x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მარკ ცუკენბერგის ამაღელვებელი გამოსვლა ჰარვარდში, რომლიდან ამოგლეჯილი კონტექსტით სპეკულირება დაიწყეს კონსპიროლოგიური თეორიების მიდევრებმა.
image

2004 წელს ჰარვარდის მეორე კურსის სტუდენტმა მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა გადასულიყო კაჟის ხეობაში, რათა გამეგრძელებინა მუშაობა მის ახალ სტარტაპზე, Facebook- ზე.


13 წლის შემდეგ ცუკერბერგმა, მსოფლიოს მეხუთე უმდიდრესმა ადამიანმა და სოციალური ქსელის ხელმძღვანელმა, რომელიც მილიარდზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


მან ჰარვარდის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა 2017 წლის 25 მაისს.


მარკ ცუკერბერგი, Facebook- ის შემქმნელი და ხელმძღვანელი:


ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ თქვენთან ყოფნა, რადგან, მოდით ვიყოთ გულახდილები და თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც მე ვერასდროს შევძელი. თუ სიტყვას ბოლომდე ვიტყვი, , ჰარვარდში პირველად დავამთავრებ რაიმეს მაინც. 2017 წლის კურსდამთავრებულებო - გილოცავთ!


მე ამ როლში არაჩვეულებრივი ორატორი ვარ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უნივერსიტეტი მივატოვე, არამედ იმიტომ, რომ ფორმალურად მე და თქვენ ერთ თაობას ვეკუთვნით. ამ ეზოში 10 წლის სწხავობი ვსეირნობდით, ვსწავლობდით ერთსა და იმავე იდეებს და ერთსა და იმავე ეკონომიკის ლექციაზე გვეძინა. შეიძლება აქ სხვადასხვა გზით მოვხვდით, განსაკუთრებით ისნი, , ვინც [ჰარვარდის საერთო საცხოვრებლის მთელი გზა გაიარა. დღეს მინდა გაგიზიაროთ ის, რაც გავიგე ჩვენი თაობისა და მსოფლიოს შესახებ, რომელსაც ერთად ვაშენებთ.



მაგრამ ჯერ იმაზე ვთქვათ, რამაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი კარგი მოგონება გაგვიღვიძა.


რამდენს გახსოვთ, რას აკეთებდით ზუსტად იმ დროს, როდესაც ელ.ფოსტით მიიღეთ წერილი, რომ მიღებულნი ხართ ჰარვარდში? მე "ცივილიზაციას " ვთამაშობდი და ქვემოთ ჩავირბინე, მამაჩემს დავუძახე და რატომღაც მან გადაწყვიტა გადაეღო პროცესი, როცა წერილს ვხსნიდი. ვიდეო შეიძლება ყოფილიყო ძალიან სამწუხარო. გეფიცებით, რომ ჰარვარდში ჩემი ჩარიცხვა იყო ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობენ ჩემი მშობლები.



რაც შეეხება თქვენს პირველ ლექციას ჰარვარდში. მე ეს კომპიუტერულ მეცნიერებაში არაჩვეულებრივ ჰარი ლუისთან მქონდა. მაგვაინდებოდა, მაისური ჩავიცვი და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ უკუღმა გადამიცვამს. წინ ეტიკეტი მეკიდა. ვერაფრით მივხვდი, რატომ არავინ დაელაპარაკა, გარდა ერთი ბიჭისა, კეი ექს ჯინისა. მისთვის სულერთი იყო. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ პრობლემები და დღეს ის მართავს Facebook– ის დიდ ნაწილს. აი, რატომ ღირს, კარგად უნდა მოექცეთ ადამიანებს.


მაგრამ ჩემი საუკეთესო მოგონება ჰარვარდის შესახებ პრისცილასთან შეხვედრაა. მე ახლახანს შევქმენი ჩემი სახუმარო საიტი Facemash და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოისურვა ჩემთან მოლაპარაკება. ყველას ეგონა, რომ გამაგდებდნენ. მშობლები ჩამოვიდნენ, რომ ნივთების ჩალაგებაში დამეხმარნენ. მეგობრებმა გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყვეს. საბედნიეროდ, ამ წვეულებაზე პრისცილა მეგობართან ერთად მოვიდა. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით სერთო საცხოვრებელ Pfoho-ს ტუალეტის რიგში და, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ფრაზა ვუთხარი: ”სამ დღეში გამაგდებენ, ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავნიშნოთ პაემანი”.


სხვათა შორის, ამ ფრაზის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ კურსდამთავრებულს.


