x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
«ქაღალდის ინტერნეტი»

მშვიდობისთვის ბრძოლა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება, მათ შორის ერთი, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ბელგიელმა პოლ ოტლემ და ანრი ლაფონტენმა გამოიგონეს: ინფორმაცია და მისი ხელმისაწვდომობა თითოეული ადამიანისთვის, — აი, რა უნდა ყოფილიყო, მათი აზრით, კაცობრიობის სამხედრო კონფლიქტებისგან განრიდების და შეცნობის, განათლების, საერთო პროგრესისთვის გაერთიანების გზა. ოტლემ და ლაფონტენმა მართლაც საოცარი პროექტი მოიგონეს, რომელიც ბევრ რამეს და ბევრ ადამიანს აერთიანებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ის ომმა გაანადგურა.


image


როგორ გაჩნდა ინფორმაციის უნიკალური საცავი


XIX საუკუნის ატმოსფეროს შესახებ, უამრავი ინფორმაციის წაკითხვა და მოსმენა შეიძლება, მაგრამ რეალურად, იმის წარმოდგენა, თუ როგორ ცხოვრობდნენ იმ დროს ადამიანები, თანამედროვე ადამიანისთვის ადვილი არ არის: არტ–ნუვო, რევოლუციური გარღვევა სამეცნიერო სფეროს ზოგიერთ დარგში, პოლიტიკური გარდაქმნები, საზოგადოების ტრანსფორმაცია — საკმარისზე ბევრი იყო იმისთვის, რომ ვიღაცის კერძო ინიციატივა შეუმჩნეველი დარჩენილიყო... და ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რომ ნოვატორულ იდეას წარმატებული რეზონანსი გამოეწვია.


imageპოლ ოტლე (Paul Marie Ghislain Otlet)


დღეს, ინტერნეტის მომხმარებლების უმრავლესობისთვის, პოლ ოტლეს სახელი ცნობილი არ არის და არც ის იცის ბევრმა, რომ თანამედროვე ინტერნეტს საფუძველი სწორედ ამ ადამიანმა ჩაუყარა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ ერთხელ მან, წარმატებული ბიზნესმენის და იურისტის შვილმა, რომელმაც კარგი განათლება და სტარტი მიიღო კარიერაში (კოლეჯის და უნივერსიტეტის დამთავრების შემდე, ის წარმატებული ადვოკატი გახდა), გადაწყვიტა თავი ბიბლიოგრაფიის მეცნიერებისთვის მიეძღვნა — ომისთვის, რაც დაკავშირებული იყო ინფორმაციის მართვასთან, კლასიფიკაციასთან, კატალოგების შედგენასთან, წიგნების და სხვა წერილობითი წყაროების აღწერასთან.


imageანრი ლაფონტენი (Henri La Fontaine)


23 წლის დამწყებმა ბიბლიოგრაფმა ანრი ლაფონტენი გაიცნო, რომელიც ასევე სამართლის სპეციალისტი და ამავდროულად, მონაცემთა კლასიფიკაციის თეორიით იყო გატაცებული. ნაცნობობამ, რომელიც მალე მეგობრობაში გადაიზარდა, ორივეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შესარულა. მათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების საზოგადოებაში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რამაც ბიბლიოგრაფიულ საკითხებში ჩაღრმავების საშუალება მისცათ. ხოლო, 3 წლის შემდეგ, ოტლემ ბიბლიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტი დააარსა.
იმ პერიოდისთვის, ორი წარმატებული იურისტი და თანამოაზრე დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობა — როგორც ომის ალტერნატივა, იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც განსხვავებულ კულტურებს ინფორმაციის შეუფერხებლად გაცვლის საშუალება ეძლევა. ამიტომ, საჭირო იყო პირობების შექმნა, რომლის დროსაც, ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორც იარაღზე...


imageმონაცემთა გლობალური ბაზა ახალი რეალობის მხოლოდ ერთი ნაწილი უნდა ყოფილიყო, რომელშიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.


და რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა Mundaneum-ი — პირველი და ყველაზე მსხვილი მონაცემთა საცავი და საძიებო სისტემა, რომელიც ისევე მუშაობდა, როგორც, მაგ., google-ეს საძიებო სისტემა დღეს.



Mundaneum, ანუ «მსოფლიო სასახლე»


«მუდანეუმის» შექმნის მიზანი კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ერთ ადგილზე გაერთიანება იყო. გლობალური ბიბლიოთეკის ახალი სახეობა ინსტრუმენტი უნდა გამხდარიყო, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი და რა კითხვაც არ უნდა გასჩენოდა მას: პოლიტიკური მიმდინარეობის, კლიმატის, ვალუტის კურსის, ან თუნდაც, ინგლისური პუდინგის რეცეპტის შესახებ, — ყველა კითხვაზე პასუხი «მუდანეუმში» უნდა ეპოვა.
პროექტი რამდენადაც გრანდიოზული, იმდენად შრომატევადი და პერსპექტიული იყო. ოტლემ და ლაფონტენმა მისი რეალიზაცია დაიწყეს. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო დიდი რაოდენობით მონაცემთა შენახვისა და გამოყენების სისტემის შემუშავება, რომელიც იმ დროს, ქაღალდის სახით არსებობდა.


image10 წელზე მეტი დრო დასჭირდა ინფორმაციის შეგროვებას და კლასიფიკაციას. მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ის, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი.


1910 წელს მათ მხარდაჭერა ბელგიის მთავრობისგან მიიღეს და საინფორმაციო ბაზისთვის, ბრიუსელში დიდი შენობა გამოყვეს. ხოლო, 1920 წელს «მსოფლიო სასახლემ» ფუნქციონირება დაიწყო. ალფავიტის მიხედვით დალაგებულ კატალოგებში 12 მლნ–ზე მეტი საინფორმაციო ბარათი იყო, რომელსაც თანამშრომელთა სპეციალური შტატი ემსახურებოდა. ხოლო, სამომავლოდ, ეს არქივი საინფორმაციო «ქალაქის» ნაწილი უნდა გამხდარიყო, რომელშიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა და საერთაშორისო მუზეუმი მოეწყობოდა.


imageსატელეფონო და სატელეგრაფო კავშირის დარბაზი


პროცესის ოპტიმიზირებისთვის, ოტლემ «ქაღალდის ინტერნეტის» მსგავსი მოწყობილობა მოიგონა, რომელიც მოთხოვნილ წიგნებს და დოკუმენტებს ბორბლების და ჩხირების საშუალებით გადაადგილებდა. გარდა ამისა, ის ახალ სისტემაზე მუშაობდა, რომლიც ადამიანს ინფორმაციის მიღების დროს, ქაღალდზე უარის თქმის საშუალებას მისცემდა — ის «ტელე-ფოტო-წიგნის» შექმნის პროექტზე მუშაობდა, რომელიც ელექტრონული ტელესკოპის საშუალებით, მკითხველს ბიბლიოთეკის საცავში დაცული წიგნის წაკითხვის საშუალებას მისცემდა.


imageპროექტმა დიდი ყურადღება მიიპყრო და პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ჯილდო დაიმსახურა


ბელგიის ოკუპაცია და Mundaneum-ის პროქტის დასასრული


ოტკემ ელექტრონული ბიბლიოთეკის პროექტზე მუშაობა 1934 წელს დაასრულა. მაგრამ, ევროპაში შექმნილი მდგომარეობის გამი, ამგვარი ინიციატივების დრო დასრულდა... იმავე წელს «მუდანეუმი» მთავრობის მხარდაჭერის გარეშე დარჩა, ხოლი გერმანელების მიერ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, «მსოფლიო სასახლეში» მესამე რაიხი ხელოვნების გამოფენა მოეწყო.
ომის დასრულებას ვერც პოლ ოტლე და ვერც ანრი ლაფონტენი მოესწრო. ხოლო, «მუდანეუმის» პროექტს აღდგენა არ ეწერა. imageimageimageimageimageimage
image







0
83
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0