x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ქართველი ერის დაისი ნაწილი პირველი
image


ქართველი ხალხი მეტად უცნარური ხალხია დედამიწაზე, უნიკალური ენით, საოცრად შთამბეჭდავი ცეკვის კულტურით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური შესაძლებლობით, თვით ღმერთისგან ბოძებული ტერიტიტორიით და სხვა მრავალი სხვადახვა მატერიალური თუ არამატერიალური ქონების პატრონი.


საქართველოს ისტორია ვერ ითვლის იმ გმირების რაოდენობას რაც ჰყავდა მთელი მისი არსებობის განმავლობაში, ჩვენ ნამდვილად გვაქვს უფლება განვაცხადოთ ხმამაღლა, რომ პლანეტას უამრავი რამ შევმატეთ, არ დავიწყებ ჩამოთვლას თუ როგორი გავლენა მოახდინა დედამიწაზე ერთ პატარა ქვეყანაში დაბადებულმა ადამიანებმა, რომელბმაც საერთო სახლს ბევრი დადებითი რამ შემატეს.


თუმცა სამწუხაროა რომ დღემდე ჩვენ ქართველები ვერ ვახერხებთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ წავრმართოთ, ეკონომიკა, ცხოვრების დონე, პოლიტიკური შეხედულებები თუ სხვა ესეთი ტექნიკური მხარეები გამოწვეული არის უფრო ღრმა მიზეზებით.



რა თქმა უნდა ეკონომიკური წყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, თუმცა ვინ ქმნის ეკონომიკას? ვინ ამყარებს ქვყენის ნიადაგს? ვინ წარმართავს იმ მოვლენებს, რომელიც შეიძლება ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქცეს? რა თქმა უნდა ჩვენ, ქართველი ერი, ქართველი კაცი და ქალი, ქართველი ახალგაზრდა თუ მოხუცი.


მსოფლიო კანონზომიერებაა ის რომ მხოლოდ წინ სვლით და მოქმედებით შეიძლება მოხდეს განვითარება ამა თუ იმ საზოგადოების. ჩვენ ქართველები მივყვებით დინებას, რაც არ მოგვწონს ვეგუებით და არაფრის შეცვლა არ გვინდა. არადა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდმა ადამიანმა თქვა რომ: "მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან". ერთ ადგილზე გაჩერება, პლანეტაზე სადაც სხვას ტემპი აქვს აკრეფილი უკან სვლაა, თან ორჯერ უფრო სახიფათო რადგან ჩვენ თუ პირდაპირ უკან მივდივართ ამას ვინმე მოყვარე შეამჩნევს, მაგრამ როდესაც ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული ვერ ვგრძნობთ იმას და ილუზებში ვართ.


მე არც ეკონომიკა მესმის იმ დონეზე, რომ რამე შევცვალო და რამე იდეა დავწერო, არც პოლიტიკაში გამეგება იმდენი, რომ მოვახდინო გავლენა, თუმცა ადამიანებში ვერკვევი და თავს მივცემ უფლებას დავწერო ის რასაც მე ვხედავყოველ დღე.


ქართველებს არ ვიცი სიყვარულის რა ფორმით, თუმცა რაღაცა აუხსნელი გრძნობით გვიყვარს სამშობლო უბრალოდ ამ სიყვარულის გადმოცემა, ინტელექტის და განათლების არ ან ვერ ქონის გამო ვერ ხერხდება.

დიდწილად ჩვენი პრობლემები საკითხების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულებაა, ემოციური ფონი და არა ანალიზი. სიამაყე, რომელიც თან სდევს ჩვენს ხასიათს არ გვაძლევს შიგნით, გონებაშიც კი დავუშვათ ის ფაქტი რომ რაღაც საკითხი არასწორია და საჭიროებს გამოსწორებას. ჩვენ უბრალოდ ვდგებით და ჩვენი სიამაყის გამო ნებისმიერ საკითხს ვუდგებით ისე რომ ჩვენ გამარჯვებული ვიყოთ და არა ისე რომ ჭეშმარიტება ვიპოვოთ და ამაზე ვიმუშაოთ. ეს არ ეხება ომებს ან რაიმე უფრო დიდ მოვლენებს, არა ეს ეხება ელემენტარულ საკითხებს სადაც დათმობა სწორი აზრის მოსმენა და მსჯელობა სიტუაციიდან გამოსავალს მოგვცემს.