ბოლოს და ბოლოს არ გამომაგდეს, მე თვითონ წამოვედი. მე და პრისცილამ დავიწყეთ შეხვედრები. იცით, იმ ფილმში ფილმი [Facebook- ზე] იქმნება შთაბეჭდილება, რომ Facemash ძალიან მნიშვნელოვანი იყო Facebook- ის შექმნისთვის. მაგრამ ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ Facemash– ის გარეშე მე ვერ შევხვდებოდი პრისცილას და ის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში. ასე რომ, შეიძლება ითქვას, [Facemash] არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მე შევქმენი აქ ჩემი ყოფნისას.


აქ ჩვენ ვიპოვეთ მეგობრები მთელი ცხოვრების განმავლობაში, ზოგიერთმა -ოჯახებიც კი. და ამიტომ ვარ ასე მადლიერი ამ ადგილის. მადლობა, ჰარვარდს.


***

image

დღეს მინდა ვისაუბრო მიზნის შესახებ.


მარკ ცუკერბერგმა მოითხოვა ისეთი სამყაროს შექმნის აუცილებლობა, რომელშიც ყველას მიზნის განცდა ექნება

მარკ ცუკერბერგმა მოითხოვა ისეთი სამყაროს შექმნის აუცილებლობა, რომელშიც ყველას მიზნის განცდა ექნება


მაგრამ მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ სტანდარტული ტექსტი წარმოვთქვა მისი პოვნის შესახებ. ჩვენ მილენიალები ვართ ( მე -20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე დაბადებული ადამიანები .), ამას ყველაფერს ისედაც გავაკეთებთ, ინსტიქტურად.


არა, მე აქ ვარ, რომ გითხრათ -თქვენი მიზნის პოვნა არ არის საკმარისი. ჩვენი თაობის ამოცანაა სამყაროს შექმნა, სადაც ყველას აქვს მიზნის განცდა.


ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ამბავია ჯონ კენედის ნასას კოსმოსურ ცენტრში ვიზიტის შესახებ. მან დაინახა, რომ დამლაგებელს ცოცხი მიჰქონდა. მიუახლოვდა და ჰკითხა, რას აკეთებდა. დამლაგებელმა უპასუხა: "ბატონო პრეზიდენტო, მე ვეხმარები მთვარეზე კაცის გაგზავნას".


მიზანი ეს არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ გაცილებით უფრო დიდის ნაწილი ვართ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი. რომ ჩვენ ვართ საჭირო, რომ რაღაც უკეთესი გველოდება წინ, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ. მიზანი არის ის, რაც ქმნის ნამდვილ ბედნიერებას.


თქვენ ამთავრებთ ჰარვარდს იმ დროს, როდესაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენი მშობლები თქვენს ადგილზე იყვნენ, სამსახური, ეკლესია, საზოგადოება ხალხს ყველაზე კომფორტულ მიზნებს აძლევდა. მაგრამ აჰა, დღეს ტექნოლოგიები და ავტომატიზაცია ანადგურებენ ბევრ სამუშაო ადგილს. სულ უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობის ადამიანები მონაწილეობენ სხვადასხვა ოლექტივებში. ბევრი ადამიანი თავს გრძნობს ჩამოცილებულად და დათრგუნულად, ისინი ცდილობენ როგორმე შეავსონ ეს სიცარიელე.


ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, არასრულწლოვანთა დანაშაულის ცენტრში ნარკოდამოკიდებული ბავშვები გავიცანი. მათ მითხრეს, რომ მათი ცხოვრება შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო, თუ მათ რაიმე საქმე, კლასგარეშე აქტივობა ან უბრალოდ წასასვლელი ადგილი ექნებოდათ. მე შევხვდი ქარხნის მუშაკებს, რომლებმაც იცოდნენ, რომ მათი ძველი სამუშაო აღარ დაბრუნდებოდა და ისინი ცდილობდნენ ახალი ადგილი ეპოვათ.


ჩვენი საზოგადოება წინ რომ წავიდეს, ჩვენ წინაშე დგას თაობათა პრობლემა - არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შევქმნათ, არამედ შევქმნათ მიზნის განახლებული შეგრძნება.




მახსოვს საღამო, როდესაც ფეისბუქი გავუშვი საერთო საცხოვრებელ Kirkland House- ის პატარა ოთახიდან. წავედი პიცერიაში ჩემს მეგობართან ქეი აქსთან ერთად. მახსოვს, მას ვუთხარი, რომ მოხარული ვარ ჰარვარდის გაერთიანების შესაძლებბლობისთვის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვინმეს შეეძლება მთელი მსოფლიოს გაერთიანება.


