x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
ჯადოქარი, რომელიც 3 საუკუნის წინ ცხოვრობდა - მეცნიერთა წარმატებული აღმოჩენა

image


ჯადოქრობაში ბრალდებული ქალების სასამართლო პროცესი მე-19 საუკუნემდე გრძელდებოდა. ადამიანური უმეცრებისა და ცრურწმენის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა შოტლანდიის მკვიდრი ლილია ედი, რომელიც მე-18 საუკუნის დასაწყისში სოფელ ტორიბერნში ცხოვრობდა.


1704 წელს ლილია დააპატიმრეს ჯადოქრობის ბრალდებით, სადაც იგი აწამეს, რათა ეღიარებინა სიბნელის ძალებთან კავშირი. გარკვეული დროის შემდეგ, ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუჩინეს, რომელიც ცეცხლზე დაწვას გულისხმობდა. ლილიამ თავი ციხეში მოიკლა, ის არ დაელოდა განაჩენის სისრულეში მოყვანას. მოგვიანებით ის დაკრძალეს სქელი ფილის ქვეშ და 100 წლის შემდეგ გათხარეს საფლავი, ამოიღეს ნაშთები და გადაიტანეს სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის მუზეუმში. განსაკუთრებით კარგად არის შემონახული “ჯადოქრის'' თავის ქალა, რომელიც შემდგომ მრავალი კუთხით გადაიღეს. ნაშთები დღემდე არ შემორჩა, თუმცა ფოტომასალა ამ დროის განმავლობაში შოტლანდიის მუზეუმში უცვლელი სახით ინახებოდა.


ლილიას გარდაცვალებიდან, 3 საუკუნის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით “ჯადოქრის'' გარეგნობის აღდგენა. ის იყო საკმაოდ ასაკოვანი და ევროპული გარეგნობის ქალი.


საინტერესო სტატიები:

1. სირცხვილის ნიღბები - რა დანაშაულისთვის იყენებდნენ მას მე-18 საუკუნეში?

2. სიკვდილით დასჯის ყველაზე უცნაური მეთოდები

3. დედოფლისწყაროელი 84 წლის გიორგი მჭედლიშვილი გინესის რეკორდსმენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

4. ზომბი ჩინეთში, რომელიც ქალს თავს დაესხა

5. , , სიკვდილის თითი"- გასაოცარი ბუნებრივი მოვლენა

6. ადამიანი, რომელიც საათის შიგნითაა და ხატავს - ადამიანები თვალს ვერ წყვეტენ ამ უჩვეულო სანახაობას

7. ამ სტუდენტს აინშტაინს ეძახდნენ .....

8. რა სუნი უდის სიკვდილს?

0
580
3-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
Mediator image
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0