x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საბჭოთა ქალების საოცნებო სუნამოები
image


როგორც დღეს თვლიან, საბჭოთა ქალები ფუფუნების საგნებით განებივრებულნი არ იყვნენ. თუმცა, იმ პერიოდის, პარფიუმის ზოგიერთ სახელს ბევრი დღემდე იხსენებს და აღნიშნავს, რომ ხარისხით და მდგრადობით, იმ დროინდელი სუნამოების ანალოგის მოძებნა დღეს, არც ისე ადვილია.

მაშ, ასე, აქ წარმოგიდგენთ სუნამოებს, რომელზეც საბჭოთა ქალბატონები ოცნებობდნენ:


«კრასნაია მასკვა» («წითელი მოსკოვი»)image


ამ სუნამოს სახელი მათაც იციან, ვინც ამ ქვეყანას არ მოსწრებია. ცნობილია, რომ «ისტორიული» არომატი, სსრ კავშირის შექმნამდე, ბევრად უფრო ადრე არსებობდა. ლეგენდის თანახმას, პარფუმერული კომპოზიცია რუსეთის იმპერატრიცა (1881-1894) მარია თედორეს ასულისთვის «ფრანგი საპნის მხარშავის შვილმა» ავგუსტო მიშელმა, რომანოვების დინასტიის 300 წლისთავისთვის, შექმნა. სხვა ლეგენდის მიხედვით, სუნამო გასული საუკუნის 20-იან წლებში, მომავალი სახალხო კომისარის ვ. მოლოტოვის მეუღლის პოლინა ჟემჩუჟინას თანამონაწილეობით შეიქმნა. თუმცა, ექსპერტების უმრავლესობა, სუნამოს წარმოქმნის პირველი ვერსიისკენ უფრო იხრება.
ახლა ჭეშმარიტების დადგენა ნამდვილად რთულია, მაგრამ იმის თქმა კი შეიძლება, რომ «კრასნაია მასკვა», იმ პერიოდის, მხოლოდ პოპულარული სუნამო კი არ, – ეპოქის სიმბოლო იყო.


«კრასნი მაკ» («წითელი ყაყაჩო»)image


სსრ კავშირში, როგორც წესი, ფართო მოხმარების ახალ საქონელს, ოქტომბრის რევოლუციის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით უშვებდნენ. ასე მოხდა ამ სუნამოს შემთხვევაშიც. ხოლო, მისი შექმნის შთაგონების წყარო, რეინგოლდ გლიერის ბალეტი «წითელი ყაყაჩო» გახდა.

«წითელი ყაყაჩო», ათეულობით წლის მანძილზე, ქალბატონების ერთ-ერთი საყვარელი სუნამო იყო.


«ტერ-ა-ტეტი» («პირისპირ»)


image


ეს სუნამო მაღაზიებში გასული საუკუნის 80-იან წლებში გამოჩნდა და წარმატებული რეკლამის წყალობით, ქალბატონების ყურადღება მალევე მიიქცია: ეტიკეტზე, სახელის გარდა, კიდევ ერთი წარწერა – «მოსკოვი–პარიზი» იყო, რაც ფრანგულ პარფუმერებთან თანამშრომლობას გულისხმობდა.

რეალურად, სსრ კავშირი, პარფუმერული წარმოებისთვის, ნედლეულს ყოველთვის საზღვარგარეთ ყიდულობდა. შემდეგ, ადგილობრივი მწარმოებლები ერთ-ორ კომპონენტს ამატებდნე და საბჭოთა სუნამო მზად იყო! ასე შეიქმნა «ტერ-ა-ტეტიც», რომელიც დახლებზე გამოჩენიდან, რამდენიმე საათში იყიდებოდა...


«ბიწ მოჟეტ…» («შესაძლებელია…»)image


ხსენებული სუნამოების გარდა, სსრ კავშირში პოპულარული სხვა სუნამოებიც იყო, მათ შორის, «ბალეტი», «აღიარება» (პრიზნანიე), «ყვავის დედოფალი», რომელიც ალ. პუშკინის საიუბელეო თარიღთან დაკავშირებით შეიქმნა. ხოლო, კიდევ ერთმა სუნამომ, რომელიც ჩამოთვლილ სუნამოებზე, უფრო მეტად პოპულარული იყო, თავისი ორიგინალური სახელი – «ბიწ მოჟეტ…», ჯაზის წყალობით მიიღო.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ევროპის საუკეთესო მესაყვირემ ედი როზნერმა (Eddie Rosner), თავის ჯგუფთან ერთად, «საკარნავალო ღამისთვის» რამდენიმე კომპოზიცია დაწერა, მათგან ერთ-ერთმა პოლონეთში ისეთი ფურორი გამოიწვია, რომ პარფუმერებმა მისი სახელობის სუნამო შექმნეს. მოგვიანებით, მისი წარმოება სსრ კავშირშიც დაიწყო.


და ბოლოს, «Climat»-ი, როგორც «ბედის ირონიის» ფილმის გმირი ამბობს, – «ნამდვილი ფრანგული სუნამო!». სწორედ მასზე ოცნებობდნენ საბჭოთა ქალბატონები ყველაზე მეტად

image


და უნდა ითქვას, რომ ეს სუნამო, სსრ კავშირში, საკმაოდ ძვირი ღირდა. მაღაზიაშიც კი, მასში 40 მანეთის გადახდა იყო საჭირო (საშუალო ხელფასი 120 მანეთი იყო). ამასთან, მისი შოვნა არც ისე ადვილი იყო და შეძენა, უფრო ძვირად, გადამყიდველებთან (ფარცოვშიკებთან და სპეკულიანტებთან) შეიძლებოდა.

დახვეწილი პარფიუმი ჟერარ გოუპმა 1967 წელს შექმნა და მისი წარმოება რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ხდებოდა.


სუნამოების გარდა, საბჭოთა ქალები კიდევ ბევრ დეფიციტურ საქონელზე ოცნებობდნენ...

imageimageimageimageimageimage





1
932
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
932
  
2021, 11 მარტი, 10:44
ვაიმეეე :)))) საიდან გაგახსენდა ლალი... ისე კლიმა ახლაც კი მომწონს. "კრასნი მაკ"-ს გოგოებს კლასელი ბიჭები 8 მარტს გვჩუქნიდნენ ხოლმე :))
0 1 1