x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352073
  • სურათი:480691
"ზურა ოთახიდან აღარ გამოდის, იმედია შევძლებთ გადარჩენას, დრო მცირეა" - ნახეთ, რა მიმართვას ავრცელებს მაკა რაზმაზე

image


ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე სოციალურ ქსელში მსა­ხი­ობ ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ საგანგებო პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მათი დახმარებისკენ მოუწოდებს. რაზმაძის თქმით, ყიფშიძეების ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, რის გამოც მათ რამ­დე­ნი­მე დღე­ში კერ­ძო მე­ვახ­შის მიერ საკუთარი სახ­ლი­დან გ­ა­ძე­ვება ემუქრებათ, მისივე თქმით ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფსიქო- ემოციური მდგომარეობა რთულია, ის თავს შე­უძ­ლოდ გრძნობს და ოთა­ხი­დანაც კი აღარ გა­მო­დი­ს: " მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება! არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს! გთხოვთ ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ.თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო ამბობს მეუღლე. იქნებ შევძლოთ დახმარება!ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები!მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერ სიუჟეტს მივუძღვნი.ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით!იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას" - წერს მაკა რაზმაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



0
318
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
318