x
image
თუთიკო ბერძენა
ღამის საათებში სიფხიზლე უკვე აღიარებულია როგორც კანცეროგენი
image



ბევრი ფიქრობს, რომ ღამით მუშაობა არის ყველაზე პროდუქტიული, რადგან დროის ამ მონაკვეთში არავინ უშლის ხელს და თითქოს გონებაც უფრო შემოქმედებითია.

თუმცა გერმანელი და შვედი მეცნიერები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებენ: ყველაზე პროდუქტიულია დილის ხუთიდან რვა საათამდე დროის მონაკვეთი. არც ამ დროს გიშლით არავინ ხელს და ამასთანავე სხეული ჰარმონიას პოულობს ცირკადულ რითმებთან, ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიბოს განვითარების ალბათობა მცირდება, რადგან ე.წ. ღამის საათები უკვე აღიარებულია, როგორც კანცეროგენები.

ე. წ. "ტოროლებში" კიბო ნაკლებადაა გავრცელებულიო, ვიდრე ე. წ."ბუებში".


რატომ უნდა გაიღვიძო დილის 5 საათზე?


მოტივაცია მარტივია: ეს არის დამატებითი სამი საათი პროდუქტიული მუშაობაისთვის დილის რვა საათამდე.

ანუ ჩვენ ვიღებთ საღამოს 9 სთ-დან 12 სთ-მდე დროს, რომელიც ყველაზე ნაკლებ პროდუქტიულია და გადაგვაქვს დილისთვის.


შედეგად, ვიღებთ დამატებით სამუსაო დროს ცხოვრების ყოველ რვა წელიწადზე. თუ აპირებთ 80 წლამდე ცხოვრებას, ეს არის დამატებით შვიდინახევარი, ანუ 65, 700 საათიანი პროდუქტიული სამუშაო დრო თქვენთვის (არ ჩავთვალეთ სიცოცხლის პირველი 20 წელი).

თუ თქვენ მაინც გჯერათ ოსტატობის მისაღწევად 10ათასსაათისანი მუშაობის აუცილებლობის მითის, მაშინ ცოდვაა, რომ ამ დროით არ ისარგებლოთ. და თუ ქრონიკულად არ გყოფნით 24 საათი იმისთვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, აი, დილით ეს 3 საათია დამატებითი პროდუქტიულობისთვის საუკეთესო.


რა თქმა უნდა, ეს მეთოდი ყველასთვის არ არის ხელსაყრელი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ღამის მორიგეობებში, ცვლებში მუშაობენ. მაგრამ მათთვის, ვინც ღამის მორიგეობებში არ მუშაობს და ამ მეთოდს ცხოვრების წესად იქცევა, დაგვეთანხმება, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ოყო სამჯერ უფრო პროდუქტიული!

თუ ეს პირადად შენთვის ასე არ არის და ყველაფერი ისედაც კარგადაა, მაშინ ეს სტატია ბოლომდე არც უნდა წაიკითხო. ეს სტატია დაწერილია ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც საღამოს სამი საათი აქვთ, რომ სამსახურის იქით კიდევ რაიმე ნაყოფიერად გააკეთონ. გმადლობთ გაგებისთვის!

მშვენიერია! ახლა მე ვიცი, რომ ამ სტატიის კითხვას აგრძელებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად სურს დილის ხუთ საათზე წამოდგომა. დაუყოვნებლივ ავხსნი, რომ მთელი ეს თეორიული ცოდნა მივიღე წიგნებიდან "რატომ გვძინავს?" და "ცირკადული კოდი" (“Why We Sleep” ; “Circadian Code”).

ორივე წიგნიდან გამოვყავი ჩვიდმეტი მარტივი წესი და რჩევა, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება რეჟიმის შეცვლაში და დილის ხუთ საათზე გაღვიძებაში:


1. ნუ შეეცდებით თქვენი ორგანიზმის ახალ რეჟიმზე გადაწყობას 1 ღამეში. აიღეთ განსხვავება დილის 5 საათზე გაღვიძებასა და იმ დროს შორის, როცა აქამდე იღვიძებდით, გაყავით ათზე და ამ პატარა პერიოდებით დღითიდღე მიუახლოვდით დილის 5 საათზე გაღვიძებას. მაგალითად, თუ აქამდე დილის რვა საათზე იღვიძებთ, ყოველდღე 18 წუთით ადრე დააყენეთ მაღვიძარა, სანამ დილის ხუთამდე არ დაიყვანთ.

