რჩევები რა შეუძლია ისწავლოს ნებისმიერმა მამაკაცმა კაილი ჯენერისგან , უფრო სწორად, უძველესი ჩინური სამხედრო სტრატაგემებით. 5 მარტი, 23:34 უძველეს ჩინურ სამხედრო ტრაქტატს "36 სტრატაგემის"კითხვისას, დარწმიუნდებით, რომ ეს არის ცხოვრების ნამდვილი სკოლა. კაილი სულაც არ ყოფილა ისეთი მარტივი და ქარაფშუტა, როგორ გარეგნულად ჩანს. 1. სტრატაგემი -ღიმილის უკან ხანჯლის დამალვა მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო ტუჩებს ილოკავს, სოციალურ ქსელებში მათ კარდაშიან-ჯენერევის ფოტოებს ათვალიერებს და შურს მათი სიმდიდრის, დები ფულის შოვნას აგრძლებენ. დიახ, გარედან ადამიანებს ვერ შეაფასებ. რაც არ უნდა იფიქროთ, რომ ამ ქალებს ცხოვრებაში არაფერი აქვთ საკეთებელი, თუ ინსტაგრამზე დღეში სამ სელფს აქვეყნებენ. ალბათ, ეს ყველაფერი გრანდიოზული გეგმის ნაწილია. 2. სტრატაგემი - გაიმეტეთ ქლიავი ატმის გადასარჩენად კაილიმ ტუჩები დაიბერა. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა იტყვის, რომ ტუჩები მისი ბრენდის ძირითადი მარკეტინგული ნაწილია, ისინი უბრალოდ ქლიავია. დასკვნა ისაა, რომ თავდაპირველად კაილიმ დაიფიცა, რომ ტუჩები ნამდვილია და მოცულობის საიდუმლო სწორ პომადაში და მისი გამოყენების უნარებშია. ნახევარი მსოფლიო კოსმეტიკური მაღაზიებისკენ გაეშურა, როგორც კი გოგონამ პომადისა და ტუჩის სიპრიალის პირველი პარტია გამოუშვა საკუთარი ბრენდით. 3.სტრატაგემი - გადააგდეთ აგური, რომ მიიღოთ ნეფრიტი ინფორმაციისთვის: ნეფრიტი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი ქვაა. მის შესახებ ცნობები 7000 წელს ითვლის, განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ ლათინურ და ჩინურ კულტურაში, სადაც ნეფრიტი ოქროზე ძვირად უღირთ. ზოგჯერ, წინ ნაბიჯის გადასადგმელად მსხვერპლის გაღება უნდა შეგეძლოს. საოცნებო სამუშაოს გულიანად მოსაძებნად ჯერ უნდა დატოვოთ სამუშაო, რომელიც გაქვთ. ძალიან კარგი სტატიის დასაწერად, ხშირად უნდა წაშალოთ ყველაფერი და თავიდან დაიწყოთ. იმისათვის, რომ იპოვოთ იდეალური პარტნიორი, უნდა დაემშვიდობოთ მას, ვისაც ვერ ეგუებით. 4.სტრატაგემი - სტუმრის როლის მასპინძლის როლად გადაკეთება 5.სტრატაგემი - გიჟი ითამაშე, მაგრამ რეალურად ბრძნი უყავი. ~ სავარაუდოდ ამ სტრატაგამს ძალიან ჰგავს კონსტანტინე გამსახურდიას "ბრძენი უნდა იყო და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი" . საოცარი დამთხვევაა, მაგრამ ალბათ ძალიან გამოსადეგი, რაკი ათასწლეულების შემდეგაც იგივე რჩევა მოგვცა დიდმა ქართველმა მწერალმაც. ცოტამ თუ შეამჩნია, რომ ამ ყველაფრის უკან თანამედროვე პოპკულტურის ლამის უკვე მთავარი ინფლუენსერი დგას. კაილის Snapchat ანგარიში ერთ დროს მთავარი ტრამპლინი იყო მონდომებული მუსიკოსებისთვის - თუ დღეს თქვენი ტრეკი მის სიახლეებშია, მაშინ ხვალ ის Billboard- ის ჩარტში იქნება. მან მთელი მსოფლიო ატირა შვილზე მშობიარობის ვიდეოთი და იმავდროულად შეიქმნა სამაგალითო დედის იმიჯი, რომელსაც მიბაძავს თითქმის ყველა ოცი წლის გოგონა, როცა აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში. 46 2-ს მოსწონს
|