x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
რატომ იღებავდნენ გეიშები კბილებს შავად?

image

გეიშა, როგორც ვიცით, იაპონური კულტურის განუყოფელი სახე-სიმბოლოა, რომელიც წარმოადგენს "ხელოვნების ადამიანს". მაიკო არის მომავალი გეიშა, სტუდენტი, რომელიც სწავლობს გეიშების სასწავლებელში.

გეიშასა და მაიკოს ჰქონდათ სილამაზის გარკვეული სტანდარტები. მაიკოს უნდა შეეღება სახე თეთრად ყოველი გასართობი ღონისძიებისათვის, ხოლო გეიშებს თეთრი მაკიაჟი ჰქონდათ მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და ყოველწლიურ ღონისძიებებზე.

გეიშას კიმონოს (კაბას) ხშირად აბრეშუმისაგან კერავენ და დაახლოებით 50 000 დოლარი ღირს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბევრი გეიშა ერთი და იმავე კიმონოს იცვამს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ.

მაიკო (მომავალი გეიშა, სტუდენტი) იცვამს წითელ საყელოს, გეიშა - თეთრს. არსებობს სპეციალური ცერემონია, სახელწოდებით "საყელოს მოხვევა". ესაა დღე, როდესაც სტუდენტს, მაიკოს კვალიფიციური გეიშას დებიუტი აქვს.

სრული კიმონოს წონაა 20 კგ. გეიშებმა უნდა ისწავლონ ელეგანტურად სიარული ობოკოს სანდლებზე ("ტანკეტკაზე"), რომლის ქუსლი მინიმუმ 10 სმ.-ია) ისე, რომ ძვირადღირებული კიმონოს ბოლო, წვერი არ შეეხოს იატაკს.

გეიშები იღებავდნენ კბილებს შავი საღებავით, რათა მინანქრის კრემისფერი-ყვითელი ფერი დაეფარათ, რამდენადაც ყვითელი მინანქარი არ გამოიყურებოდა მიმზიდველად, ესთეტურად ფაიფურის სახეების ფონზე (ისინი სახეს ხომ თეთრად იღებავდნენ).

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0