x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
წმინდა ნინო

imageწმინდა ნინო ქრისტიანობის მქადაგებელი და გამავრცელებელია საქართველოში. იგი წარმოშობით კაბადოკიელი იყო წმინდა გიორგის ნათესავი. ნინომ გაიგო ქრისტეს მიწიერი წამების ამბავი და ისიც, რომ თურმე უფლის კვართი (უკერავი პერანგი) წილისყრით შეხვედრია მცხეთელ ებრაელს, ელიოზს, რომელსაც იგი, დისა და დედის თხოვნით, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში წაუსვენებიათ. ნინო ოცნებობდა ივერიაში ჩამოსვლაზე, რათა ქრისტეს პერანგის მოხვევის ღირსი გამხდარიყო.ღმერთმა ისმინა მხურვალე ლოცვა. მას წმინდა მარიამი გამოეცხადა ძილში და უბრძანა: ''წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში და იქადაგე სახარება''. ღვთისმშობელმა იქვე მდგარი ვაზისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც ნინომ საკუთარი ნაწნავით შეკრა. მან მიაღწია მცხეთას და იწყო ქადაგება.სამკურნალო ხელოვნებით მოსახლეობის ყურადღება დაიმსახურა. მცხეთაში მისვლიდან მე-6 წელს წმინდა ნინომ გააქრისტიანა ქართლის დედოფალი ნანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახი. მისი წყალობით მცხეთაში ქრისტიანობის მრავალი მიმდევარი გაჩნდა. წმინდა ნინო თიანეთში ასულა და ბევრი ქართველი გაუქრისთიანებია. უკან დაბრუნებისას ავად გამხდარა და სოფელ ბოდინში (ბოდბე) გარდაიცვალა. იქვე დაუსაფლავებიათ.

9
6066
20-ს მოსწონს
ავტორი:knusi
knusi
Mediator image
Mediator image
6066
  
2013, 8 აგვისტო, 21:06
მეოხ იყოს და გვაფარვდეს ყველას მისი წმინდა ჯვარი.
2012, 2 სექტემბერი, 22:26
+1
2012, 2 სექტემბერი, 20:38
=)
2012, 2 სექტემბერი, 20:38
მართლაც.
2012, 2 სექტემბერი, 19:53
+100000000000
2012, 2 სექტემბერი, 19:52
საინტერესო იყო
2012, 2 სექტემბერი, 19:50
+1000
0 1 9