არც კი მომივიდა აზრი, რომ ეს „ვინმე“ ჩვენ შეიძლება გავხდეთ . ჩვენ უბრალო სტუდენტები ვიყავით. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. არსებობდნენ ეს უზარმაზარი ტექნოლოგიური კომპანიები მათი რესურსით და ვფიქრობდი, რომ რომელიმე მათგანი გააკეთებდა ამას. მაგრამ თვითონ იდეა, რომ ყველა ადამიანს სურს იყოს კავშირზე, გვეჩვენებოდა ზომიერად ნათლად.


მე ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს ექნება ზუსტად იგივე ისტორიები. როდესაც ცვლილებები იმდენად აშკარაიქნება, რომ დარწმუნებული იქნებით, რომ მათ სხვა განაახორციელებს. არა, ისინი არ გააკეთებ ამას. ამას გააკეთებთ თქვენ!


მაგრამ საკმარისი არ არის, რომ მიზანი მხოლოდ თქვენ გქონდეთ. თქვენ უნდა შექმნათ ეს გრძნობა სხვებისთვის.


მე აქამდე რთული გზით მივედი. მე არასდროს მქონდა განზრახული კომპანიის შექმნა, მე მხოლოდ შედეგის მიღწევა მინდოდა. როდესაც ხალხმა მოსვლა დაიწყო, მეგონა, რომ მათაც იგივე უნდოდათ, ამიტომ არასდროს ვუხსნიდი რისი აშენების იმდეი მქონდა.


ორიოდე წლის შემდეგ ზოგიერთ დიდ კომპანიას მოესურვა ჩვენი შეძენა. მე გაყიდვა არ მინდოდა. მსურდა გამეგო, შეგვეძლო თუ არა მეტი ადამიანის შეკრება და გაერთიანება. ჩვენ ვამზადებდით პირველ ახალ ამბებს და ვფიქრობდი, თუ მხოლოდ მის გაშვებას მოვახერხებთ, ეს შეიცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები სამყაროს.


და პრაქტიკულად სხვას ყველას სურდა [მათი კომპანიების] გაყიდვა. თუ მაღალი მიზანი არ გაქვს, გაყიდვა ნებისმიერი სტარტაპის ოცნებაა. ამან ჩვენი კომპანია გააკოტრა. ხმაურიანი კონფლიქტის შემდეგ, ჩემმა მრჩეველმა მითხრა, რომ თუ უარს ვიტყოდი გაყიდვაზე, მთელი ცხოვრება ვინანებდი ამას. ურთიერთობა იმდენად გაუარესდა, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში მთელმა მენეჯმენტმა დატოვა კომპანია.


ეს იყო ყველაზე რთული დრო ჩემთვის ფეისბუქზე. მე მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდით, მაგრამ თავს მარტოსულად ვგრძნობდი. და კიდევ უარესი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ჩემს თავს ვეკითხებოდი: ვცდებოდი თუ არა? იქნებ მე ვარ 22 წლის ბავშვი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, როგორაა მოწყობილი სამყარო?


ახლა, წლების შემდეგ, მე მესმის, რომ ყველაფერი ზუსტად ასე მუშაობს, თუ არ არსებობს უმაღლესი მიზნის შეგრძნება. ჩვენ უნდა შევქმნათ მიზანი, რომ ერთად ვიაროთ წინ.


დღეს მსურს ვისაუბრო სამყაროს შექმნის სამ გზაზე, სადაც ყველას ექნება მიზნის განცდა - ეს არის ერთად მუშაობა დიდ, მნიშვნელოვან პროექტებზე; თანასწორობის კონცეფციის გადახედვა ისე, რომ ყველამ თავისუფლად შეძლოს თავისი მიზნის რეალიზება; საზოგადოების შექმნა მთელი მსოფლიოსთვის.


***


პირველი, მოდით ვისაუბროთ დიდ, მნიშვნელოვან პროექტებზე.


ჩვენს თაობას მოუწევს გაუმკლავდეს ათეულობით მილიონ სამუშაო ადგილს, რომლებსაც ჩაანაცვლებს რობოტები, მაგალითად, თვითმართვადი მანქანები ან სატვირთო მანქანები. ერთად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი რამ.


თითოეულ თაობას აქვს მისი განსაზღვრული მიღწევები. 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ერთად იმუშავა მთვარეზე კაცის გასაგზავნად - მათ შორის დამლაგებელმა. მილიონობით მოხალისე მსოფლიოში ვაქცინაციას უკეთებს ბავშვებს პოლიომიელიტის წინააღმდეგ. მილიონობით ადამიანმა ააშენა ჰუვერის კაშხალი და სხვა შესანიშნავი პროექტები.


