x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
რა არის გალაქტიკა?
ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტაზე, სახელად დედამიწა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის ნაწილია. მაგრამ სად არის ჩვენი მზის სისტემა? ეს არის ირმის ნახტომის გალაქტიკის მცირე ნაწილი.

გალაქტიკა არის გაზის, მტვრის, მილიარდობით ვარსკვლავისა და მათი მზის სისტემების უზარმაზარი კრებული. გალაქტიკა ყოველივე ზემოთხსენებულს მიზიდულობის ძალით იბღაუჭებს. ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს, ასევე აქვს ვეებერთელა შავი ხვრელები მის შუაში.

როდესაც ღამის ცაზე ვარსკვლავებს ათვალიერებთ, ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებს ხედავთ. თუ მართლა ბნელა, შორს არის შუქები ქალაქებისა და სახლებისგან, თქვენ კი ხედავთ, რომ ირმის ნახტომის მტვრიანი ზოლები გადაჭიმულია ცაში.

image


როდესაც ღამის ცაზე ვარსკვლავებს ათვალიერებთ, ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებს ხედავთ. თუ მართლა ბნელა, განათება შორს არის ქალაქებისა და სახლებისგან, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ირმის ნახტომის მტვრიანი ზოლები, რომლებიც გადაჭიმულია ცაში.

თუმცა, ზემოთხსენებულის გარდა კიდევ ბევრი გალაქტიკა არსებობს. ჰაბლის სფეის ტელესკოპით 12 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ კოსმოსს და იპოვეს 10, 000 გალაქტიკა, ყველა ზომის, ფორმისა და ფერის. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სამყაროში შეიძლება ასი მილიარდი გალაქტიკა იყოს.

image

ზოგიერთი გალაქტიკა სპირალის ფორმისაა. მათ აქვთ მოღუნული მკლავები, რომლითაც ისინი ბზრიალებს ჰგვანან. სხვა გალაქტიკები გლუვი და ოვალური ფორმისაა. მათ ელიფსურ გალაქტიკებს უწოდებენ. ასევე არსებობენ გალაქტიკები, რომლებიც არ არიან სპირალურები და ოვალურები. მათ აქვთ არარეგულარული ფორმები და ჰგვანან ბუშტებს. შუქი, რომელსაც თითოეული ამ გალაქტიკიდან ვხედავთ, მოდის მის შიგნით განლაგებული ვარსკვლავებიდან.

ზოგჯერ გალაქტიკები ძალიან ახლოვდებიან და ეჯახებიან ერთმანეთს. ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკა ოდესმე შეხვდება ანდრომედას, ჩვენს უახლოეს გალაქტიკურ მეზობელს, მაგრამ ეს არ მოხდება დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ ეს ხვალ მოხდა, შეიძლება ვერც შეამჩნიოთ. გალაქტიკა იმდენად დიდია და ბოლოებშია გაშლილი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკები ერთმანეთს შეხვდებიან, პლანეტები და მზის სისტემები ხშირად ისე არ ახლოვდებიან, რომ ერთმანეთს შეეჯახნონ.





0
147
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0