სამოქალაქო ჩინეთის სასამართლომ ჰომოსექსუალიზმი ფსიქოლოგიურ დაავადებად აღიარა 5 მარტი, 14:57 "ცისარტყელას" აქტივისტები მოწყენილები არიან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ იმისთვის, რომ სახელმძღვანელოდან ამოეღოთ წინადადება, რომ "ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა არ არის ნორმა". მაგრამ სასამართლო დაუნდობელი აღმოჩნდა "საწყალი და დაჩაგრული" უმცირესობების მიმართ. პროვინცია ძიანსუს სასამართლომ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის სახელმძღვანელოს ავტორებს, სადაც აღწერილია ჰომოსექსუალიზმი, როგორც ფსიქიკური აშლილობა. სასამართლო პროცესი ჩინელმა ლგბტ აქტივისტებმა წამოიწყეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი სასამართლოში ცდილობდნენ გაესაჩივრებინათ უნივერსიტეტის სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული ფორმულირება მენტალური გადახრების შესახებ, რომელიც ეხებოდა ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებს, როგორც პათოლოგიურ ფორმას (კლინიკური გაგებით). გასული წლის სექტემბერში სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად, აქტივისტების სარჩელი აღიარებულია, როგორც ”განსხვავებული აღქმა” და შესაბამისად ინფორმაცია სახელმძღვანელოდან, რომელსაც მოსარჩელეები არ ეთანხმებიან, სიმართლეა. თუმცა სააპელაციო სასამართლოს დასკვნაში იგივე მეორდება. ამავე დროს, აქტივისტები ჩივიან, რომ სასამართლო სხდომა, როგორც ასეთი, არ შედგა. მოსამართლემ უბრალოდ წაიკითხა გასული წლის გადაწყვეტილება და დარბაზიდან გავიდა. ჩინელი ლგბტ პირები ძალზე გაღიზიანებულები არიან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულები გამო და დარწმუნებული არიან, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება "ციურ იმპერიაში" სექსუალური უმცირესობების მდგომარეობაზე. შეგახსენებთ, რომ 1997 წლიდან ჩინეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ მხრივ, ბევრი გეი ცდილობს დამალოს საკუთარი ორიენტაცია როგორც საახლობლო წრეში, ასევე ნათესავებისგან. შედეგად, ისინი ძალიან ხშირად ტრადიციულად ქორწინდებიან. ასევე დაგაინტერესებთ88 3-ს მოსწონს
|