x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352073
  • სურათი:480691
იტალიურმა კომპანიებმა ახალი ჯიშის ვაშლი "Red Moon" გამოუშვეს - ნახეთ, რითი გამოირჩევა იგი

image



იტალიურმა კომპანიებმა შექმნეს ახალი ჯიშის ვაშლი, რომელსაც აქვს არა მხოლოდ კანი წითელი, არამედ რბილობიც. მას ეწოდება "წითელი მთვარე" ("Red Moon"). სასარგებლო თვისებებისა და საკვები ღირებულების მიხედვით, "წითელი მთვარე" აღემატება ვაშლის ჩვეულებრივ ჯიშებს და ახლოს დგას ბროწეულის ნაყოფთან.

Red Moon საკმაოდ დიდია, თითო ვაშლი დაახლოებით 300 გრამს იწონის. არის შემოდგომა-ზამთრის ჯიში და კარგად ინახება გაზაფხულამდე. აქვს ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა და არის გაცილებით მდგრადი ფიტოპათოლოგიის მიმართ. ხარობს იტალიაში 100 ჰექტარზე, ასევე, საფრანგეთში.

Red Moon ბევრ ქვეყანაში მოეწონათ და წარმატებით იყიდება (ესპანეთში, სკანდინავიის ქვეყნებში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, ბელგიაში). წელს, 2021-ში იგეგმება ვაშლის ახალი ჯიშის ავსტრალიაში წარმოებაც.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0