x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უნებლიე ფიქრები
image

უნებლიე ფიქრები არის ფიქრები, რომლებიც ხშირად შემოდიან ცნობიერებაში გაფრთხილების ან განზრახვის გარეშე. უნებლიე ფიქრები შეიძლება იყოს შემაშფოთებელი, შემაწუხებელი, ან უბრალოდ უცნაური. ისინი არიან „მოწეპებული’ ფიქრები, რომლებიც იწვევენ დისტრესს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფენომენის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს სხვადასხვა თეორია მის შესასწავლად.

ფსიქოლოგი ლინ სომერსტენი ფიქრობს, რომ პერიოდული ან ხშირი უნებლიე ფიქრები ნიშანია იმისა, რომ რაღაც რთულად ან არასწორად ვითარდება პიროვნების ცხოვრებაში. შესაძლოა ისინი გამოხატავენ პრობლემებს ურთიერთობაში, სტრესს სამსახურში ან ფრუსტრაციას ბავშვის აღზრდის პროცესში. ნაცვლად იმისა, რომ პრობლემები განიდევნონ ისინი პოულობენ სხვა გზას და ამოდიან ცნობიერებაში.


დოქტორი ჰანა რიზი თვლის, რომ ფიქრები შესაძლოა გამომჟღავდნენ, რადგან ჩვენ ამგვარად მოქცევა არ გვინდა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხდავად იმისა რომ ჩვენ არასდროს ჩავიდენდით გარკვეულ ქმედებას ვფიქრობთ მათზე, ჩვენი ტვინი უბრალოდ აცხადებს შეუფერებელ აზრებს, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ფსიქოლოგები მარტინ სიფი და სალი უინსტონი საინტერესოდ აღწერენ იმას თუ როგორ ჩნდებიან არასასურველი და უნებლიე ფიქრები. მათი აზრით, ადამიანის ტვინი ზოგჯერ ქმნის ნარჩენ აზრებს, ისინი მხოლოდ ჩვენი ცნობიერების ნაკადის გამორიყული ნაწილებია. ნარჩენი ფიქრები უმნიშვნელოა. თუ მათ ყურადღებას არ მივაქცევთ ისინი ჩაირეცხებიან ცნობიერების დინებაში.

ადამიანებს, რომელთაც გამოცდილებაში ჰქონიათ არასასურველი უნებლიე ფიქრები ეშინიათ, რომ შუძლიათ იმ საშინელი ქმედებების განხორციელება, რომლებსაც გონებაში წარმოიდგენენ. ასევე ზოგ შემთხვევაში ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს ფიქრები საშიშ მოსალოდნელ შედეგებზე ანიშნებენ მათ. უნებლიე ფიქრები შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სექსუალურ იდენტობაზე, სიკვდილზე, რელიგიაზე, უსაფრთხოებაზე, ეჭვებზე ურთიერთობებში ან წუხილს შეკითხვებზე, რომელთაც ზუსტი პასუხი ვერ გაეცემა. არსებობს უბრალოდ უცნაური ფიქრებიც, ისინი არ იწვევენ თვალსაჩინო განცდებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანები მიიჩნევნ, რომ უნებლიე ფიქრები სამარცხვინოა და საიდუმლოდ ინახავენ მათ.

იმ შემთხვევაში თუკი ადამიანს აქვს ჯანმრთელი, ნევროტიპული ტვინი და კარგი უნარი რომ მონიტორინგი გაუწიოს თავის ფიქრების, ამ შემთხვევაში, უნებლიე ფიქრები სხვა არაფერია თუ არა უცაბედად გამოსტყორცნილი სტიმულები ჩვენს „რადარზე’. თუმცა თუკი არასასურველ, ძალადობრივ, შემაწუხებელ ან ექსცენტრიულ ფიქრებთან გამკლავება თქვენი ცხოვრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს როგორიცაა, შფოთვა და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. ასევე ეს შეიძლება იყოს დეპრესიის, პოსტ-ტრამვული სტრესული აშლილობის, ბიპოლარული აშლილობის ან ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სიტდრომის ერთ-ერთი სიმპტომი.

არასასურველი უნებლიე ფიქრები ძლიერდება, რადგან ჩვენ ვიხლართებით მათში, ვწუხვართ მათზე, ვიბრძვით მათ წინააღმდეგ, ვცდილობთ მათი გამომწვევი მიზეზების ძებნას. ასევე არასასურველი ფიქრები ძლიერდებიან როცა ვცდილობთ მათგან თავის არიდებას. ამიტომ, დატოვეთ ფიქრები მარტო, მიიღეთ ისინი როგორც არასაინტერესო და ამის შემდეგ ისინი თავისთავად გაუჩინარდებიან.

შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება და გადალახოთ არასასურველი ფიქრები.

  • მიანიჭეთ ამ ფიქრებს „უნებლიე ფიქრების“ იარლიყი.
  • შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ეს ფიქრები ავტომატურია და მათი „ამოხტომა“ თქვენზე არაა დამოკიდებული.
  • მიიღეთ ეს ფიქრები და შემოუშვით გონებაში. არ სცადოთ მათი ძალით განდევნა.
  • ივარჯიშეთ, რათა მათი შემოსვლის დრო აკონტროლოთ.
  • შეისვენეთ, მიეცით დრო საკუთარ თავს.
  • ელოდეთ, რომ ისინი კვლავ დაბრუნდებიან.
  • გააგრძელეთ რასაც აკეთებდით სანამ უნებლიე ფიქრები გაჩნდებოდნენ.
არ სცადოთ;

  • ფიქრებში ჩართვა.
  • ფიქრების განდევნა გონებიდან.
  • იმის გარკვევა თუ რას ნიშნავს უნებლიე ფიქრები.
  • იმის შემოწმება „მუშაობს“ თუ არა თავის არიდების ტექნიკები.

თუ ეს ნაბიჯები ზედმეტად დამღლელი გეჩვენებათ მოკლედ გეტყვით, რომ უნებლიე ფიქრები არ არის ზებუნებრივი ფენომენი, რომ მომავალზე რაიმე განიშნონ და ამით ნეგატიური ან პოზიტიური განწყობა შექმნან. ისინი არ განსაზღვრავენ იმას თუ რამდენად კარგი ან უღირსი ადამიანი ხართ, რადგან უნებლიე ფიქრები ავტომატურად ყოველგვარი განზრახვის გარეშე შემოდიან ცნობიერებაში, ისინი თქვენგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, რასაკვირველია, შესაძლოა არსებობდეს კონკრეტული ფიქრის გაჩენის საფუძველი, თუმცა ისინი არ უნდა მივიღოთ როგორც პიროვნების „კარგობის“ ან „ცუდობის“ განმსაზღვრელი დებულებები. ნუ შეეცდებით მათ ძალით განდევნას, რადგან ეს უარესად გაამწვავსებს სიტუაციას. ამიტომ მიიღეთ ისინი შეეგუეთ რომ უნებლიე ფიქრები უცებ მოვლენ და მალევე წავლენ თუკი თქვენ მათ არ მიანიჭებთ მნიშვნელობას.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე კუპრაშვილი
ელენე კუპრაშვილი
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0