ამ პროექტებმა არა მხოლოდ მიზნის განცდა მისცეს მათ, ვინც მათზე იმუშავა, არამედ მათ ჩვენს ქვეყანას მოუტანა სიამაყის გრძნობა, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი საქმეების გაკეთება.


ახლა ჩვენი ჯერია. მე ვიცი, რომ თქვენ ფიქრობთ: ”არ ვიცი როგორ უნდა ავაშენოთ კაშხალი ან მილიონობით ადამიანი მოვიზიდო რაიმეზე ამუშაოდ.”


ერთ საიდუმლოს გაგიმხელთო: თავიდან არავინ იცის ეს. იდეები სრულად ჩამოყალიბებული სახით არ იბადება. ისინი უფრო მკაფიო ხდებიან მხოლოდ მათზე მუშაობისას. უბრალოდ უნდა დაიწყოთ.


თუ წინასწარ უნდა მცოდნოდა ყველაფერი, როგორ უნდა დამეკავშირებინა ხალხი პროექტის გაშვებამდე, ვერასდროს შევქმნიდი Facebook- ს.


ფილმებში და პოპ-კულტურაში ეს არასწორად არის წარმოდგენილი. ერთ წამში გონების განათების შესახებ წარმოდგენა საშიში ტყუილია. ეს გვაიზულებს თავი ვიგრძნოთარასრულფასოვნად, წაკი ასეთი წამიერი განათება და უცებ თავში მოსული იდეა არ გვაქვს. ეს ხელს უშლის ადამიანებს კარგი იდეების ჩანასახებით დაიწყონ. სხვათა შორის, იცით, კიდევ როგორ იტყუებიან ფილმებში ინოვაციებთან დაკავშირებით? არავინ არ წერს მათემატიკურ ფორმულებს მინაზე. ეს ასე არ ხდება.


იდეალისტად ყოფნა კარგია. მაგრამ თქვენ მზად უნდა იყოთ გაუგებრობისთვის. ვინც მასშტაბურ რაიმეზე მუშაობს, მას გიჟს დაარქმევენ, თუნდაც საბოლოოდ წარმატებას მიაღწიოს. ვინც რთულ ამოცანაზე მუშაობს, მას ბრალს დასდებენ, მის არასრულყოფილად გაგებაში მაშინაც კი, თუ ყველაფრის და მაშინვე ცოდნა შეუძლებელია. ვინც ინიციატივას გამოიჩენს, გააკრიტიკებენ ძალიან სწრაფი მოძრაობის გამო. ყოველთვის არიან ისეთები, ვისაც შენი ხელშეშლა მოუნდება.


ჩვენს საზოგადოებაში ხშირად არ ვაკეთებთ დიდ საქმეებს, რადგან იმდენად გვეშინია შეცდომის დაშვების, რომ იგნორირებას ვუკეთებთ ყველაფერ ცუდს, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს და არაფერს ვაკეთებთ. სინამდვილეში, ყველაფერს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ მომავალში, ხარვეზები ექნება. მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს დაწყებაში.


აბა რაღას ველოდებით? დადგა დრო იმ საქმეებისა, რომლებიც ჩვენს თაობას განსაზღვრავენ. რას იტყვით კლიმატის ცვლილების შეჩერებაზე, სანამ პლანეტას გავანადგურებთ და მილიონობით ადამიანი არ ჩავერთებით მზის ბატარეების შექმნასა და მონტაჟში.


რას იტყვით ყველა დაავადების განკურნებაზე და იმაზე, რომ ვთხოვთ მოხალისეებს, თვალყური ადევნონ თავიანთი ჯანმრთელობის მონაცემებს და გაიზიარონ გენომები? დღეს ჩვენ 50-ჯერ მეტს ვხარჯავთ ავადმყოფების სამკურნალოდ, ვიდრე თანხების მოძიებაზე, რომ ხალხი არ დაავადდეს. უაზრობაა ეს. ჩვენ შეგვიძლია გამოვასწოროთ ეს. რას იტყვით დემოკრატიის მოდერნიზებაზე, რომ ყველამ შეძლოს ხმის მიცემა ონლაინ და სწავლების პერსონალიზაციაზე, რომ ყველამ ისწავლოს?


ჩვენ შეგვიძლია ამის მიღწევა. მოდით, გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველას ჰქონდეს როლი. მოდით, დიდი საქმეები გავაკეთოთ და არა მხოლოდ პროგრესით წავიდეთ, არამედ მიზნები შევქმნათ.


