x
ანტარქტიდის განკითხვის დღე: ყინულის ქვეშ მყოფი ვულკანები შეიძლება ამოიფრქვეს და პლანეტა ‘დაუსახლებელი’ გახადონ

image


ყინულოვან კონტინენტზე ცხოვრობს 5000-მდე მეცნიერი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც შეისწავლიან უდაბურ რეგიონს, რათა უფრო მეტად გაეცნონ დედამიწის ისტორიას და კლიმატის ცვლილების შედეგებს. მაგრამ მკვლევარები შოკში ჩავარდნენ, როდესაც კონტინენტის ყინულის ფენის ქვემოთ 100-ზე მეტი მიძინებული ვულკანი აღმოაჩინეს, რაც მას დედამიწაზე უდიდეს ვულკანურ რეგიონად აქცევს.

აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ვულკანების აქტივობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პლანეტის დანარჩენ ნაწილებზე. თუ ერთი ამოიფრქვევა, ამან შეიძლება კიდევ უფრო დაარღვიოს ყინულის ფენების მდგრადობა, რომლებიც უკვე განიცდიდნენ გლობალური დათბობის შედეგებს.

ჯეს სმელიმ, ლესტერის უნივერსიტეტის ვულკანოლოგიის პროფესორმა, საუბრის დროს განაცხადა: ”ვულკანები გაადნობდნენ უზარმაზარ მღვიმეებს ყინულის ძირში და შეიქმნებოდა უზარმაზარი რაოდენობის გამდნარი წყალი.


image


დედამიწის მტკნარი წყლის მარაგის 80 პროცენტზე მეტი ანტარქტიდაშია მოთავსებული - გლობალური ზღვის დონის ასამაღლებლად დაახლოებით 60 მეტრია საკმარისი, მისი გადნობის შემთხვევაში- პლანეტას "დაუსახლებელს" გახდის, როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს ადრევე. პროფესორმა სმელის თქვა, რომ ყინულის ქვეშ ამოფრქვევამ შეიძლება ამ პროცესის კატასტროფული დაჩქარება გამოიწვიოს. მან დასძინა: ”ყინულის ნაკადები არის ყინულის მდინარეები, რომლებიც გაცილებით სწრაფად მიედინება, ვიდრე მათი გარემოცვა"



0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0