x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გათხოვილმა ქალმა შემთხვევით გაიგო, რომ ის მამაკაცია

image



ჩინეთში, 25 წლის დაქორწინებულმა ქალბატონმა ნაღრძობი ტერფის გამო საავადმყოფოში მოხვედრისას შეიტყო, რომ ის კაცი იყო. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა "Global Times"–-ი იუწყება.






გაზეთი განმარტავს, რომ ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ერთერთ მკვიდრს, სახელად პინპინს, მენსტრუაცია არ ჰქონდა და ვერ დაორსულდა.
გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას საშვილოსნო და საკვერცხეები არ ჰქონდა და ქალის რეპროდუქციული ორგანოები განუვითარებელი იყო. უფრო მეტიც, პინპინს აქვს მამაკაცის Y ქრომოსომა. ეს ნიშნავს, რომ ის გენეტიკურად მამაკაცია. მაგრამ ექიმებმა მის სხეულში ვერ იპოვეს მამაკაცის დამალული სასქესო ორგანოები, შესაძლოა ისინი დეგრადირებული იყო.





საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, პინპინს დაუსვეს თანდაყოლილი დაავადების დიაგნოზი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მის ოჯახში მჭიდრო ნათესაური ქორწინებით.

0
425
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0