2. დაიძინეთ გაღვიძებამდე მინიმუმ რვა საათით ადრე. მთელი ეს რვა საათი სჭირდება ორგანიზმს ძილისთვის და არა ა იმისთვის, რომ ორგანიზმი იწვეს დახუჭული თვალებით. .

3.მზის ჩასვლისას ჩართეთ ლურჯი შუქის ფილტრი ყველა მოწყობილობაზე.


4.მიიღეთ ცხელი შხაპი ძილის წინ (კაპილარების გაფართოება ხელს შეუწყობს სხეულის გაგრილებას).

5.ძილის წინ სრულად განიავეთ ოთახი, რომ გაცივდეს 17-18 ° C ტემპერატურაზე (ცივ ოთახში დაძინება უფრო ადვილია).

6. დარწმუნდით, რომ გაღვიძების მომენტისთვის თქვენს ოთახში 22 ° C იქნება (თბილ ოთახში გაღვიძება უფრო ადვილია).

7. იყიდეთ იაფი ლამპარი ან ჭკვიანი ნათურები, რომელიც დილით ხუთ საათზე აინთება თქვენს ოთახში. ადგიმისას მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი შუქით შეიგრძნოთ.

8.შუადღისას არ დალიოთ კოფეინის შემცველი სითხეები, რადგან კოფეინის ნახევარგამოყოფის პერიოდი რვა საათია. შავი ჩაი, ხშირად შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა.

9. ხრინვისას ორგანიზმს ცუდად ძინავს. შეეცადეთ, სწორად შეარჩიოთ ბალიშის სიმაღლე. ნახეთ ბალიშის რა სიმაღლე არის იდეალური ძილის ღრმა ფაზების გახანგრძლივებისა და ხვრინვის შესამცირებლად.


10. სასურველია, არ მიიღოთ კალორიები ძილის წინ სამი საათით ადრე (საერთოდ არ ჭამოთ ან დალიეთ მხოლოდ წყალი და მსუბუქი ჩაი).


11. მოერიდეთ დაძინებამდე ორი-სამი საათით ვარჯიშს და არ მიიღოთ ცივი შხაპები ძილის წინ: კორტიზოლი დაბლა სწევს ძილის ხარისხს.

12. ნუ დახარჯავთ დროს საწოლში, თუ ვერ იძინებთ. რაც უფრო მოინდომებთ, მით უფრო ძნელი იქნება დაძინება. ყველაზე უკეთ ადამიანს წიგნის კითხვისას ჩამოეძინება ხოლმე. თუ ვერ იძინებთ, ადექით და გააკეთეთ რამე პროდუქტიული. მაშინ დაუბრუნდით ძილს, როდესაც დაიღლებით.

13.დაივიწყეთ მაღვიძარა!. ყოველ ჯერზე მაღვიძარასგან მოულოდნელი გაღვიძება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე საშინელ დატვირთვას ახდენს. არ გაცვეთილი, მაშინვე ადექი.

14.ნაშუადღევს არ დალიოთ ალკოჰოლი. დიახ, სჯობს დალიოთ შუადღემდე. მაშინ საღამოს ცხრა საათამდე სრულიად ფხიზელი იქნებით. როგორც ჩანს, ალკოჰოლს ძილის გამარტივება შეუძლია, მაგრამ ის კლავს ღრმა ძილის გაზრდის ნებისმიერ მცდელობას. ეს კი ნიშნავს, რომ საერთოდ არ დაიძინოთ.




1
236
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
236
  
2021, 13 მარტი, 16:47
დილის 6საათიდან ვმუშაობ. ვცდი 5 საათს
0 1 1