x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? აბა გაბედეთ! "-ინგა გრიგოლია
image

ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტი და ყოფილი გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლებას აძლევს:


“ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის “რუსთავი ორი“? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა, ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!

Vato Tsereteli ხომ იცი, მრავლისმნახველი ვარ და ასეთი ამბების ფინალიც ვიცი” – წერს გრიგოლია.



შეგახსენებთ, რომ პროკურატურა "ტვ პირველისგან" იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის მიწოდებას ითხოვს, რომელზეც 6 მარტს "ნოდარ მელაძის შაბათის" რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერებია დატანილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი კომენტარს აკეთებს:

"ჯერ ერთი, ვინ ამბობს ტელევიზიაში შესვლასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ შეიძლება ყველაფერი იყოს სპეკულაციების და პროვოკაციების საგანი. საზოგადოებისთვის არის კარგად ცნობილი, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესებით და იქ არანაირ შეჭრაზე, შევარდნაზე, მით უმეტეს, რაღაცა მცდარ და სიცრუით გაჯერებული ინფორმაციით საზოგადოების კვებაზე არ უნდა იყოს საუბარი. ეს არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ რაღაც მსგავს ნიშნებს.

ამიტომაც, ჩემთვის პირადად წარმოუდგენელიც არის რაღაც ნივთის ამოღებაზე ვინმე სადმე შეიჭრას. აქ არ იქნება, რა თქმა უნდა, შეჭრაზე ან რაიმე მსგავს საკითხზე საუბარი, "- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

image

1
370
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
რაღა შევარდნაძე,სააკაშვილი რატო არ გაიხსენა? 7 ნოემბერს არ შევიდნენ იმედში და გადაალწეს ყველაფერი ჟურნალისტებს? უი,გრიგოლიაც იქ არ მუშაობდა და მაინც რატო გაიხსენა ედიკა? იმიტომ ხო არა რო ეხლა ესე აწყობთ. ჟურნალისტობა სხვა რამეა და რასაც ესენი აკეთებენ მაგას სხვა რამე ქვია.
0 1 1