x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ამერიკის დეპარტამენტი კანონიერ ქურდ "კოლია ყირგიზზე" ინფორმაციაში 5 მილიონ დოლარს გადაიხდის
image




აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთჯერ გაზარდა ჯილდო ყირგიზ კრიმინალურ ავტორიტეტ კამჩიბეკ კოლბაევზე ინფორმაციისთვის. ამის შესახებ იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.





ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 46 წლის კოლბაევის პროფილზე, მას მოიხსენიებენ მეტსახელებით: "კამჩი ბიშკეკი", "კოლია ბიშკეკი" და "კოლია ყირგიზი". იქ ნათქვამია, რომ ის ყირგიზეთში ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციის ლიდერია.






2000 წელს, კოლბაევს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ორი ადამიანის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისთვის. ექვსი წლის შემდეგ ის ციხიდან გაიქცა.







2008 წელს კოლბაევს კანონიერი ქურდის ტიტული მიენიჭა რუსეთის ორგანიზებული დანაშაულის ქურდული ავტორიტეტების მიერ. 2011 წელს აშშ-ს ადმინისტრაციამ კანონის შსაბამისად იგი გამოაცხადა უცხოეთში ნარკოტიკებით მოვაჭრე ნარკობარონად.






2013 წელს კოლბაევს ბრალი დასდეს ყირგიზეთში რამდენიმე დანაშაულში, მათ შორის, ფულის გამოძალვა და გატაცებაში, რომელიც დაკავშირებულია იარაღთან და ნარკოტიკებთან. მან მხოლოდ სამწლიანი პატიმრობა მოიხადა გამოძალვისთვის.






2014 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო ინფორმაციაზე, რომელიც გამოიწვევს კოლბაევის დაპატიმრებას ან გასამართლებას. ასევე, ინფორმაციაზე, რომელიც ხელს შეუშლის მისი დანაშაულებრივი საქმიანობის ფინანსურ მექანიზმებს. დეპარტამენტის სააგენტომ ანაზღაურება 5 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0