x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რა თვისება ჰქონდა იესოს.. რომლითაც შეძლო შეუძლებელი
image
ძალიან ძნელია იყო ადამიანი და ადამიანური თვისებების მქონე ადამიანი... მოიქცე ისე როგორც სწორი და ამაღლებულია ... შენი განწყობის და ემოციების მიუხედავად. ბევრი თვისებაა, რომელიც ადამინს აქცევს ადამიანად და არა ამ ქვეყნიურ არსებად, რომელიც ამქვეყნიური სურვილების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველდღიურ საზრუნავშია ჩაფლული და აღარ ადარდებთ... აღარ აფიქრებთ...
მიყვებიან...
მივყვებით... ყოველწამიერ ყოფას...
იყურებიან...
ვიყურებით...
ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით..
ივიწყებენ...
ვივიწყებთ...
საკუთარ შეცდომებს და სხვისას განვიკითხავთ...
როგორი ძნელია იყო ადამინური ადამიანი ...
აი ამაში ერთ - ერთი რაც დაგვეხმარება ესაა - თავმდაბლობა
თავმდაბლობა - ვფიქრობ ეს არის ფუნდამენტი ყოველგვარი სათნოებისა და სიბრძნისა.
ფილოსოფიურ სიბრძნეზე არ ვსაუბრობ. თეოლოგიურ სიბრძნეზე შევფიქრიანდ, ღვთისმოსაობა რომ ჰქვია.
იესო რომ თვმდაბალი არ ყოფილიყო განა შეძლებდა ისეთ სულგრძელობას მცირენი რომ ტალახს ესროდნენ და სახესაც არ არ არიდებდა?!
იესო რომ დიდსულოვანი არ ყოფილიყო მისი სიყვარულიც ისე გამოილეოდა, როგორც პონტოელი პილატესი, რომელსაც სჯეროდა, რომ იესო მესია იყო, მაგრამ მაინც დაიბანა ხელები.
იესოს რომ ერთგულება არ შეძლებოდა უღალატებდა თავის წარმომგზავნელს და
დაივიწყებდა თუ რა იყო მისი ამ ქვეყნად მოსვლის მიზანი...
იესოს რომ სიყვარული არ შეძლებოდა გადაარჩენდა მხოლოდ თავის თავს და არაკაცთა მოდგმას, რომელნიც საკუთარი თავის გადასარჩენად ყოველდღე ჯვარზე
ვაკრავთ მაცხოვარს.
იესო თავმდაბლობით განდიდდა და გახდა სულგრძელი სიყვარულის დიადი გასხივოსნება ... ანუ, თავმდაბლობაში ეყრება საფუძველი ზეციურ საქმეებს, მაგრამ განა ვინმეს შეუძლია კაცთაგან თვამდაბლობა ზეცამდე? არ ვიცი, მაგრამ
ის ვიცი, რომ ცდა და მონდომება დაახლოებულია შედეგთან.
ჩვენ მოვინდომოთ გვიყვარდეს თავმდაბლურად და შეგვეშველება უფალი...
ღმერთი ერთგულია...
0
99
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0