ცოტა უცნაურია ამაზე საუბარუ თუმცა, არავინ ლაპარაკობს იმაზე თუ რა არის პრობლება, პრობლემა კი ჩვენს დამოკიდებულებებშია. ძალიან არ მინდა მორალისტობაში ჩამომართვათ, დღეს ასე თუ ისე თავისუფლება გვაქვს თავს მივეცი უფლება ამ ტკივილზე დამეწერა.


ქართველები ისტორიის განმავლობაში (უფრო მეტად რუსეთთან დაწყებული ურთიერთობის შემდეგ) მიდრეკილი იყო სხვა ხალხის კულტურის ქვეშ მოხვედრით და ჩვენი იდენტობის დავიწყებით, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, თუმცა რუსეთთან დამოკიდებულებამ გვაჩვენა ის თუ როგორ მარტივად შეგვიძლია ჩვენი იდენტობის დათმობა მატერიალურ ნივთებზე, მედლებზე, ფულზე, წოდებაზე და ასე შემდეგ, ესეთი ხალხი არამარტო ამაზე კმაყოფილდებოდა, არამედ თავის ერის წინააღმდეგ საკმაოდ ზიზღით იბრძოდა.


გასაგებია მოღალატე ყველა ქვეყანას ჰყავს თუცა ამდენი? ძაან ძნელი წარმოსადგენია და ეს მომენტი ქართველი ადამიანების ხასიათიდან გამომდინარეობს. თავისი შეხედულებების გამო შეუძლია თანამოძმე მოკლას და განაცხადოს, რომ მე სწორს გზაზე ვარ და შემდეგ ტერიტორიები თავის მბრძანებელ და პატრონ სახელმწიფოს ჩააბაროს, (ეს ფაქტები უახლოეს წარსულში და ღრმა წარსულშიც დაფიქსირებულა).


ქართული ხასიათის გამოვლინება მისი ამპარტავნება მკითხველს თვითონ შეუძლია შეამოწმოს, გადით გარეთ და ჰკითხეთ ნებისმერ გამვლელს თუ უნდა პრეზიდენტობა და გეტყვით კის. ყველას აქვს გეგმა რა თქმა უნდა ზედაპირული, ყველას აქვს სწორი გზა ქვეყნის აშენების, აბსოლიტურად ყველა გეტყვით რომ მართალია თუმცა 10 გამოკითხულიდან დარწმუნებული იყავით რომ მას არა განათლება არამედ ზედაპირული შეხედულებები ალაპარაკებს. ესეთი ფაქტები კონკრეტული და ძაან ღრმაა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს, თუმცა ხასიათის მანკიერი მხარეები საბოლოოდ უფრო დიდ შედეგბს იწვევს.


