x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
"პანდორას ყუთი გაიხსნა"- ნახეთ, რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ფეისბუქგვერდზე "ტვ პირველზე" გასულ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება და სახელმწიფოს მხრიდან ერთადერთ სწორ გამოსავლად გამოძიების დაწყებას მიიჩნევს. კილაძის თქმით, ხელისუფლებამ სკანდალურ ჩანაწერში მონაწილე ფიგურანტ პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩეროს და დაუყონებლივ გამოძიება დაიწყოს: "პანდორას ყუთი გაიხსნა-ადამიანები მიყოლებით ყვებიან დაუჯერებელ ისტორიებს რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება ჩანაწერის ფიგურანტ პირებს და დაიწყოს გამოძიება !!! ასე თავს ვერ გადაირჩენთ, მაგრამ სახეს მაინც შეინარჩუნებთ!" - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათში" "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის ბერა ივანიშვილისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფარული სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, სადაც მათი მხრიდან ფეისბუქ კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებული ძალადობრივი ანგარიშსწორება განიხილებოდა. ფარულ აუდიო ჩანაწერში ასევე სახელმწიფო დაცვის გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძეც მონაწილეობდა.











0
306
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
306