x
image
თუთიკო ბერძენა
სიმაღლეში ზრდის ელექსირი, რომელიც სომატოტროპინის აქტივაციას იწვევს

image

გორგასლის და აღმაშენებლის შთამომავლებს ნამდვილად არ უნდა გვჭირდებოდეს ასეთი რეცეპტები, თან არიქა, აქსელერაციააო მსოფლიოში, მაგრამ ეტყობა, იმდენად დავაბინძურეთ გარემო, რომ აქსელერაცია კი არა, ნელ-ნელა ვჩიავდებით.


ელექსირი, რომელიც უკრაინაში ცნობილია, როგორც "ტკაჩენკოს" ნარევი, მოზარდმა უნდა მიიღოს თვეში 1-ჯერ. უმჯობესია, ზედიზედ 6 თვის განმავლობაში, შემდგომი 6 -თვიანი შესვენებებით.
გოგონებისთვის 21 წლამდე,
ბიჭებისთვის 23-წლამდე.
1ს.კ. დაჩეჩქვილ ასკილს ვასხამთ 200 მლ ქაფქაფა მდუღარე წყალს და ვაჩერებთ თბილად დილამდე (ემალირებულ ან მინის ჭურჭელში). დილით გადმოვწურავთ და ვამატებთ :
1 ჭარხლისგან გამონაწური წვენი;
3 სტაფილოს წვენი (გულები გამოაცალეთ სტაფილოს გაწურვამდე);
1 ბროწეულის წვენი
1 ლიმნის წვენი
1 ვაშლის წვენი
200 მლ სუფთა, ნატურალური წითელი ღვინო (ჩვენ საფერავს ვამჯობინებთ)
1 ს. კ ნატურალური თაფლი (თაფლს ხის, ფაიფურის ან პლასტმასის კოვზით ვიღებთ)
ხის კოვზითვე მოვურევთ თაფლის გახსნამდე.

ეს ნარევი მთელი დღის განმავლობაში უნდა სვას ბავშვმა ყლუპებით.

მიღების დღიდან მინიმუმ 1 კვირის მანძილზე, უმჯობესია, საღამოს 21 საათზე დაიძინოს მოზარდმა, რადგან ყველაზე უკეთ სომატოტროპინის გამოყოფა სწორედ ძილის დროს 21-დან 24 სთ-მდე შუალედში მიმდინარეობს!


სჯობს, ამ ნარევის მიცემა 11 წლის ასაკის შემდეგ დაიწყოთ. მანამდე გამოიკვეთება რეალური სურათი, სჭირდება თუ არა ბავშვის სიმაღლეს წახმარება....
0
187
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0