x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსული ვაქცინის გაპოლიტიზირება, არის ზეწოლა და მანიპულაცია ჩვენი ფიზიოლოგიური სიცოცხლით! -ხათუნა ხოფერია

image

“რუსული ვაქცინა კარგიც რომ იყოს, მისი შემოტანა პოლიტიკურად მიუღებელია!, ”- თენგიზ ცერცვაძე


არის ეს? ტრენდული პატრიოტიზმი თუ ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება?თუ ასეა, ნუ გამოიყენებთ ელექტრომაგნიტურ ტალღებს-ის პოპოვმა დანერგა პრაქტიკულ გამოყენებაშიშეაფურთხეთ ბოტკინს, მან ხომ პირველმა აღმოაჩინა ვირუსული ჰეპატიტი(А).ჩამოართვით ნობელის პრემია პავლოვს, ფიზიოლოგია არა კვახი!ასევე, გაუუქმეთ ნობელის პრემიები- მეჩნიკოვს, პოლიტიკური საბაბით აღმოჩენილი იმუნიტეტის მექანიზმებისთვის! ჩირინკოვს-ფიზიკური ოპტიკის, ბირთვული ფიზიკის ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის! ლანდაუს-ფუნდამენტალური აღმოჩენებისთვის კვანტური მექანიზმიდან დაწყებული, ფიზიკრ პლაზმამდე! ბასოვს-პირველი კვანტური გენერატორის გამოგონებისთვის! კაპიცას, კანტოროვიჩს, კურჩატოვს……დაბრმავდით და არ გაიკეთოთ გლაუკომის ოპერაცია- ის ხომ ფიოდოროვმა დანერგა! არ დაიდოთ მოტეხილობაზე “გიფსი”- ეს ხომ პიროგოვის პოლიტიკურად მიუღებელი მეთოდია!და ბოლოს, … გააუქმეთ მენდელეევის პერიოდული სისტემა!მაშინ, როცა მიშამ აკრძალა რუსული მუსიკა, საშინელი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. ეს იყო იმ ხელისუფლების უტვინობის, უღირსობის, ვიღაცის მხრიდან დაკვეთილი პოლიტიკის სრული დემონსტრირება! ეს იყო ზეწოლა ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე! ის რაც ხდება დღეს, რუსული ვაქცინის გაპოლიტიზირების თვალსაზრისით, არის ზეწოლა და მანიპულაცია ჩვენი ფიზოლოგიური სიცოცხლით! ვინ მოგცათ უფლება?!”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოლიტიკოსი და ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.



შეგახსენებთ, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინის შემოტანაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ "რუსულს არც ვახსენებ, რადგან რუსული არც ნდობას არ იმსახურებს და რაც მთავარია პოლიტიკურად მიუღებელია, რუსული ვაქცინა კარგიც რომ აღმოჩნდეს მასზე უარს იტყვის საქართველო ალბათ.."

5
196
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
196
  
2021, 12 აპრილი, 11:52
ვერ გეტყვით, რომ არ გამისინჯავს, რადგან დედა ყიდულობს( მე ჯერ უხელფასო ვარ :) ) ,აგრამ სულ ვაპროტესტებ. როცა მაღაზიაში მგზავნის, ყველაფერს ქართულს ვყიდულობ. თუმცა ამას წინათ ქართული ქარმოების რაღაც ფხვნილი მოვიტანე და სარეცხი მანქანა გაგვიფუჭა. თუ საქართველოში ხარიხსიანი პროდუქციის წარმოება მოხდება, რატომ უნდა ვიყიდო რუსული ან თურქული! ისე უკრაინულსაც ვყიდულობ და ახლობელკმა მითხრა, უკრაინული ყველაფერი რადიაციულიაო. :( ჰოდა, როცა ბაზარზე რუსულის და თიურქულის გარდა სხვა არაფერია, რა უნდა ქნა? თორემ ნაღდად არ მინდა იმ რუსების ეკონომიკაში თუნდაც მისხალი წვლილი შევიტანო, რომელმაც ოჯახი გამინადგურა !
2021, 12 აპრილი, 11:09
თუთიკო, ძალიანაც ჭკვიანები ვართ და არც ვინმეზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ)) მე, პირადად, ორმაგი სტანდარტები არ მომწონს, კერძოდ, ის, რომ თუ რუსული ვაქცინა(იმიტომ რომ რუსულია) არ უნდა შემოიტანოს სახელმწიფომო, ვინც ამას ამბობს, მაიონეზი ,,სლობოდა,, ნამდვილად გაუსინჯავს და საახალწლოდ რუსულ კანფეტ-შოკოლადებსაც მიაყრიდა სუფრას) მაგ პრინციპით, თურქეთმა ნაკლებად გვჯიჯგნა და ნაკლები მიწები წაგვართვა? მაგრამ სწორედ ის, ვინც მაგ ,,პოლიტიკას,, აწვება, ანტალიის პლიაჟებზეც ისვენებს ყოველ წელს)
2021, 7 აპრილი, 15:01
როგორ და რეგვნები ვართ, ჩემი ჩათვლით. გასულ ზაფხულს აზერი სტუმრები გყავდნენ ოჯახში. სომხური წვენი მქონდა სადეგუსტაციოდ ნაყიდი და სუფრაზე დავდგი, არც კი გასინჯეს. სომხეთის ეკონომიკაში წვლილს არ შევიტანთო. ყარაბაღის გამო, რა თქმა უნდა. ჩვენ კი ყველაფერს რუსულს ვეტანებით, რადგან ალბათ გვკიდია აფხაზეთი და მხოლოდ გულს ზევით გამოვხატავთ უკმაყოფილებას.
2021, 5 მარტი, 14:20
ზუსტაგ ეგ გავიფიქრე მეც..და აფთიაქებიც
თუ ვაქცინა ნდობას არ იმსახურებს, ერთია, მაგრამ რუსულ საჭმელ-სასმელს მიაქვს მაღაზიის დახლები და მაშინ ეგ, როგორ?
0 1 5