***


ამიტომ, მასშტაბური პროექტები პირველია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია იმ სამყაროს შექმნის გზაზე, სადაც ყველას მიზანი ექნება.


მეორე არის თანასწორობის გადახედვა ისე, რომ ყველას შეეძლოს თავისუფლად მიაღწიოს მიზნებს.


თქვენს მშობლებს მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდა სტაბილური სამუშაო. ახლა ჩვენ ყველანი მეწარმეები ვართ, მნიშვნელობა არ აქვს, წამოვიწყებთ რაიმე პროექტს თუ ვეძებთ ჩვენს როლს ცხოვრებაში. ეს კარგია. ჩვენი მეწარმეობის კულტურა არის ის, რისი წყალობითაც მივაღწიეთ ამ პროგრესს.

სამეწარმეო კულტურა ყვავის მაშინ, როდესაც ბევრი ახალი იდეის გამოცდა ადვილად შეიძლება. Facebook არ არის პირველი რაც მე შევქმენი. მე ვამუსავებდი თამაშებს, ჩათებს, პროგრამებს მუსიკის სწავლებისა და დაკვრისთვის. ასე მარტო მე არ ვარ. ჯ.კ. როულინგს 12-ჯერ უარი ეთქვა ჰარი პოტერის გამოქვეყნებაზე. ბიონსესაც კი მოუწია ასობით სიმღერის დაწერა სანამ ჰიტის სიმღერას შექმნიდა - Halo. უდიდესი წარმატება მოდის თავისუფლებასთან ითმინო წარუმატებლობა.


მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს მატერიალური უთანასწორობა, ყველა განიცდის მას. როდესაც არ გაქვს თავისუფლება, თქვენი იდეა ისტორიულ საწარმოად აქციოთ, ჩვენ ყველანი წაგებული ვართ. ჩვენი საზოგადოება ახლა ძალიან ჩაციკლულია წარმატებების დაჯილდოებაზე, მაგრამ ჩვენ არ ვცდილობთ გავაკეთოთ საკმარისი იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს მცდელობის საშუალება.


ვიყოთ გულახდილები. ჩვენს სისტემაში რაღაც ისე ვარ არის, თუ მე შემიძლია წამოვიდე ჰარვარდიდან და მილიარდობით დოლარი გამოვიმუშავო 10 წლის განმავლობაში, როდესაც მილიონობით კურსდამთავრებული სწავლის დავალიანებასაც კი ვერ იხდის, საუბარი აღარაა ბიზნესის წამოწყებაზე ...


მოსმინეთ, მე ბევრ მეწარმეს ვიცნობ, მაგრამ არავინ ვიცი, ვინც უარს იტყვის ბიზნესის წამოწყებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა მათ საკმარისი ფული ვერ გამოიმუშავონ. მაგრამ ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც ოცნებას არ მისდია იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ დაზღვევა გაკოტრების შემთხვევისთვის.

ყველამ ვიცით, რომ არავინ არ აღწევს წარმატებას მხოლოდ შრომისმოყვარეობით ან კარგი იდეის გამო. წარმატებებული ვხდებით იღბლის გამო. მე რომ ბავშვობაში ოჯახის რჩენა დამჭირვდებოდა იმის ნაცვლად, რომ კოდის წერა მესწავლა, თუ არ მეცოდინებდა, რომ ფეისბუქის ჩავარდნის შემთხვევაშიც ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩემთან, დღეს აქ არ ვიქნებოდი. თუ გულწრფელად შევაფასებთ, მივხვდებით, რამდენჯერ გაგვიმართლა იღბალმა.

თითოეული თაობა აფართოებს თანასწორობის კონცეფციას. წინა თაობები იბრძოდნენ ხმის უფლებისა და სამოქალაქო უფლებებისათვის. მათ ჰქონდათ ახალი კურსი და „დიდებული საზოგადოება“. დროა ჩვენ შევქმნათ ახალი სოციალური კონტრაქტი ჩვენი თაობისთვის.


ჩვენმა საზოგადოებამ პროგრესი უნდა გაზომოს არა მხოლოდ ეკონომიკური ინდიკატორებით, როგორიცაა მშპ, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენ ჩვენგანს აქვს მნიშვნელოვანი როლი. უნდა ვიფიქროთ ისეთ იდეებზე, როგორიცაა მთლიანი ძირითადი შემოსავალი, რათა ყველას ჰქონდეს დაზღვევა, რომ ახალი რამ სცადოს. ჩვენ ბევრჯერ შევცვლით სამუშაო ადგილს, ამიტომ გვჭირდება ბავშვთა ხელმისაწვდომი მოვლა, რომ ვიმუშაოთ, და ჯანდაცვა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული ერთ კომპანიასთან. ჩვენ დავუშვებთ შეცდომებს, ამიტომ ჩვენი საზოგადოება ნაკლებად უნდა იყოს ჩაციკლული ჩვენს შეზღუდვაზე ან სტიგმატიზებაზე.. და რადგან ტექნოლოგიები განაგრძობს ცვლილებებს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოება, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების უწყვეტობას.


