x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
საზღვრის გახსნის შემდეგ რუსები საქართველოს მიაწყდნენ

image

საზღვრების გახსნის შესახებ განცხადების შემდეგ, რუსი ტურისტები საქართველოსკენ დასასვენებლად მასიურად დაიძრნენ. ამის შესახებ ნათქვამია ინტერნეტსერვის Aviasales- ის კვლევაში, რომელიც Lenta.ru- ს რედაქციას გადაეცა.


ამრიგად, ანალიტიკოსების დასკვნით, ბოლო რამდენიმე თვის საშუალო მოთხოვნასთან შედარებით, უკანასკნელ 10 დღის განმავლობაში, ქვეყანაში ავიაბილეთებზე მოთხოვნა 37-ჯერ გაიზარდა. ამავე დროს, ექსპერტების აზრით, კორონავირუსულ პერიოთან შედარებით საქართველოში ავიაბილეთების დაჯავშნა უკვე აღდგენილია 87 პროცენტით.


ექსპერტებმა ასევე განმარტეს, რომ რუსეთიდან თბილისში მგზავრობა ერთი მიმართულების ეკონომ კლასით დაახლოებით 16, 8 ათასი რუბლი ღირს. ჯერ პირდაპირი ფრენები არ არის, მაგრამ შესაძლებელია გადაჯდომით სტამბულში მოგზაურობა.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობის საშუალო ხანგრძლივობაა 8/6 დღეა.


თებერვალში საქართველომ გააფართოვა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს შეეძლებათ ღიად გადაკვეთონ საზღვარი გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში. როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, 1 მარტიდან სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება ქვეყანაში თავისუფლად ჩამოსვლა საჰაერო გზით.

0
218
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
218
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0