x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
პიცის ყველაზე პოპულარული სახეობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში- ბანანიან პიცაზე გსმენიათ რამე?

image
ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირი გემოვნება აქვთ, როგორც სტილში, ისე კერძებშიც:


1. იტალია- ნეაპოლში ალბათ პიცას ყველაზ სერიოზულად ეკიდებიან. აქ სპეციალური ორგანიზაციაც კი აქვთ Associazione Verace Pizza Napoletana, რომლის მიზანი ნამდვილი პიცის გემო და შემონახვაა. წესების მიხედვით, პიცის შიგთავსი 2მმ-ზე მეტი არ უნდა იყოს, აცხობენ ქვის ღუმელში შეშაზე 60-90 წამი 485 გრადუსზე. შიგთავსი კი ტრადიციული პომიდვრის სოუსი, მოცარელა, ნიორი და ბაზილიკი აქვთ.image


2.ბრაზილია- აქ პიცის ძირითადი ინგრედიენტებია სიმინდი, ყველი, ლორი, მწვანე ბარდა და პალმის ღეროების გულიც კი.image


3. საფრანგეთი, ელზასი- “ტარტ ფლამბე" ასე ჰქვია პოულარულ პიცას აქ. აცხობენ ძალიან თხელ პიცას, უმატებენ არაჟანს და სალას. საინტერესოა არა?image


4. ფინეთი- ყველაზე პოპულარული პიცაა “ბერლუსკონი", მას ირმის შებოლილი ხორცისგან, პომიდორისგან, ყველისგან და წითელი ხახვისგან ამზადებენ.image



5. სამხრეთ კორეა- “პულგოკი", ასე ჰქვია პიცის ყველაზე პოპულარულ სახეობას, შიგთავსია შემწვარი და დამარინადებული საქონლის ხორცი, პომიდვრის სოუსი, ყველი, სოკო და მათ ეროვნული კერძი კიმჩი (სუნელებში და წიწაკაში დამარინადებული პეკინური კომბოსტო)image


6. აშშ, ჩიკაგო- აქ პიცას ამზადებენ ღრმა ჭურჭელში, ბევრი პომიდვრით და ყველით.image


7. ინდოეთი- პიცის ძირითადი ინგრედიენტებია დამარინადებული ჯინჯერი, დაკეპილი ცხვრის ხორცი და ინდური ყველი პანირი.image


8. საფრანგეთი- კვერცხს ან ცხობის დროს ახლიან, ან უბრალოდ შემწვარს უმატებენ.image


9. შვედეთი- საკმაოდ უცნაური პიცის სახეობები აქვთ, ძირითად ინგრედიენტებად იყენებენ კარის, შაშხს და მწიფე ბანანებსაც კი.image


10. შოტლანდია- პიცას ამზადებენ თხის გულისგან, ფილტვებისგან და ღვიძლისგან. ამ ხორცს ურევენ მარილს, სანალებლებს და ცოტა ბულიონს.image


11. ავსტრალია- პიცას მრავალნაირ ხორცს უმატებენ, მათ შორის სირაქლემას, კენგურუს და ნიანგის ხორცსაც კი.image


12. იაპონია- “მაიო ძაგა", ესაა პიცის ყველაზე ცნობილი სახეობა. ამზადებენ სიმინდის მარცვლებით, პანჩეტათი, ყველით, კარტოფილით, პომიდვრის სოუსით და მაიონეზით.image


13. გერმანია- პოპულარულია თინუსის პიცა. მასში შედის ასევე ყველი, პომიდვრის სოუსი და ორეგანო.image


14. ჰავაი- სიგთავსში უმაებენ ყველს, ლორს და რაც მთავარია ანანასს.image









0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0