x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მამამ აუტიზმით დაავადებული შვილები დახოცა დაზღვევის მიღების მიზნით
image

ფულის მიღების შემდეგ, მამაკაცმა იყიდა იახტა და უძრავი ქონება ეგვიპტეში.


ალი ელმეზაინს მიესაჯა 212 წლით თავისუფლების აღკვეთა აუტიზმით დაავადებული ორი ვაჟის მკვლელობისთვის.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც კაცმა ოჯახის წევრებისთვის და საკუთარი თავისთვის რვა სხვადასხვა კომპანიისგან იყიდა პოლისები, რის შედეგადაც მთლიანმა სადაზღვევოთანხამ 3 მილიონი დოლარი შეადგინა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ურეკავდა სადაზვევო კომპანიებს და არკვევდა, მოქმედი იყო თუ არა პოლისი და მხოლოდ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა შვილების დახოცვა.


image

მკვლელობის დღეს, ალიმ ლოს-ანჯელესის პორტთან პირდაპირ წყალში მიმართა მანქანა

თვითონ მანქანის ღია ფანჯრიდან გამოძვრა. ცოლმაც მოახერხა ამოსვლა, მიუხედაად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა.

image

რვა და ცამეტი წლის ორი ვაჟი, რომლებიც ღვედებით იყვნენ დამბული, დაიხრჩო. მესამე ვაჟი იმ დროს ბანაკში იმყოფებოდა.

შედეგად, ალიმ მიიღო 260, 000 აშშ დოლარის დაზღვევა, რის შემდეგაც მან იყიდა იახტა და უძრავი ქონება ეგვიპტეში. უვადო პატიმრობის გარდა, სასამართლომ კაცს დააკისრა უკანონოდ მიღებული თანხის დაბრუნება.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ალის ცოლის მოშორებაც სურდა ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ ალი მეუღლეს ემუქრებოდა. მან ცოლის მშობლებს აღუთქვა, რომ მათ ქალიშვილს კუბოში მწოლიარეს გაუგზავნიდა ეგვიპტეში.

image

ერთადერთი გადარჩენილი ვაჟი, 20 წლის ელჰუსეინი, სიტყვით გამოვიდა სასამართლოზე, სადაც მან აღნიშნა, რომ მამისთვის მისი ძმების საფლავები საბანკო ანგარიში გახდა.

0
202
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0