x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110485
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
სწორედ ასეთი იაფი-ბინძური მეთოდებით რომ ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამიტომაც არ დგას აქციაზე თქვენი პარტიული აქტივის გარდა არავინ

image


ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ტვ-პირველის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, ოპოზიციის აქტივისტების მიერ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება.



„მხოლოდ ფაქტები:


1. ვითომდა აღშფოთებულმა მოქალაქეებმა სიუჟეტის დასრულებიდან ( კომენდანტის საათის დროს ) სულ რამდენიმე წუთში მოასწრეს არაერთი ბანერის გაკეთება და უკვე ქართული ოცნების ოფისთან დაეწყვნენ.


2. სასწრაფო წესით გვარამია სხვა მარგინალებთან ერთად ოპოზიციას აბულინგებს – რა დროს პლებისციტია ხალხო?! შვილებს ქუჩაში გვიკლავენო!


3. მელაძის სიუჟეტში, როგორც ყოველთვის, არცერთი რეალური ადამიანი და ფაქტი არ არის წარმოდგენილი მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ასობით ნაწამებ სკოლის მოსწავლეზე.


4. სულ მალე კიდევ არაერთი გარეობა გამოიკვეთება, რომელიც უფრო მეტად ამხელს ამ მორიგ უნიჭო სიუჟეტს!


დასკვნა: სწორედ ასეთი იაფი-ბინძური მეთოდებით რომ ცდილობთ ხელისუფლებაში დაბრუნებას, ამიტომაც არ დგას აქციაზე თქვენი პარტიულიი აქტივის გარდა არავინ და ამიტომაც არასდროს დაგაბრუნებთ ქართველი ხალხი მარკირებულ დეზერტირ სააკაშვილთან ერთად უკან!“, -წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

image

შეგახსენებთ, გუშინ ტვ-პირველმა, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი" გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუოდოდ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

"ქართული ოცნებიდან" მალევე გამოეხმაურნენ ფარულ აუდიოჩანაწერს დ აუწოდეს ფაბრიკაცია და პროვოკაცია და რომ ჩანაწერი 2010 წელს (ან 2011) არის გაკეთებული, ანუ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე.



“შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, მაგალითად, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” შემოვიდა პოლიტიკაში, არამედ 2010 წლის…

შესაძლოა, რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზები. არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია”-განაცხადა მამულა მდინარაძემ


0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0