x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134496
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508558
რაზე მიანიშნებს დაბალი წნევა და როგორი უნდა იყოს ნორმის მაჩვენებელი?
image

მაღალი წნევა ის პრობლემაა, რომელიც ჩვენი პლანეტის ყოველ მესამე მაცხოვრებელს აქვს. თუმცა, წნევის გაზომვისას მის დაბალ მაჩვენებელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და მხოლოდ იმით არ დაინტერესდეთ, მაღალია თუ არა ზედა მაჩვენებელი.

imageრაზე მიუთითებს წნავის გაზომვის შედეგად მიღებული მაჩვენებლები?

მაგალითად თუ თქვენი წნევაა 120/80, 120 სისტოლურ არტერიულ წნევას აღნიშნავს, 80 კი დიასტოლური წნევაა. რას ნიშნავს ეს და რა განსხვავებაა ამ მაჩვენებლევს შორის?

სისტოლურ წნევად ითვლება ძალა, რომლითაც ჟანგბადით გაჯერებული სისხლი გულიდან გამოიტყორცნება, სისხლძარღვების კედლებს აწვება და მთელ სხეულს მიეწოდება.


დიასტოლური წნევა კი ის ძალაა, რომლითაც სისხლი აწვება სისხლძარღვების კედლებს პირობითი დასვენების დროს, ანუ მაშინ, როცა გული დარტყმიდან დარტყმამდე სისხლით ივსება.

ყველამ კარგად იცის, რომ თუ წნევის მაჩვენებლიდან პირველი რიცხვი დიდია, ეს მაღალ წნევაზე მიუთითებს და ბევრი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. აი, მეორე მაჩვენებელს კი ზოგჯერ ყურადღებასაც არ აქცევენ და სულ ტყუილად.

imageბოლო კვლევები უჩვენებს, რომ მაღალი დიასტოლური წნევა (80-ზე მეტი) ინფარქტისა და ინსულტის განვითარების შანსს ზუსტად ისე ზრდის, როგორც მაღალი სისტოლური წნევა.

როგორი წნევაა ნორმალური?

დიდ ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ 120/80-ზე იდეალური წნევაა, თუმცა კარდიოლოგები ამ შეხედულებას აღარ იზიარებენ. თუ წნევა 119/79 მაჩვენებელს აღემატება, უკვე ჰიპერტონიაზე საუბრობენ. შესაბამისად, იდეალური მაჩვენებელი დაბალი უნდა იყოს.image სისტოლური წნევა წლების მატებასთან ერთად სტაბილურად იზრდება, დიასტოლური წნევის მაჩვენებელი კი 50 წლამდე იზრდება და შემდეგ იკლებს. როცა ვამბობთ “წნევამ ამიწია", სწორედ პირველი მაჩვენებლის ზრდას ვგულიხმობთ.

რატომ იჩენს თავს პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად?

ჯანსაღ და ელასტიურ სისხლძარღვებში წნევა ნორმის ფარგლებში ნარჩუნდება. მაგრამ დროთა განმავლობაში სისხლძარღვები უხეშდება და ვიწროვდება, შესაბამისად, ადგილი სისხლისთვის ცოტა რჩება და შედეგად წნევა სისხლძარღვების კედლებზე იზრდება.

თუ წნევის აწევა ემოციურ ფონს ან ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება, საგანგაშო არაა. თუმცა, თუ მაღალი მაჩვენებელი სტაბილურადაა შენარჩუნებული რამდენიმე დღეს, ეს უკვე საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ.

ასევე ძალიან ცუდია, როცა ზედა და ქვედა მაჩვენებლებს შორის სხვაობა მცირდება. 120 – 80 = 40, და თუ სხვაობა უფრო ნაკლებია, ამ დროს გული მთელი სიმძლავრით ვერ მუშაობს. შედეგად, სისხლი ორგანიზმის შორეულ უბნებს ვერ მიეწოდება, რაც დამღუპველად მოქმედებს, მაგალითად, ტვინის მუშაობაზე.

წნევის დასარეგულირებლად მხოლოდ პრეპარატები არ კმარა. ყურადღება მიაქციეთ კვებას, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და ივარჯიშეთ.

0
445
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
445
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0