x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
თქვენ მოგეცათ ყველა ქალის ცოდვა, კაცებო, ვინც ფემინიზმი გამოიგონეთ საკუთარი სქესის გასაზარმაცებლად!

imageორიგინალურ სარვამარტო მილოცვას გვთავაზობს ქალებს ფადი ასლი, თუმცა ასეთი ტექსტების კითხვისას, ჩვენ, ქალების ნაწილს გვიჩნდება შეგრძნება, რომ მამაკაცებმა ძალიან კოხტად და ლამაზად, თითქოს საჩვენოდ, არადა, რეალურად, თავისთვის გამოიგონეს, წაგვაქეზეს და გვაქეს, რომ ქალები ძლიერები ვართ! თავიანთი პასუხისმგებლობაც ჩვენ გადმოგვაბარეს და დაიბანეს ხელები.
დიახ, მთელი ეს ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა სწორედ მამაკაცების გამოგონილს ჰგავს!



ფადი ასლი: "-„ქალი“, არის სიტყვა, რომელიც ასოცირდება სისუსტესთან, სინაზესთან, დედობასთან, მზრუნველობასთან, სილამაზესთან, ქალურობასთან და სათნოებასთან.

წლების განმავლობაში მე აღმოვაჩინე, რომ მამაკაცის მიერ ქალის აღქმის ამ ზედსართავებს კიდევ მეტი უნდა დაემატოს, როგორიცაა ძალა, სიმამაცე, გამბედაობა, პასუხისმგებლობა, გონიერება, საიმედობა, უნარიანობა, სანდოობა...
მე ქალებს ყველგან ვაკვირდებოდი - პოლიტიკაში, ორგანიზაციებში, ბიზნესში, სახლში. ისინი ყოველთვის საიმედოები, მამაცები, უშიშარნი, კეთილსინდისიერები და პროფესიონალურები არიან.
ვუყურებდი ქალებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ, რათა ოჯახისთვის მიეხედათ და სიმწარით ნაშოვნ ფულს არაფრის მაქნის ქმრებს ახარჯავდნენ.
მინახავს დიპლომატი ქალები, ძლიერები, გამჭრიახები და ბრწყინვალეები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის წინსვლას ემსახურებოდნენ.
მინახავს ქალები რევოლუციებში, ფრონტის წინა ხაზზე, უშიშრები, სამართალდამცავებს რომ უპირისპირდებოდნენ, ბანდიტებს, გაბედულად, მოუდრეკელად, ამაზონებს რომ გვაგონებს.
ავად როცა ვართ, ან დათრგუნული, შეშინებული ან დაკარგული, პატარა ბიჭი იყოს თუ მოზრდილი მამაკაცი, სწორად ქალების მკლავებში ვეძებთ თავშესაფარს.
ქალებს მამაკაცის ყველა თვისება გააჩნიათ, რომელთაც ემატება სხვა ქალური თვისებები და ამით ისინი ჩვენზე, მამაკაცებზე ბევრად უფრო დიადები და დახვეწილები არიან.
ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ყველა ქალს, რომელიც აშენებს სახლებს, ოჯახებს და ქვეყნებს, ზოგჯერ ჩრდილში მდგარებს, მაგრამ გარშემო მუდამ სინათლეს რომ აფრქვევენ."

ბატონო ფადი, დღეს, როცა ტქვენით წაქეზებული კარადას ვეცი გადასადგამად მივხვდი, რომ არ ვარ მამაკაცთან თანასწორი! არადა ჯანმრთელიც ვარ და ახალგაზრდაც!

თქვენ მოგეცათ ყველა ქალის ცოდვა, კაცებო, ვინც ფემინიზმი გამოიგონეთ საკუთარი სქესის გასაზარმაცებლად!
ამ გამოშტერებულ, წელში გაწყვეტილ ქალებს რა უხარიათ, ნეტა?
ახლა ქალებმა მოვიფიქროთ რაიმე მოძრაობა ვითომ კაცებისთვის და სინამდვილეში მაგათ გასააქტიურებლად და ჩვენს წამოსაკოტრიალებლად "კუშეტკებზე"
ფემინიზმიო, ხომ?
ფემინა ხომაა ლათინურად ქალი?
კაცი ლათინურად ერთი ვერსიით არის ვირ (vir)
ვირიზმი მამაკაცების უფლებების გასაძლერებლად!
შემოგვიერთდით !
0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0