x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110371
  • ვიდეო:352052
  • სურათი:480650
პანიკის დროა? - მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ვულკანმა ერთბაშად გაიღვიძა

image



რუსეთის, იტალიისა და ინდონეზიის მაცხოვრებლები გულწრფელად შეშინდნენ ვულკანების სეისმური აქტივობის გამო.





ამ კვირაში უდიდესმა ვულკანებმა მსოფლიოს თავისი აქტიურობით ეფექტურად შეახსენეს თავი. ერთდროულად რამდენიმე კონტინენტზე მილიონობით ადამიანი შეშფოთებით ადევნებს თვალს სეისმოლოგების ცნობებს.




რუსეთში, კამჩატკაზე იფეთქა კლიუჩევსკოის ვულკანმა, რომელიც ყველაზე მაღალია ევრაზიაში. გავარვარებული ლავა მთის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე ერთდროულად ორი ფართო ნაპრალიდან გამოდის და მყინვარს ადნობს. ამის გამო მოხდა ძლიერი ტალახის ნაკადის ჩამოყალიბება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, მაგრამ ხალხს საფრთხე არ ემუქრება.






"ლავა შედის ამ მყინვარში და მაშინვე იწყებს მის დნობას. ტალახმა პირველ დღეებშივე, მიაღწია სოფელ კლიუჩის, მაგრამ არა თავად სოფელს, არამედ, მნიშვნელოვნად აღმოსავლეთით მშრალი მდინარეების გასწვრივ. ამიტომ, ეს არ ემუქრება სოფელს, მაგრამ ვინც ამ მდინარეს გადაკვეთს სანადიროდ ან მდინარე კამჩატკის გასწვრივ იმოძრავებს, უნდა გაითვალისწინონ, რომ ტალახის ნაკადებმა გადაკეტა სატრანსპორტო გზა და იქ მისვლა ძალიან რთულია." - აცხადებს კამჩატკის მუზეუმ "ვულკანარიუმის" უფროსი.





იტალიაში სერიოზულად ეშინიათ, რადგან ლეგენდარულმა ეტნამ თებერვალში გაიღვიძა. ვულკანი შესამჩნევად გააქტიურდა მარტის დასაწყისში. ახლა ვულკანი რეგულარულად ფარავს იტალიის ქალაქებისა და სოფლების ქუჩებს ვულკანური ფერფლით. ამოფრქვევების ხანგრძლივობა დღითიდღე იზრდება. კუნძულის მკვიდრნი ცდილობენ არ დატოვონ თავიანთი სახლები, მათ ეშინიათ ვულკანის აქტივობის. ევროპელი მეცნიერები შიშობენ, რომ მსოფლიოს ძველი უდიდესი მოქმედი ვულკანი უკვე კონტროლიდან გამოდის.





ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში მდებარე სინაბუნგის ვულკანმა სამშაბათს გაიღვიძა. მისგან 13 ცხელი ნაკადი ჩამოვიდა, მოხდა რამდენიმე აფეთქება და ფერფლი ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა. ხელისუფლებამ მოსახლეობას სთხოვა, რაც შეიძლება შორს იყვნენ ვულკანიდან.





რამდენად სერიოზულია სეისმური აქტივობის საფრთხე მთელ მსოფლიოში?

ვულკანურმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ფერფლის თვითმფრინავების ძრავებში მოხვედრა და საჰაერო მიმოსვლის ავარიები. კატასტროფული ამოფრქვევის შემთხვევაში, შესაძლებელია რეგიონალური და თუნდაც გლობალური კლიმატის ცვლილებები. ამ ყველაფერს სერიოზული შედეგები მოჰყვება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისთვის.





0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0