x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
ელიზაბეთ ტეილორის 8 საქორწინო კაბა და 7 ქმარი

image

საქორწინო კაბის შერჩევას ყველა პატარძალი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგება, თუმცა ბოლო მომენტამდე გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. ელიზაბეთ ტეილორს, საქორწონო კაბების მთელი კოლექცია ჰქონდა (ის ხომ რვაჯერ იყო გათხოვილი), ამასთან სხვადასხვა სტილის, დაწყებული ტრადიციული თეთრიდან, დამთავრებული ყვითელი ფერის მინი-კაბით.

6 მაისი, 1950 წელი

ელიზაბეთ ტეილორი რვაჯერ კი იყო პატარძლის სტატუსში, მაგრამ ტრადიციული კაბა მხოლოდ ერთხელ აირჩია, როცა ცოლად კონრად ჰილტონს მიჰყვებოდა, 1950 წელს.

image

image

image

კონრადი ცნობილი სასტუმროების ქსელის მეპატრონის მემკვიდრე იყო. ლიზი მაშინ 18 წლის იყო. ეს იყო მისი პირველი კაბა MGM-ის სტუდიისგან. წელში გამოყვანილი, ბისერით გაწყობილი კაბა და ფატა, მან კოსტიუმების დიზაინერს, ჰელენ როუზს დაუკვეთა. როუზმა შექმნა შემდგომში გრეის კელის საქორწინო კაბაც. კელიმ კაბა სტუდიისგან საჩუქრად მიიღო, ასევე ტეილორის შემთხვევაშიც, სტუდიის მიერ დაფინანსდა. კაბაზე 15 ოსტატი სამი თვე მუშაობდა. 2013 წელს იგი აუქციონზე გაიყიდა დაახლოებით 122 000 ფუნტ სტერლინგად. ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა, ჰილტონის ალკოჰოლზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო.

21 თებერვალი, 1952 წელი

როცა ელიზაბეთი ინგლისელ მსახიობზე, მაიკლ უალდინგზე აპირებდა გათხოვებას (იგი მასზე 20 წლით უფროსი იყო), მან ისევ ჰელენ როუზს მიმართა.

მაგრამ ამჯერად ტეილორი ტრადიციის წინააღმდეგ წავიდა და საქორწინო ცერემონიისთვის კაბის ნაცვლად აირჩია მოკრძალებული კოსტიუმი კლიოში ბოლოკაბით.

image

image

ცერემონია ლონდონში, ოტელ Claridge's ჩატარდა. ფატის ნაცვლად ლიზის თმებში ჩაწნული ყვავილები ამშვენებდა, რომელიც თაიგულთან იყო შეხამებული.

2 თებერვალი, 1957 წელი

24 წლის ელიზაბეთი მასამედ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული კონოპროდიუსერი, მაიკ ტოდი გახდა, ხოლო მოკრძალებული, დახურული საქორწინო ცერემონია მექსიკაში, აკაპულკოს მერიაში შედგა. ამ შემთხვევისთვის პატარძალი გამოწყობილი იყო ეფექტურ, თეთრი ფერის ორგანზას კაპიუშონიან კაბაში.

image

image

image

აღსანიშნავია, რომ ლიზის გახმაურებული ძვირფასი სამკაულების კოლექცია ტოდის მიერ ნაჩუქარი 24, 9 კარატიანი, ნიშნობის ბრილიანტის ბეჭდით დაიწყო. 1958 წელს მაიკ ტოდი ტრაგიკულად დაიღუპა.

12 მაისი, 1959 წელი

ტეილორმა იუდაიზმი მიიღო და ცოლად გაჰყვა მსახიობს და მომღერალს, ედი ფიშერს-გარდაცვლილი მეუღლის, მაიკ ტოდის საუკეთესო მეგობარს. ცერემონიალი ლას-ვეგასში, ბეთ შალომის სინაგოგაში გაიმართა. მსახიობმა ისევ კაპიუშონიანი კაბის სტილი აირჩია, მაგრამ ამჯერად მუქი მწვანე ფერის.

image

image

მეუღლისგან საჩუქრად ნიშნობის ბეჭდის ნაცვლად სამაჯური მიიღო.

