x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
„ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა“...- თამარ ივერი

image


მეცო სოპრანო, თამარ ივერი გარდაცვლილ ბიზნესმენზე, ზვიად ცეცხლაძეზე, გულისამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს. მაშინ, როცა თამარ ივერი დაგვიანებულ ხელფასს უიმედოდ ელოდა, ბიზნესმენმა საკმაოდ სოლიდური თანხა აჩუქა.

.

„ცხონებული ზვიადი, მისივე სიკეთის მსხვერპლიია. მახსოვს, კვირაობით უსასყიდლოდ ასვენებდა თავის სასტუმროში ყველა მეგობარს. სიკეთის და გულუხვობის განსახიერება იყო.

.

არ დამავიწყდება, მე და ჩემს კოლეგებს შეგვხვდა ბათუმის ქუჩაში წინასაახალწლოდ. მაშინ იქაური თეატრის სოლისტი ვიყავი. აქ რას აკეთებთო. ვუთხარით… ხელფასს ველოდებით, ცოტა იგვიანებს მეთქი… არადა, 2 დღე რჩება ახალ წლამდე-თქო. რა ხელფასს იღებთ ასეთს რომ ზიხართ და ელოდებითო?

.

ვუთხარით რამდენსაც ველოდებოდით, რაც იმდროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მითუმეტეს რამდენიმე მომღერალი ვიდექით. უცებ, არ ველოდით, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა.

.

აჰა გოგოებო, თქვენი ხელფასის თანხა და დროულად მოუსვით თბილისში, ოჯახში შეხვდით ახალ წელსო… თქვენი ხელფასი ძველ ახალ წელს თუ მოგცეს მადლობა თქვითო, გაგვეხუმრა.

.

ასეთი გულის პიროვნება იყო ბატონი ზვიადი, არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა მისი გარშემო მყოფისთვის. ღმერთმა აცხონოს მისი სული მარადის“, – წერს თამარ ივერი.

.

შეგახსენებთ, 2007 წლის 28 მაისს თბილისში მკვლელობა მოხდა. კრიმინალების მსხვერპლი ყოფილი დეპუტატი, წარსულში ცნობილი ბიზნესმენი ზვიად ცეცხლაძე გახდა. ზვიად ცეცხლაძის ცხედარი მისმა ოჯახის წევრებმა ცეცხლაძისავე ოფისში აღმოაჩინეს. გარდაცვლილი ნაწამები იყო. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მკვლელობა თბილისში 28 მაისს გამრეკელის ქუჩაზე მოხდა. ყოფილი პარლამენტარის ზვიად ცეცხლაძის ნაწამები ცხედარი მისსავე ტურისტულ სააგენტოში აღმოაჩინეს. ზვიად ცეცხლაძე საკუთარ კაბინეტში სკამზე იყო დაბმული, სახე კი ”სკოჩით” ჰქონდა აკრული. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილას იმუშავეს კინოლოგებმა. ძაღლი სავარაუდო დამნაშავეთა კვალს მიცკევიჩის ქუჩამდე გაჰყვა და კვალი შუქნიშანთან დაკარგა. მკვლელობა დღისით მოხდა. მანამდე კი თბილისის ცენტრში საღამოს ქუჩაში გამვლელ-გამომვლელთა თვალწინ იქნა მოკლული ასევე ყოფილი პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გურამ შარაძე.


ზვიად ცეცხლაძის მკვლელობასთან დაკავშირებით მისმა ახლობლებმა პოლიტიკური მოტივი გამორიცხეს. ”ცეცხლაძე პოლიტიკას კარგა ხანია ჩამოშორდა, მტრები კი მას პოლიტიკაში ყოფნისასაც არ ჰყოლია”, - განაცხადეს მათ მკვლელობის დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. საყურადღებოა, რომ ზვიად ცეცხლაძე ბოლო წლებში აღარც აქტიური ბიზნესით იყო დაკავებული. მისი სახელი უკავშირდებოდა სასტუმროების ბიზნესს, ოღონდ - წარსულში.

0
336
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
336
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0