x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
10 ყველაზე საშიში ადამიანი მსოფლიოში

image


დანაშაულები ხდებოდა, ხდება და მოხდება კიდეც. ეს არის ადამიანის არსებობის თანმდევი აუცილებლობა. შეიძლება დააკავო, დააპატიმრო მაგრამ ვერა ძალა ვერ აღმოფხვრავს ბოლომდე მას.



ამ მოცემულ ათეულში არიან ისეთი კრიმინალები, რომლებიც მოუხელთებლები არიან ყველაზე გავლენიანი პოლიციური სისტემების მიერაც კი.





1. ხელნაკეთი იარაღით მოვაჭრე

image



ამერიკელი კოდ ვილსონი ქმნის 3D პრინტით იარაღს, რისთვისაც იყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას სახელწოდებით Liberator. ეს პროგრამა მან ინტერნეტში 2015 წელს განათავსა და 100000-ჯერ იქნა გადმოწერილი, სანამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი არ ჩაერია საქმეში.


მას სურს ჰქონდეს ამ საქმიანობისთვის ინტერნეტში სრული თავისუფლება, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების შეიარაღება.







2. უკრაინელი მობსტერი

image


სემიონ მოგილევიჩი - უკრაინაში დაბადებული კრიმინალური ავტორიტეტი ითვლება მსოფლიოში ”რუსული მაფიის” ”ბოსების ბოსად", რომელიც საზღვრებს გარეშე მუშაობს.


მისი კრიმინალული საქმიანობაა ნარკომანია, ბირთვული მასალებით ვაჭრობა, მკვლელობები და საერთაშორისო ტრეფიკინგი.


100-ზე მეტ კომპანიაში ფლობდა წილს და 27 საბანკო ანგარიში ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ფულის ნაკადის სამოძრავებლად სჭირდებოდა.

ყოფილი რუსეთის საიდუმლო აგენტი ამტკიცებდა, რომ მოგილევიჩს ვლადიმერ პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა 90-იანი წლებიდან. მოგელივიჩს გავლენა აქვს ევროპის ენერგეტიკულ სექტორზე. ის აკონტროლებს ფართო ბუნებრივი გაზსადენებს რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპაში.


2008 წელს რუსულმა პოლიციამ დააკავა მოგელივიჩი, მისი მრავალი ფსევდონიმიდან ერთ-ერთით - სერგეი შნაიდერით. კოსმეტიკური კომპანიისთვის, Arbat Prestige, გადასახადებისგან თავის არიდების გამო. სამი წლის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს. ის FBI- ს ყველაზე ძებნილ ადამიანთა სიაშია 150 მილიონი დოლარის თაღლითობაში მონაწილეობის გამო.






3. მასობრივი გამტაცებელი

image


ნიგერიელი აბუბაქარ შეკაუ - ისლამისტი ტერორისტი და ბოკო ჰარამის ლიდერია, რაც ნიშნავს: ”დასავლური განათლება ცოდვას”.


მას სურს ნიგერია გახდეს ისლამური სახელმწიფო და გაავრცელოს შარიათის კანონი.


ის ბომბავდა და ხოცავდა მთელ სოფლებს. 2014 წელს სულ მცირე 14 ასეთი თავდასხვა განახორციელა.


ხოლო მსოფლიო ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, როცა მან და მისმა დაჯგუფებამ 223 ქრისტიანი სკოლის მოსწავლე გაიტაცეს.






4. ახალი მაფიის ბოსი

image


მატეო მესინა დენარო AKA Diabolik - სიცილიური მაფიის ბოსი.


რას საქმიანობს ის? ეწევა ნებისმიერ ბიზნესს, რომელსაც მოგება მოაქვს - სავაჭრო ცენტრები, საკვების სადისტრიბუციო ფირმები, ქარის ფერმები და სოფლის მეურნეობა, რომლებიც იმდენად ფართოა, ძნელია იმის გარკვევა, თუ სად ჩერდება დასავლეთ სიცილიის ეკონომიკა და იწყება მისი იმპერია. იგი ძებნილია 1990-იანი წლებიდან, ბრალად ედება 50 ადამიანის მკვლელობა.