15 მარტი, 1964 წელი

1964 წლის გაზაფხულზე, მონრეალში, ელიზაბეთ ტეილორი ცოლად გაჰყვა თავის კოლეგას, რიჩარდ ბერტონს. მსახიობმა ისევ არა ტრადიციული, არამედ იმ პერიოდისთვის მოდური სტილი აირჩია. ფილმ "კლეოპატრას" კოსტიუმების მხატვარმა, ირენ შარაფმა, ლიზისთვის ყვითელი ფერის შიფონის კაბა შექმნა.

image

image

რიჩარდ ბერტონის საჩუქარი-Bulgari-ის ბროში ბრილიანტებით და ზურმუხტებით.

10 ოქტომბერი, 1975 წელი

მსახიობის მეექვსე ქმარი, ისევ რიჩარდ ბერტონი გახდა. გაყრიდან არ გასულა დიდი ხანი, ისინი ისევ დაწყვილდნენ და ამჯერად ერთგულების ფიცი ბოტსტვანაში დადეს. ელიზაბეთმა კაბა-ტუნიკას სტილი აირჩია, ომბრეს ეფექტით (დიზაინერი-ბრიტანელი ჯინა ფრატანი), ვარცხნილობას კი ბუმბულები უმშვენებდა.

image

image

2011 წელს კაბა აუქციონზე 62 500 დოლარად გაიყიდა.

4 დეკემბერი, 1976 წელი

ბერტოთან ურთიერთობის მეორე ცდაც წარუმატებელი აღმოჩნდა, და უკვე ერთი წლის შემდეგ ტეილორი კვლავ თხოვდება-ამჯერად სენატორ ჯონ უორნერზე. ეს ალბათ ყველაზე პრივატული ცერემონია იყო. ჯვრისწერა ვირჯინიაში ჩატარდა, უორნერის მამულში. პატარძალს ქიშმირის კაბა ემოსა და ჩალმის ტიპის თავსაბურავი.

image

image

პოლიტიკოსის ცოლობა ლიზის მალე მობეზრდა და 1982 წელს წყვილი დაშორდა.

6 ოქტომბერი, 1991 წელი

აი, ტეილორის ამ ქორწილს უდავოდ შეიძლება უწოდოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული. ცოლად ლარი ფორტენსკის იგი მაიკლ ჯექსონის ცნობილ Neverland-ში გაჰყვა უამრავი ვარსკვლავური სტუმრების გარემოცვაში. ელიზაბეთი ჩაცმული იყო Valentino-ს ნაჩუქარ ლიმონისფერ კაბაში, ღრმა დეკოლტეთი.

image

ქორწილის ექსკლუზიური გადაღების უფლება გამომცემლობა People-მა ერთ მილიონ დოლარად იყიდა. ეს თანხები შემდეგ ელიზაბეთ ტეილორის მიერ გამოყენებული იქნა შიდსთან ბრძოლის ფონდის დაარსებაზე.


image




ასევე საინტერესო იქნება თქვენთვის:





რა სამკაულებით მივიდა ელიზაბეთ ტეილორი როტშილდების ბალ-მასკარადზე და რა კავშირი აქვს მას რომანოვების ძვირფასეულობასთან

image


კლეოპატრა-სტილის ხატი და მისი გარდერობი კინოში და რეალობაში

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


ფრანგ მსახიობს, ჟერარ დეპარდიეს (რომელიც რუსეთის მოქალაქეცაა), ისევ წაუყენეს სექსუალური ძალადობის ბრალდება

image


62 წლის დოლფ ლუნდგრენი 24 წლის ემა კროკდალზე დაქორწინდა

image


ნახეთ სერიალ "სამეფო კარის თამაშების" რომელი მსახიობები დაწყვილდნენ და შვილი შეეძინათ

image


ცნობილთა ქორწილების ფოტოები

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image







0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0