x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110485
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
უგანდელ ქალს რომელსაც 44 შვილი ჰყავს, როგორც აღმოჩნდა შვილები ამ რაოდენობით უიშვიათესი დაავადების გამო გაუჩნდა

image უგანდელი მარიამ ნაბატანზი სულ 13 წლის იყო, როცა ტყუპი შვილები შეეძინა.
36 წლის ასაკში კი მარიამს უკვე 44 შვილი ჰყავდა, რაც თუნდაც აფრიკელი ქალისათვის ძალიან დიდი ციფრებია.
მარიამმა ახლახან გაიგო მიზეზი თუ რატომ შეეძინა ამდენი შვილი.
image
მარიამს შვილები უჩნდებოდა 2-3 და 4 ტყუპებად. მარიამი მშობლებმა 12 წლის ასაკში გაათხოვეს ასაკით ბევრად უფროს მამაკაცზე, პრაქტიკულად 12 წლის ბავშვი მიათხოვეს 40 წლის თანატომელს. 13 წლის ასაკში კი მარიამს ტყუპები შეეძინა, როგორც უკვე მოგახსენეთ.
წყვილი ვერ იცავდა თავს არასასურველი ორსულობისაგან: პრეზერვატივს უგანდაში პრაქტიკულად არ იყენებენ, ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შეეძლო მარიამის ჯანმრთელობისათვის სერიოზული პრობლემების გაჩენა, რადგან გოგონას სტანდარტულისაგან ძალიან განსახვავებული, უზარმაზარი ზომის საკვერცხეები ჰქონდა.
მარიამი თითქმის სულ ორსულად იყო, თუმცა ბავშვების კოლოსალური რაოდენობის მიზეზი შემდეგში გახლდათ: მარიამმი 2 ტყუპზე ნაკლებ ბავშვს არ აჩენდა, უფრო მეტად კი 3 და 4 ტყუპს აჩენდა.
image აღმოჩნდა, რომ მარიამს გენეტიკური დაავადება ჰქონდა, მას ეს 41 წლის ასაკში უთხრეს ექიმებმა სპეციალური კვლევების ჩატარების შემდეგ.
გენეტიკური დაავადების გამო მარიამის საშვილოსნოში მჭიფდება არა ერთი კვერცხუჯრედი არამედ ერთდროულად რამდენიმე, სწორედ ეს გახდა მრავლობითი რიცხვის ტყუპების გაჩენის მიზეზი.
რამდენიმე წლის წინ ქმარმა მიატოვა მარიამი და მასთან ერთად მრავალრიცხოვანი შვილებიც როცა მშობიარობისას მარიამმა დაკარგა ტყუპებიდან ერთერთი.
შვილები, რომ არჩინოს მარიამი რამდენიმე ადგილზე მუშაობს, ის საკმაოდ წარმატებული სტილისტი, დეკორატორი და ფიტოთერაპევტია.
ოჯახი გადანაწილებულია 4 პატარა სახლში, რომელიც აგურითაა აშენებული. ბავშვების ნაწილს ორ იარუსიან საწოლებზე ძინავთ, დანარჩენებს კი იატაკზე გაშლილ ლეიბებზე.
მარიამს უფროსი შვილებიც ეხმარებიან, ისინი ალაგებენ სახლებს, ამზადებენ საჭმელს და უვლიან უმცროს დ-ძმებს.






0
184
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
184