მოდა ყველაზე დიდი პრობლემაა საქართველოში და ქართველ ხალხში. ახალგაზრდისგან მომისმენია, როგორ ეზიზღება რუსული ენა და როგორ ამახინჯებს ქართულ ენას თუმცა 5 წუთის შემდეგ ინგლისური ბარბარიზმების კასკადით ადგენს წინადადებას და ამას ენის დამახინჯებათ არ თვლის. არის პირიქითაც ინგლისური ენა რომ ჰგონიათ ენის დამაქცეველი თუმცა თვითონ ანალოგიურად რუსული ბარბარიზმებით რომ ამახინჯებს საუკუნოვან ენას. ეს ფაქტები არ არის გლობალური და აქ არ არის საუბარი რაიმე პოლიტიკურად გაპიარებულ პრობლემებზე, ეშმაკი დეტალებშია ხოლო დეტალებზე არავინ საუბრობს. ესეთ წვრილ დამოკიდებულებაში ჩანს თუ როგორ გვეზიზღება ერთმანეთი და არც ერთი მხარე არ აპირებს დათმოს სულ პატარა რამ საერთო საქმისთვის. ესეთი პატარა დეტალები ერთმანეთს ემატება და გამოდის ძალიან დიდი ერთმანეთთან ურთიერთობის კრიზისი, სადაც არ არის ურთიერთობა, არ არის ნება ცვლილების და წინსვლის და თუ ამის ნება არ არის მაშინ განვითარება არ გვიწერია. აბზაცის დასაწყისში ვახსენე მოდა. ადრე მოდად ითვლებოდა ქართული ენის დამახინჯება რუსულით დღეს კი ინგლისურით შესაბამისად რა მნიშნელობა აქვს რითი დაზიანდება ენა? თუმცა ეს ორი მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველა უბედურებას და არც ერთს არ უნდა დაუთმოს პატარა რამე მაინც. კიდევ ვიმეორებ ეს დამოკიდებულებები არის ოჯახებში, პატარ პატარა დეტალები რომელიც უბრალოდ მაგალითია ჩვენი ხასიათის.


მოდაზე ადვილად აყოლიებული ერი ვართ და ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ჩვენი იდენტობის დამაქცეველი. "მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი" სხვების მიერ "შემოგდებული" მოდის გამო ხდება. ეს თვისება გაუნათლებლობის ბრალია, ჩვენზე ვითომდა ავტორიტეტული ქვეყნის წარმომადგენლების მიერ შემოგდები სატყუარა რის გამოც ერთმანეთს ვუპირისპირდებით. ჩვენს მიერ ბრმა და მიამიტური გადაგმული ნაბიჯების გამო თავი დავიღუპეთ. მოდად ჩამოყალიბება რაიმე არაქართული იდეის უხცო ქვეყნის მიერ განცხორციელებული და ჩვენი ელიტის მოქცევა მათ ფეხქვეშ დღესაც კი გრძელდება და ეს ეხება არამარტო რუსებს. ქართველი ხალხი მიდრეკილია აღიაროს სხვა და დაივიწყოს თავისი. ზოგჯერ სხვადასხვა ადამიანების დიალოგებში შემიმჩნევია ტონი სადაც პირდაპირ სირცხვილის გრძნობის აღძვრა უნდა შენში იმიტომ რომ ქართველი ხარ. სამწუხაროდ ეს ტენდენცია მედიამაც აიტაცა და ნაწილი გვარწმუნებს, რომ რუსები ვართ ნაწილი კი ევროპელები. თაობა კი გაურკვევლობაში იზრდება და ვერ ხვდება ვინ არის სინამდვილეში. ამაზე ღრმად კი შემდეგ სტატიებში ვისაუბრებ.


სტატიის ამ ნაწილის დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ 1130 წლების დავით აღმაშენებლის მატეანეს სიტყვები, სადაც დარწმუნდებით, რომ მე პირველი არ ვარ ვინც ამაზე საუბრობს.


"ნათესავი ქართველთა, ორგულ ბუნება არს, პირველთაგანვე თვისთა უფალთა, რამეთუ, რაჟამს განდიდნენ განსუქდნენ და დიდება პოვონ და განსუნება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა."


ერთი შეხვედვით უწყინარი მაგალითები მრავლისმთქმელ შეხედულებას გვიქმნის ჩვენს ხასიათზე.


პ.ს - გაგრძელება იქნება


შეიძლება დაგაინტერესოთ :

ივანე ჯავახიშვილი - კვირის დღეები წარმართულ საქართველოში

ივანე ჯავახიშვილი - ვინ იყო ღვთაება კოპალა სინამდვილეში?

10 ადამიანი რომლებმაც მოახერხეს მსოფლიოს შეცვლა

დავით აღმაშენებელი - საეკლესიო კრება და მისი შედეგები


0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:სანდრო გელაძე
სანდრო გელაძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0