დიახ, თავისუფლება მიზნისკენ მიიწევდეს, არ არის უფასო. ჩემნაირებმა უნდა გადაიხადონ. ბევრი თქვენგანიმიაღწევს წარმატებას და შემდეგ თქვენც უნდა გააკეთოთ ეს.


სწორედ ამიტომ და მე და პრისცილამ დავაარსეთ „ჩან ცუკენბერგის ინიციატივა“ და ვისაუბრეთ ჩვენი სიმდიდრის მიმართვაზე ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების ესაქმნელად. ეს არის ჩვენი თაობის ფასეულობები. არასდროს მდგარა საკითხი, გავაკეთებდით თუ არა ამას. მხოლოდ ერთი კითხვა იყო: როდის.


მილენიალები – ერთი თაობაა, ვინც ისტორიაში ყველაზე მეტი ფული მიმართა ქველმოქმედებაზე.. წელიწადში ოთხიდან სამი ამერიკელი ახალგაზრდა აკეთებს ასეთ შემოწირულობას, დან სამი წლის მანძილზე ასეთ შემოწირულობას აკეთებს წელიწადში და შვიდი ათიდან - აგროვებს ფულს საქველმოქმედო მიზნებისთვის.


მაგრამ საქმე მხოლოდ ფულში როდია. თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ დრო. პირობას ვდებ, რომ კვირაში მხოლოდ ერთი ან ორი საათი საკმარისია ვინმეს დასახმარებლად, რომ მიაღწიოს თავის პოტენციალს.


ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ძალიან ბევრი დროა. მეც ასე მეგონა. როდესაც პრისცილამ დაამთავრა ჰარვარდი და მასწავლებლობა დაიწყო, მაგრამ იქამდე, სანამ ჩემთან ერთად დაიწყებდა საგანმანათლებლო სამუშაოს, ამბობდა რომ წრე უნდა გამეკეთებინა. მე ვიხსნიდი: ”, მე ხომ დაკავებული ვარ?1ვმართავ კომპანიას”. მაგრამ მან დაჟინებით მოითხოვა, ამიტომ მე დავიწყე მეწარმეობის პროგრამა“ ადგილობრივ ბიჭთა და გოგონათა კლუბში“.


მე ვასწავლიდი მათ პროდუქტის შემუშავებასა და მარკეტინგს და მათ მასწავლეს, თუ როგორ უნდა იგრძნო თავი სამიზნედ მხოლოდ შენი რასის გამო ან იმის გამო, რომ შენი ოჯახის წევრი ციხეში ზის. მე გავუზიარე ჩემი სტუდენტური ისტორიები და ისინი მიზიარებდნენ იმედს, რომ ერთ დღესაც უნივერსიტეტში ისწავლიდნენ. უკვე ხუთი წელია, მე ყოველ თვე ვსადილობ ამ ბავშვებთან ერთად. ერთ-ერთმა მათგანმა მე და პრისცილას წვეულებაც კი მოგვიწყვეს ბავშვის დაბადებამდე. შემდეგ წელს კი ყველანი უნივერსიტეტში წავლენ. Თითოეული მათგანი. პირველები მათი ოჯახებიდან.


ჩვენ ყველას შეგვიძლია დრო დავუთმოთ ვინმეს. მოდით, ყველას მივცეთ შესაძლებლობა, მისდიონ თავიანთ მიზანს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სწორია, არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გადააქცევს ოცნებებს რაღაც დიადად, ჩნენ ყველანი უკეთ ვიქნებით.


***


მიზანი შეგიძლიათ იპოვოთ არა მხოლოდ მუშაობაში. მესამე გზა, რომლის საშუალებითაც ყველას შეიძლება მიზანი მივცეთ, საზოგადოების შექმნაა. როდესაც ჩვენი თაობა ისაუბრებს "ყველაზე", ჩვენ ვიგულისხმებთ მთელ მსოფლიოს.


ხელები ასწიეთ: რომელი თქვენგანი ხართ სხვა ქვეყნიდან? რამდენი თქვენი მეგობარია უცხოელი? ამაზეა საუბარი. ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტში გავიზარდეთ.