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გაქცეული და ტყვეობას გადაურჩა, მაგრამ ბოლო 2015-2016 წლებში იტალიის პოლიციამ დააკავა დენაროს 30 ქსელი და წაართვა აქტივები, როგორიცაა ბიზნესი, მანქანები, სახლები და ზეთისხილის ბაღები. თუმცა თვითონ დღემდე ძებნაშია.






5. ვირტუალური ომის კრიმინალი

image


ჯოზეფ კონი, პარტიზანული დაჯგუფება "წინააღმდეგობის არმიის" (LRA) ლიდერი, რომელიც ადრე მოქმედებდა უგანდაში.


მას სურს: ათ მცნებასა და ალკოლის ადგილობრივ ტრადიციაზე დაფუძნებული თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.


სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონი დაადანაშაულეს ბავშვების გატაცების ბრძანებაში, ზოგი ბავში მონად ზოგი ჯარისკაცად. დაახლოებით 66000 ბავშვი გახდა ჯარისკაცი.

2005 წელს ჰონის, ნიდერლანდების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სისხლის სამართლის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის ბრალდებით წარადგინა კონი, მაგრამ მან თავი აარიდა დატყვევებას.







6. კარტელის ახალი ქინგპინი

image


მექსიკელი ისმაელ "ელ მაიო" ზამბადა, სინალოას კარტელის ნარკომაფიის ბოსი.



მისი საქმიანობაა ნარკოტიკებით ვაჭრობა აშშ-სა და ევროპაში, მკლელობა, ასევე ტრეფიკინგი, ფულის გათეთრება და გატაცება.






7. სუდანის დესპოტიimage

ომარ ჰასან ალ-ბაშირი - სუდანის პრეზიდენტი 1989-2019 წლებში.



2004 წლის ოქტომბერში ალ-ბაშირის მთავრობამ დაასრულა სუდანის მეორე სამოქალაქო ომი. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სისხლიანი კონფლიქტი სამხრეთ სუდანისთვის, შეზღუდული ავტონომიის მინიჭებით.

ალ-ბაშირს ხშირად აკრიტიკებენ მისი მოქმედებისთვის დარფურის კონფლიქტის დროს, როდესაც სუდანის სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად დაიხოცა 200, 000-დან 400, 000-მდე არაბი მოსახლე. <wiki>







8. ალ-ქაიდას ლიდერი

image


აიმან ალ-ზავაჰირი, ალ-ქაიდას თანადამფუძნებელი და ამჟამინდელი ლიდერი.


2001 წლის 10 ოქტომბერს ალ-ზავაჰირი გამოჩნდა აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს 22 ყველაზე ძებნილი ტერორისტის თავდაპირველ სიაში, რომელიც საზოგადოებისთვის გაავრცელა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.






9. კიბერ ჯარისკაცი

image


სან კაილიანგი - ჩინეთის ჯაშუში, რომელსაც სურს ამერიკის ეკონომიკის ჩაშლა კიბერ ომის გამოყენებით.


FBI- მ, კაილიანგს, როგორც ხუთ კაციანი ეკონომიკური ჯაშუშური გუნდის წევრს, ბრალი წაუყენა ბირთვულ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ექვსი ამერიკული კომპანიის კომპიუტერულ სისტემებში უკანონოდ წვდომის, ტექნიკური კონტროლისა და სავაჭრო საიდუმლოებების მოპოვებაში.






10. მისტერ მარლბორო

image

მოხტარ ბელმოხტარი - ალჟირელი ჯიჰადი და ალ-ქაიდას შვილობილი ალ-მოურაბიტუნის ლიდერი.


მას სურს ალ-ქაიდას გლობალურ ტერორისტულ მოძრაობად ქცევა, დასავლეთ ევროპაზე თავდასხმების მოწყობა და აფრიკაში სანაპიროდან სანაპირომდე მოქმედება.

ის ახორციელებს სირიიდან დაბრუნებული უცხოელი ჯიჰადისტებისგან ახალ ტერორისტულ კამპანიების შექმნას, რომლებიც დაფინანსებულია თამბაქოს უკანონო ვაჭრობით, აქედან გამომდინარეობს სწორედ მისი მეტსახელი "მისტერ მარლბორო".

ის დგას ალჟირის გაზზე მომუშავე ქარხანაზე თავდასხმის უკან, სადაც 2015 წელს 40 მძევალი მოკლეს, ასევე პასუხისმგებელია ეიფელის კოშკის ტერორისტულ შეთქმულებაში.
















0
863
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0