x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
ეს ლექსი აუცილებლად ორჯერ უნდა წაიკითხოთ! - დააკვირდით

image

14 წლის მოზარდის, ჯონათან რიდის ამ ლექსმა 2007 წელს მეორე ადგილი დაიმსახურა ორგანიზაცია AARP-ის მიერ ჩატარებულ კონკურსშ, რომელიც დაკარგულ თაობას ეძღვნებოდა. მონაწილეებს უნდა შეექმნათ ორ წუთიანი ვიდეო, რომელშიც აღწერილი იქნებოდა მომავლის შესახებ მათი შეხეულება - წარმოედგინათ, როგორი იქნებოდა სამყარო მაშინ, როცა მათ 50 წელი შეუსრულდებოდათ.



მე დაკარგული თაობის ნაწილი ვარ

და უარს ვამბობ დავიჯერო, რომ

მე შემიძლია სამყაროს შეცვლა.

გაგიკვირდებათ, მაგრამ დავრწმუნდი,

"ბედნიერება უკვე შენშია"

- სინამდვილეში ტყუილია.

"ფული მომიტანს ბედნიერებას"

და ოცდაათი წლის ასაკში შვილს მოვუყვები, რომ

ის არ არის ჩემს ცხოვრებაში უმთავრესი...

ჩემი უფროსი კი გაიგებს,

ჩემი პრინციპი აი ეს არის -

"სამუშაო

მნიშვნელოვანია, ვიდრე

ოჯახი"

მისმინეთ:

უხსოვარი დროიდან

ოჯახები ერთად ცხოვრობენ

მაგრამ

დღეს სწრაფი გადაწყვეტილების ხანაა,

როგორც გამოცდილი ადამიანები ამბობენ,

ოცდაათი წლის შემდეგ განქორწინების ათი წლისთავს ვიზეიმებ.

მე არ მჯერა, რომ

ვიცხოვრებ ქვეყანაში, რომელსაც თავად შევქმნი.

მომავალში

ბუნების განადგურება ნორმად ჩაითვლება.

აღარავინ იტყვის, რომ

შევძლებთ, შევინარჩუნოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტა.

და რაღა თქმა უნდა,

ჩემი თაობა უკვე დაკარგულია.

სისულელეა გჯეროდეს, რომ

იმედი არსებობს.



Jonathan Reed, "Lost Generation".



ახლა კი წაიკითხეთ ეს თეთრი ლექსი მეორედ, ქვემოდან ზემოთ.


"დაკარგული თაობა" - ლექსი, რომელიც ორივე მხრიდან იკითხება და წარმოადგენს კაცობრიობის განვითარების ორი საპირისპირო სიუჟეტის ერთგვარ სიმბოლოს. რომელ მათგანს აირჩევთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.


ესეც აღნიშნული ლექსის ორიგინალი, ინგლისური ვერსია:


ასევე დაგაინტერესებთ:


"არცერთ კაცს არაფერი მართებს ქალის, ქალი მხოლოდ ხელქვეითია" - რატომ დაირქვა მუსულმანმა მწერალმა ქალის სახელიimage


როგორ დაწერდნენ ცნობილი მწერლები "წითელქუდას" - იდეა, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა! შეუერთდით თქვენც!image


25 ყველაზე სექსუალური რომანი კაცობრიობის ისტორიაშიimage


"არსებობს სიცოცხლე შობის შემდეგ?" - იგავი ორ ტყუპზეimage


"დედის გზა" - ემოციური იგავი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ!image

0
214
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0