მთელს მსოფლიოში ახალგაზრდების გამოკითხვისას, თუ რა განსაზღვრავს მათ პიროვნებას, პირველ რიგში, ხშირად არა ეროვნების, რელიგიის ან ეთნიკური კუთცნილება ფიგურირებდა, , არამედ ”მსოფლიოს მოქალაქის” ცნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


თითოეული თაობა აფართოებს ადამიანთა წრეს, რომლებსაც ჩვენ "ჩვენიანებად" ვთვლით. ახლა ამ წრეში მთელ მსოფლიოს ვრთავთ .


ჩვენ გვესმის, რომ კაცობრიობის ისტორიის მსვლელობამ აიძულა ხალხი გაერთიანებულიყვნენნ - ტომებიდან ქალაქებად და ერებად, რათა მიაღწიონ იმას, რისი გაკეთებაც მარტო შუძლებელია


ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ახლა გლობალურია - ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ თაობა, რომელიც დაძლევს სიღარიბეს, გაუმკლავდება დაავადებებს. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები ასევე გლობალურ გადაჭრას მოითხოვს - არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ებრძოლოს კლიმატის ცვლილებას ან თავიდან აიცილოს პანდემიები. პროგრესი მოითხოვს, რომ გაერთიანდეთ, არა მხოლოდ ქალაქებისა და ერების დონეზე, არამედ მსოფლიო საზოგადოების დონეზეც.


მაგრამ ჩვენ მშფოთვარე დროში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გლობალიზაციის ჩარჩოებს გარეთ ცხოვრობენ. ძნელია ზრუნვა შორს მცხოვრებ ადამიანებზე, როდესაც სახლში მშვიდად არ გრძნობ თავს.

ეს არის ჩვენი დროის ბრძოლა. თავისუფლების, ღიაობის და მსოფლიო საზოგადოების ძალები ეწინააღმდეგებიან ავტორიტარიზმს, იზოლაციონიზმისა და ნაციონალიზმს. ძალები, რომლებიც იბრძვიან ცოდნის, ვაჭრობისა და იმიგრაციისთვის, მათ წინააღმდეგ, ვისაც მათი შენელება სურს. ეს არ არის ერთა ბრძოლა, არამედ იდეების ბრძოლაა. ყველა ქვეყანაში არის ის, ვინც მხარს უჭერს გლობალურ კავშირებს და ვინც ეწინააღმდეგება მათ.


გაეროს დონეზე არ გადაწყდება ასეთი რამ. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ თქვენს და ჩემს დონეზე, ადგილობრივ დონეზე, როდესაც საკმარისი რაოდენობის ხალხი იპოვის სტაბილურობის გრძნობას ცხოვრებაში და საკუთარ თავს დაუსახავს მიზანს, მაშინ ჩვენ შევძლებთ გავიხსნათ და დავიწყოთ ზრუნვა ყველაზე. ამის საუკეთესო გზა არის ადგილობრივი საზოგადოებბების მშენებლობის დაწყება პირდაპირ ახლა.


ჩვენ ყველანი აზრს ვპოულობთ ჩვენს გარშემო არსებულ საზოგადოებაში. იმისგან დამოუკიდებლად, რომელია ჩვენი საზოგადოება - [მეზობლები] სახლში თუ სპორტული გუნდები, ეკლესიები თუ აკაპელას მომღერლების კლუბები, ყველა მათგანი გვაგრძნობინებს, რომ მარტო არ ვართ. ისინი ძალას გვაძლევენ გავაფართოვოთ ჩვენი ჰორიზონტი.


ამიტომაა ასე თვალშისაცემია, რომ ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფებში წევრობა შემცირდა მეოთხედით. გამოჩნდა ბევრი ადამიანი, ვისაც მიზნის პოვნა სჭირდება რაღაც ახალში.


მე ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი თანასაზოგადოებები, ან შევქმნათ ახლები - და ბევრი თქვენგანი უკვე აკეთებს ამას.


შევხვდი აგნეს იგოეს, რომელიც დღეს ამთავრებს ჰარვარდს. სად ხარ აგნეს? მან ბავშვობა უგანდაში, კონფლიქტის ზონებში გაატარა, სადაც ადამიანებით ვაჭრობდნენ, ახლა კი ის ათასობით სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს ამზადებს, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ დასახლებების უსაფრთხოება.


შევხვდი ქეილა ოუკლის და ნიჰა ჯეინს, რომლებიც ასევე ამთავრებენ დღეს. ადექით, გთხოვთ. კეილამ და ნიჰამ შექმნეს არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს, მათ მეზობლებს, რომელთაც დახმარების სურვილი აქვთ.

