x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
Google Workspace კორპორატიული მეილი და დისტანციურად სამუშაო გარემო
image

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ფიზიკური ოფისები თითქმის აღარ არსებობს და ყველა სამუშაო პროცესმა სახლის სივრცეში გადაინაცვლა, ვირტუალურმა სამუშაო სივრცეებმა შეძლეს და შეითავსეს ფიზიკური ოფისის ფუნქციები, მაგრამ უმრავლესობა მათგანი დაუხვეწავი, გაუმართავი და არაინტერაქტიულია, რაც მომუშავე პერსონალს დისკომფორტსა და რიგ პრობლემებს უქმნის.


განსხვავებით კონკურენტებისგან Google WorkSpace (იგივე G Suite) არის პლატფორმა, რომელიც თავის თავში აერთიანებს Google-ის სამუშაო ეკოსისტემას და პროცესს მარტივ, უწყვეტ და ინტერაქციულ მიმდინარეობად გადააქცევს. Საინტერესოა რა აპლიკაციებსა და პირობებს სთავაზობს Google Workspace მომხმარებელს, რითაც იგი კონკურენტებს ბევრად აღემატება?

image


Google WorkSpace თავის თავში აერთიანებს ისეთ პლატფორმებს როგორებოცაა :

Gmail, Chat, Google Drive, Google Meet, Docs, Sheets, Slides, Calendar, Keep, Task, Currents, Google Sites, Forms, Google Admin Console და სხვა იხილეთ Geosoft.ge -ზე

თითოეული მათგანის ფუნქცია, ღრმად არის ინტეგრირებული ერთმანეთთან და სამუშაოს შესრულება ერთ უწყვეტ პროცესადაა შესაძლებელი.

image



პლატფორმა რომელიც გთავაზობთ ელექტრონული წერილების გაგზავნის ყველაზე დახვეწილ, მქონილ და სანდო სისტემას, რომელსაც მსოფლიოში 2.5 მილიარდ ადამიანზე მეტი მომხმარებელი ყავს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ სერვისს შეუძლია იმუშაოს კომპანიის დომეინზე როგორც “კორპორატიული მეილი” და ამით უფრო მეტი ბენეფიტი მოუტანოს, როგორც პერსონალს ასევე კომპანიასაც. გარდა კომპანიისა, პერსონალის თითოეულ წევრს შეუძლია ქონდეს მეილი კომპანიის @Domena ზე -ზე მიბმული პირადი Gmail, რაც ნამდვილად ახალ შეძალებლობებს მიცემს მას.


image



Google Chat საშუალებას გაძლევთ თქვენს თანამშრომლებთან თუ კოლეგებთან იკონტაქტოთ ყოველგვარი შეფერხების გარეშე, გააზიაროთ ნებისმიერი ზომის ფაილები და მიიღოთ მყისიერი უკუკავშირი, ასევე დაგეგმოთ და განახორციელოთ სხვადასხვა ტიპის გამოკითხვები. შეგიძლიათ შექმნათ ე.წ Room სადაც გააერთიანებთ კონკრეტულ პროექტზე თუ თემაზე მომუშავე ადამიანებს და მათი ყურადღება მხოლოდ ამ კონკრეტულ ტასკზე იქნება კონცენტრირებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Gmail-ის მობილურ აპლიკაციას აქვს Google Chat-ის ინტეგრაცია და მუშაობა, ფაილების მიბმა და სხვა ოპერაციები უმარტივესი პროცესია.


image





Google Drive არის ღრუბლოვანი სერვისი რომელიც შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტებს ხსნის, ვინაიდან ბმულის დახმარებით ნებმისერი სერვისის მომხმარებელსაც კი შეუძლია ნახოს თქვენს მიერ მიმაგრებული ფაილები და მოახდინოს მათზე მუშაობა ზედმეტი, შემაწუხებელი საფეხურების გავლის გარეშე, კომპანიის დომეინის მომხმარებლები კი ფაილებისთვის განკუთვნილი მაღალლიმიტიანი პირობებით ისარგებლებენ, რაც სხვა არცერთ სამუშაო ღრუბლოვან სივრცეს არ გააჩნია. ასევე არსებობს აპლიკაციის Desktop - Google Drive File Stream ან Backup and Sync, Mobile და Web ვერსია, რომელიც საშუალებას იძლევა ფაილების სინქრონიზაციისა ყველა პლატფორმაზე



image




Google Meet ვიდეო კონფერენციის პლატფორმაა, რომელიც კონკურენტი პროდუქტებისგან განსხვავებით Google ეკოსისტემის ყველა აპლიკაციის ინტეგრირების საშუალებას იძლევა და ონლაინ შეხვედრებს ერთ მთლიან პროცესად აყალიბებს, რაც ჯგუფურ მუშაობს საგრძნობლად პროდუქტიულს ხდის. ხელმისაწვდომია ყველასთვის ვისაც Gmail-ზე აქვს პირადი მეილი. მეტი ფუნქციონალით იხილეთ Google Workspace-ზე




image






Google Docs, Sheets, Slidesარის სერვისების ტრიო, რომლებიც მთლიანად ანაცვლებენ კონკურენტების მსგავსი შინაარსის მქონე პროდუქტებს, ვინაიდან მათი ინტეგრაცია და ოპტიმიზაცია ერთმანეთთან თითქმის შეუფერხებელს ხდის მუშაობის პროცესს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნაკლები რესურსის დახარჯვით მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს. ასევე კონკურენტებისგან განსხვავებით, Google Editor აპლიკაციები უპრობლემოდ ერწყმებიან Microsoft Office ეკოსისტემასაც, რაც კიდევ უფრო უნივერსალურ და მოქნილ პრუდქტად აქცევს მათ.


აუცილებლად დაინტერესდებოდუთ, როგორ შეძლებთ ამ სისტემით სარგებლობას თქვენს კომპანიაში, ვინაიდან იგი ბაზარზე ერთ-ერთი უკონკურენტო სერვისია. ამაში ჩვენ დაგეხმარებით, Geosoft “ჯეოსოფტ” რომელიც Google Cloud Partner-ია და უზრუნველყოფს ქართულ კომპანიებში Google Cloud გადაწყვეტილებების ინტეგრაციას.

image

0
14
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯეოსოფტ.გე
ჯეოსოფტ.გე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0