირველი სამუშაოები 1984 წელს დაიწყო. ეს პროექტი სრულიად კადაფის ხელისუფლების მიერ იყო დაფინანსებული.


image





ლიბიის ხელისუფლების ყოფილი ლიდერი, კადაფი უშუალოდ იყო ჩართული წყლის ამ დიდ პროექტში და პროექტის ექსპერტებს ყველა შესაძლებლობა მისცა წარმატების მისაღწევად. ქვეყნის პირველმი პირი "დიდი კაცის პროექტს" მსოფლიოს მერვე საოცრებას უწოდებდა. კადაფიმ პროექტი იმდენად ძლიერად უზრუნვეჰყო, რომ მის შემდეგ მმართველებსაც ამ პროექტზე სერიოზულად უნდა ემუშავათ, რათა ეს ლიბიის მომავლისთვის და განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა.


ამ პროექტისთვის 1300 ჭაბურღილი იქნა გაბურღული, რომელიც ოთხი ეტაპისგან შედგება და 20 წელია უკვე რაც მუშაობს. 3500 კმ სიგრძის წყალსადენი მსოფლიოში ყველაზე გრძელია და მოიცავს 5 უდაბნოს. 6 ტონა და 4 მეტრის დიამეტრიანი მილების საშუალებით დღეში 6.5 მილიონი კუბური მეტრის წყალი ქვეყნის ჩრდილოეთით მხარეს მიეწოდება. ამ ყველაფერთან ერთად გამოდის, რომ ჩრდილოეთ ლიბიის თითოეულ მოქალაქეს დღეში 1000 ლიტრაზე მეტი წყალი მიეწოდება.


მოგახსენებთ, რომ ლიბია უდაბნოების ქვეყანაა. ფართობი დაახლოებით 1.8 მილიონი კვადრატული კილომეტრია, რომლის 95% უდაბნოს უკავია. აქედან გამომდინარე ქვეყანას ყოველთვის ჰქონდა წყლის პრობლემა, სანამ კადაფის პროექტი არ განხორციელდებოდა.


image





პროექტის მშენებლობა 4 ეტაპად იყო დაყოფილი. პირველ ეტაპს წარმოადგენდა Sarir-Sirte/ Tazarbu-Bingazi მილსადენის სისტემა, რომელიც 1991 წლის 28 აგვისტოდან ამუშავდა. მეორე ეტაპი Hosuna-Jefara-ს მილადენი იყო, რომელიც 1996 წლიდან დღემდე აქტიურად და წარმატებულად მუშაობს. მესამე ეტაპი Al Gardabiya-Assada-ს მილსადენი იყო, რომელმაც პირველი და მეორე ეტაპი ერთამნეთს დააკავშირა. ბოლო მეოთხე ეტაპი კი Hadarnes -ის მილსადენია, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით და ამჟამად მიმდინარებს სამშენებლო სამუშაოები.


პროექტისთვის დახარჯული თანხა 20 მილიარდ დოლარზე მეტია. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეათე პროექტია. ლიბიას ამ პროექტის განხორციელებაში მსოფლიო ბანკი და ამავდროეულად იუნესკო დაეხმარა. ქვეყანაში მოსახლეობა დღემდე ამ პროექტს კადაფის დამსახურებად თვლის, რადგან ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ამ პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და მსოფლიოს ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს დახმარება სთხოვა. ლიბიაში ამ პროექტს იცნობენ როგორც, "დიდმა კაცმა შექმნა მდინარე", ხოლო ამ დიდ კაცში ნაგულისხმევია მუამარ კადაფი.

image




მუამარ კადაფი ლიბიის ლიდერი 1969 წლიდან 2011 წლამდე იყო. 2009 წლის 8 ივნისს გაბონის პრეზიდენტის ომარ ბონგოს გარდაცვალების შემდეგ ის გახდა მესამე მმართველი რომელიც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავდა სახელმწიფოს. 2009 წლის თებერვალში, მას შემდეგ რაც აირჩიეს აფრიკის კავშირის თავმჯდომარედ ეთიოპიაში, კადაფიმ მიმართა შეკრებილ აფრიკელ ლიდერებს: „მე გავაგრძელებ დაჟინებულ მოქმედებას, რათა ჩვენმა სუვერენულმა ქვეყნებმა იმუშაონ და მიაღწიონ აფრიკის შეერთებულ შტატებს“. 2010-2011 წლებში არაბულ სამყაროს მოედო საერთო სახალხო მღელვარება რომელსაც არაბული გაზაფხული ეწოდა. ეს მღელვარებები ლიბიაში ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ლიბიაში სამხედრო დაპირისპირება 2011 წლის 17 თებერვლიდან - 23 ოტომბრამდე გრძელდებოდა. რომელიც მუამარ კადაფის მკვლელობით და და მისი რეჟიმის დამხობით დასრულდა.



image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<




კიბერ სახლი - თუ გაწუხებთ პოსტაპოკალიფტური მომავალი, ილონ მასკის კიბერ სახლის ყიდვა მოგიწევთ!

image





"ოსკარი" - კატა, რომელმაც ზუსტად იცის, თუ როდის გარდაიცვლება ადამიანი!

image





14 შემაშფოთებელი მიზეზი, რის გამოც გარემოს უფრო მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ!

image





როგორი იქნება 2021 წელი ქალწულებისთვის?

image





რესტორნები, სადაც მხოლოდ ყველაზე იღბლიან ადამიანებს შეუძლიათ სტუმრობა

image







1
2250
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2250
  
2021, 20 აპრილი, 22:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1