x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
50 წლის კაცის და 15 წლის გოგონას ქორწილი დავდგი და ხალხი ტაშს უკრავდა... - მარიკა ბაკურაძე

image


ტელეჟურნალისტ მარიკა ბაკურაძის თავისი დადგმული ერთ-ერთი სიუჟეტი მას შემდეგ გაახსენდა, რაც ცნობილი, რომ გორში 13 წლის გოგონამ 50 წლის მამაკაცისგან შვილი გააჩინა. ამ ფაქტის გახსენებით ჟურნალისტმა პარალელი გაავლო ახლახან მომხდარი უცნაური ფაქტისა და საზოგადოების რეაქციას შორის. ჟურნალისტი დანანებით აღნიშნავს, რომ საზოგადოება არ იაზრებს რეალობას და არასათანადოდ რეაგირებს ამგვარ ამბებზე.

.

ცნობილია, რომ ვახო სანაიას ყოფილმა მეუღლემ, ასევე ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ, რომელიც მრავალი წელია ტელეკომპანია იმედზე მოღვაწეობს, წლების წინ დადგა 50 წლის კაცისა და 15 წლის გოგონას ქორწილი და დაინტერესდა, როგორი იქნებოდა ხალხის რეაქცია. ღიად პროტესტი არავის გამოუხატავს.


ამჯერად მარიკა ბაკურაძე სოციალურ ქსელში, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

.

„ახლა ძალიან მეზარება იმ ვიდეოს მოძებნა, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ – როცა ვიდეოექსპერიმენტი გადავიღე და 50 წლის კაცის და 15 წლის გოგოს ქორწილი დავდგი, ქუჩაში, ხალხი ტაშს უკრავდა, ლოცავდა და ულოცავდა“.

,

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში 13 წლის მოზარდამა შვილი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, ის 50 წლის მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოზარდი შვილთან ერთად თავშესაფარში იმყოფება. შუახნის მამაკაცი კი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს..


შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა. არსებული ინფორმაციით, მოზარდმა რამდენი თვის წინ იმშობიარა. ოჯახი მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობს.

.

ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ მამაკაცი დააკავა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. გავრცელებული ინფორმაციით გორში 13 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის გამო 50 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული.

0
256
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
256
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0