x
image
Lerato
გაინტერესებთ, რა საიდუმლოს ფლობს ეს სასტუმრო?

ეს ნამდვილად უჩვეულო და გამორჩეული სასტუმროა, რომელიც კენიაში ნაირობისა და ნგონგის ბუნებრივ ნაკრძალს შორის მდებარეობს. არის აქ რაღაც განსაკუთრებული, რაც ამის თქმის საფუძველს იძლევა. მისი დიზაინი 1930 -იანი წლების არტ დეკორის სტილშია გადაწყვეტილი, ელეგანტური ავეჯი, უმშვენიერესი ბაღები, ტერასები და ლამაზი კეთილმოწყობილი ეზოები. კერძო საკუთრება 12 აკრ მიწაზე მდებარეობს, მის ირგვლივ, 140 აკრზე კი ულამაზესი ტყეა გადაჭიმული.


image

სასტუმრო ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც 1930 წლით თარიღდება. 1979 წელს ცხოველთა დამცველებმა ჯოკი და ბეთი ლესლი-მელვილებმა შეიძინეს ეს უძრავი ქონება და დააარსეს აფრიკული ფონდი, რომელიც გადაშენების საფრთხეში მყოფ ველური ბუნების წარმომადგენლებზე ზრუნავდა. მათი მიზანი იყო როტშილდის ჟირაფების გამრავლება და ველურ ბუნებაში მათი გაშვება.


image

ვიზიტორები დიდ სიამოვნებას იღებენ აქ ყოფნისას. სასტუმროს სერვისი მოიცავს კვებას და სხვადასხვა სასმელს. თუმცა, ის რაც სტუმრებს ყველაზე მეტედ ხიბლავთ არის...


image


...ის, რომ ჟირაფები თავისუფლად დახეტიალობენ სასტუმროს მიდამოებში. საერთო ჯამში სულ ათი ჟირაფი ცხოვრობს მიწის ამ ნაკვეთზე


image


სასტუმროს ჟირაფის მამულს (ინგლ. Giraffe Manor) უწოდებენ. აქვე მოქმედებს ჟირაფების შეწყვილებისა და გამრვალების ცენტრი, რომელიც ხელს უწობს წყვილთა გარეულ პირობებთან ადაპტირებასა და უზრუნველყოფს ამ ქვესახეობის დაცვას.


image


ზოგჯერ ეს არაჩვეულებრივი ცხოველები სტუმრებისადმი დიდ სითბოსა და სიყვარულს იჩენენ.



image


მეგობრული ჟირაფები შენობაში დღეში რამდენჯერმე ჰყოფენ თავს მაცხოვრებლების მოსანახულებლად.


imageimage


სტუმრებს ასევე შეუძლიათ გაისეირნონ და ექსკურსიამძღოლთან ერთად მოინახულონ the A.F.E.W Giraffe Centre, რომ უფრო მეტი გაიგონ გადაშენების სართხეში მყოფი როტშილდის ჟირაფების შესახებ.


image


ოდესმე გისაუზმიათ ერთ-ორ ჟირაფთან ერთად?


image


სასტუმროს მაცხოვრებლები სიამოვნებით უმასპინძლდებიან ჟირაფებს ბოსტნეულით. ამიტომაც ისინი ყოველთვის იმარაგებენ საკვებს მათ დასაპურებლად.


image


ზოგჯერ მაგიდასთან მიპატიჟება სულაც არ ჭირდებათ.


imageimage

სასტუმროში 10 მაღალჭერიანი, ელეგანტური დიზაინის მქონე ოთახებია. სადაც შესაძლებელია 25 სტუმრის ერთად მიღება.


image


კვებისა და სასმელის ხარჯები სასტუმროს ღირებულებაში შედის.


image


ადგილი სადაც საუზმით უმასპინძლდებიან.


imageimage

სტუმრებს ასევე საშუალება აქვთ ღია ცის ქვეშ ისადილონ და თან არაჩვეულებრივი ხედით დატკბნენ. იმ შემთხვევაში თუ თეფშიდან რაღაც იკარგება, უკვე იციან ეს ვისი გაკეთებულია.


image


ჟირაფის მამული ნამდვილად არაჩვეულებრივი ადგილია, რომლის დატოვება სტუმრობის შემდეგ ძალიან რთულია.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


რა მოხდება, თუ ხორცის ჭამაზე უარს ვიტყვით? 50 ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანელი მსოფლიოში


პინგვინი 8000 კმ. ცურავს ყოველ წელს მეგობრის მოსანახულებლად, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა


თვისება, რომელსაც კენგურუ აბი ფლობს, ბევრ ადამიანს არ გააჩნია


ლემურის 15 მცნება – მათთვის, ვისაც კარგად უნდა ცხოვრება! (სახალისო ფოტოკოლაჟი)


რით განვსხვავდებით სინამდვილეში მაიმუნისგან?


10 ყველაზე სახიფათო და არაადეკვატური ცხოველი დედამიწაზე


რომელი ცხოველი რა დაავადებებს კურნავს


0
140
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0