x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
კვიპროსში მართლმადიდებლები აპროტესტებენ სიმღერას "სატანაზე",რომელიც "ევროვიზიაზეა" წარდგენილი

image

კვიპროსში გრძელდება პროტესტი სიმღერა El Diablo– ს წინააღმდეგ, რომელიც "ევროვიზიაზე" სავარაუდოდ უნდა შეასრულოს მომღერალმა ელენა ცაგრინამ. აქტივისტების აზრით, მიუღებელია "სატანური" კომპოზიციით ქვეყნის საერთაშორისო კონკურსზე წარდგენა.



კვიპროსის მართლმადიდებელი ახალგაზრდობა მიიჩნევს, რომ ეს სიმღერა არის "ბნელი ძალების საგალობელი", იგი "აღიარებს ადამიანის ბნელი ძალებისადმი მორჩილებას და ამცირებს და შეურაცხყოფს ხალხს", იუწყება გაზეთი philenews-ი.

image

მომიტინგეებმა საპროტესტო რეზოლუცია გადასცეს კვიპროსის სამაუწყებლო ტელერადიო კორპორაციის ახალი ამბების დირექტორს, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეირჩეს სხვა კომპოზიცია "ევროვიზიაზე", წარსადგენად რომელიც "ხაზს გაუსვამს კვიპროსის სახელმწიფოსა და ბერძნული მართლმადიდებლური საზოგადოების გადარჩენის პრობლემას".


image

მანამადე აღშფოთება გამოხატა კვიპროსის თეოლოგთა ასოციაციამ OELMEK– მა. ორგანიზაციამ "საზიზღრობა" უწოდა ამ სიმღერის ტექსტს, რომელიც "აქებს სატანას, უძღვნის მას საკუთარ სიცოცხლეს და უყვარს იგი".ასოციაციამ პრეტენზია წაუყენა საზოგადოებრივი მაუწყებლის კომიტეტს, რომელმაც შეარჩია ევროვიზიის კონკურსანტი და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ კვიპროსი უფრო მაღალ სულიერი შემსრულებელით უნდა წარდგეს ან უმჯობესია საერთოდ უარი თქვან კონკურსზე.

image

ამასთანავე დაიწყო მუქარები კვიპროსის საზოგადოებრივ ტელევიზიის მიმართ

დაუდგენელმა პირებმა კვიპროსის ტელევიზიაში დარეკვა დაიწყეს, რა დროსაც შენობის დაწვის იმუქრებოდნენ. ხოლო გასულ შაბათს, კაცი შეიჭრა ოფისში და ტელევიზიის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა.

მამაკაცი დააკავეს, დაადანაშაულეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში და შემდეგ გაათავისუფლეს.


თავის მხრივ, ტელეკომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ სიმღერა El Diablo- ს არანაირი კავშირი არ აქვს სატანიზმის პროპაგანდასთან.



ელენა ცაგრინას მიერ შესრულებული კომპოზიციის მისამღერი ასე ჟღერს:

I fell in love, I fell in love
I gave my heart to el diablo, el diablo
I gave it up, I gave it up
Because he tells me I'm his angel, I'm his angel
Oh-oh-oh, el diablo, el diablo
I fell in love, I fell in love
I gave my heart to el diablo, el diablo

(შემიყვარდა, შემიყვარდა
გული მივეც el diablo, el diablo-ს
მივატოვე, მივატოვე
იმიტომ, რომ ის მეუბნება, რომ მე მისი ანგელოზი ვარ, მე მისი ანგელოზი ვარ
ო-ო-ო, el diablo, el diablo
შემიყვარდა, შემიყვარდა
გული მივეც el diablo, el diablo-ს)


მაუწყებელმა განმარტა, რომ სიმღერა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიულ ბრძოლას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, გოგონას გრძნობები აქვს უღირსი კაცის მიმართ, მისი სიყვარული სტოკჰოლმის სინდრომის მსგავსია, რის გამოც იგი რჩეულს ეშმაკს უწოდებს. მაგრამ მაინც პოულობს ძალას გათავისუფლდეს მისგან.


0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0