x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებზეც წარსულში სექსუალურად იძალადეს

image
ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ბევრი მათგანი კი ამაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება. წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც გაბედეს და თავისი ისტორია საზოგადოებას გაუზიარეს:


მადონა- კარიერის დასაწყისში მომღერალი უცნობმა მამაკაცმა გააუპატიურა საკუთარი ბინის სადარბაზოში. ქალი იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს, რომ პოლიციაში ჩივილი ვერ გაბედა და ხმამაღლა ეს ისტორია წლების შემდეგ მოყვა.image


შაი ლაბაფი- დიახ, სექსუალური ძალადობის, ან შევიწროების მსხვერპლი მხოლოდ ქალები არ არიან. მსახიობი ძალადობის მსხვერპლი 2014 წელს გახდა არტ ინსტალაციაზე, სადაც ჩანაფიქრის მიხედვით თავზე ქაღალდის პაკეტი უნდა ჩამოეცვა წარწერით “ I’m not famous anymore" (მე ცნობილი აღარ ვარ) და ოთახში მჯდარიყო გაუნძრევლად, ღონისძიების სტუმრებს კი შეეძლოთ ის გაეკეთებინათ, რაც სურდათ. სწორედ ამ დროს იხელთა დრო მსახიობის შეშლილმა ფანმა, მსახიობს გახადა და იძალადა. ორგანიზატორებმა ეს შემთხვევა გვიან შეამჩნიეს, ამიტომ ქალმა გაქცევა მოახერხა.image


მერილინ მონრო- მსახიობი ერთხელ გამოტყდა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა 9 წლის ასაკში. იმ პერიოდისთვის ეს იმდენად ხმამაღალი განცხადება იყო, რომ ბევრმა უბრალო ბლეფად ჩათვალა და არ დაიჯერა.image


ოპრა უინფრი- ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა აღიარა, რომ ბავშვობაში მასზე 4 წლის განმავლობაში პერიოდულად ძლადობდნენ მისი ბიძაშვილი, ბიძა და ოჯახის მეგობარი. მთელი 4 წელი ხმას ვერ იღებდა შიშისგან, მაგრამ საბოლოოდ დაორსულდა და სიმართლეც გაირკვა. ამისდა მიუხედავად, დედამ ორსული გოგონა სახლიდან გააგდო და მამასთან გაუშვა საცხოვრებლად, რომელიც შვილის მისვლით ბედნიერი არ ყოფილა. უინფრიმ შვილი დაკარგა, მამამ კი უთხრა, რომ ამით ცხოვრება მეორე შანსს აძლევდა.image


ტიმ როტი- 2009 წელს მსახიობმა აღიარა, რომ ბავშვობაში მასზე ახლო ნათესავმა იძალადა, მაგრამ თვლის, რომ მსხვერპლი არაა და პირიქით, ამ ფაქტმა გაცილებით ძლიერი გახადა.image







0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0