აქ არის ჩემი ისტორიაც, მე ვარ სტუდენტი საერთო საცხოვრებლიდან, რომელიც აერთიანებს თანასაზოგადოებებს, მანამ, სანამ ერთ დღეს ჩვენ გავაერთიანებთ მთელ მსოფლიოს.


ცვლილებები მცირედიდან იწყება. გლობალური ცვლილებებიც კი მცირეთი იწყება - საკუთარ თავიდან. ჩვენი თაობისთვის ბრძოლა იმისთვის, რომ უკეთ გავერთიანდეთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი ძირითადი შესაძლებლობების რეალიზებას, ამაში მდგომარეობს: თქვენი შესაძლებლობები, ააწყოთ თანასაზოგადოებები და შექმნათ სამყარო, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს მიზნის განცდა.


კურსდამთავრებულებო, თქვენ შედიხართ სამყაროში, რომელსაც მიზანი სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იგი.


იქნებ ახლა ფიქრობთ: შემიძლია ამის გაკეთება?


გახსოვთ, მოვყევი კლუბში რას ვასწავლიდი გაკვეთილებზე? გაკვეთილის შემდეგ ერთ დღეს ბავშვებთან ვსაუბრობდი უნივერსიტეტის შესახებ, და ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო სტუდენტმა ასწია ხელი და თქვა, რომ არ იყო დარწმუნებული, რომ უნივერსიტეტში მოხვდებოდა, რადგან დოკუმენტები არ ჰქონდა.


შარშან ის დაბადების დღეზე მოვიწვიე. მინდოდა რაიმე მეჩუქებინა, ამიტომ ვკითხე, რას ისურვებდა. მან დაიწყო ლაპარაკი სტუდენტებზე, რომლებიც სირთულეებს ეჯახებიან და თქვა: ”თქვენ იცით, ძალიან მინდა წიგნი სოციალური სამართლიანობის შესახებ”.


ამან გამაკვირვა. ჩემ წინ იდგა ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ყველა წინაპირობა ჰქონდა ყოფილიყო ცინიკური. მან არ იცოდა, მზად იყო თუ არა მისი ქვეყანა, ის, რომელსაც იგი თავის სახლად თვლიდა, რომ მიეცა შანსი განეხორციელებინა თავისი ოცნება და წასულიყო უნივერსიტეტში. მაგრამ ის არ გრძნობდა სიბრალულს საკუთარი ტავისადმი. ის საკუთარ თავზეც არ ფიქრობდა. მას აქვს უმაღლესი მიზნისკენ სწრაფვა და ის უხელმძღვანელებს ხალხს.


მე ვერც დავასახელებ მის სახელს, რადგან არ მინდა მისი რისკის ქვეშ დაყენება და ეს უკვე მეტყველებს იმ სიტუაციაზე, რომელშიც ახლა ვართ. მაშინაც კი, თუ საშუალო სკოლის მაღალკლასელს, რომელმაც არ იცის რა ელის მას მომავალში, შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი მსოფლიოს გაუმჯობესებაში, ჩვენც ამ სამყაროს წინაშე ვალდებული ვართ იგივე გავაკეთოთ.


სანამ უკანასკნელად დატოვებთ უნივერსიტეტის კარიბჭეს, რადგან ეკლესიის წინ ვსხედვართ, თავში მომდის ლოცვა Mi Shebeirach (იუდაიზმში ლოცვა სამკურნალოდ ), რომელსაც ყოველთვის რთულ პერიოდებში ვუმღერი ჩემს ქალიშვილს ძილის წინ. ეს ასე ჟღერს:


”დაე, ძალთა წყარო, რომელიც დაეხმარა მათ, ვინც ჩვენამდე იყო, დაგვეხმაროს გამბედაობის პოვნაში, რომ ჩვენი ცხოვრება კურთხეული იყოს.”


იმედი მაქვს, იპოვით გამბედაობას, რომ თქვენი ცხოვრება კურთხეული იყოს.


წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ სამყაროში.

2
25
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
25
  
2021, 8 მარტი, 1:41
ნამდვილად.
ერთადერთი საზღვარი ჩემთვის არის სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარი
2021, 8 მარტი, 1:40
სხვათა შორის ძალიან მომწონს ეს ტიპი. ალბათ იმიტომ, რომ კოსმოპოლიტურად ვაზროვნებ და არ ვცნობ საზღვრებს დედამოწაზე. საზღვრები ადამიანების გონებაშია
0 1 2