x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352076
  • სურათი:480692
10 შემზარავი ფოტო, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული

image


ალბათ, ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი ტრაგიკული მოვლენების ამსახველი საზარელი ფოტოები, რომლებიც უდაოდ უამრავ არასასიამოვნო შეგრძნებას ბადებენ, თუმცა არის კიდევ უფრო რაღაც დამთრგუნველი და ავისმომასწავებელი კადრებში, რომლებიც ტრაგედიამდე სულ რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ შემაძრწუნებელ ფოტოებს წარმოგიდგენთ, ფოტოებს რომლებიც ადამიანთა პირად ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე იქნა გადაღებული.




ნიკოლას მევოლი ბოლო "თავისუფალი ჩაყვინთვის" შემდეგ, რამაც ფილტვის შეშუპება და ფრიდრაივერის სიკვდილი გამოიწვია


image


წინა პლანზე მყოფ წყვილს აღნიშნულ სტატიასთან საერთო არაფერი აქვს. აი, ამ წითელ მაისურიან სტუდენტ გოგონას კი რაც შეეხება, ეს მისი ბოლო კადრია, ფოტოს გადაღებიდან სულ რამდენიმე წამში ის ნიაგარას ჩანჩქერში გადახტა.


image


ერცჰერცოგი ფერდინანდი და მისი მეუღლე სოფია სიკვდილამდე ერთი საათით ადრე. ორივე მათგანი სიცოცხლეს სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპიმ გამოასალმა.


image


ეს ფოტო "Japan Air Lines"- ის კუთვნილი "Boeing 747"-ის ჩამოვარდნის შემდეგ იქნა აღდგენილი. ავიაკატასტროფაში ეკიპაჟის წევრები და 520 მგზავრი დაიღუპა, გადარჩენა მხოლოდ ოთხმა ადამიანმა სასწაულებრივად შეძლო.


image


ამერიკელი მოგზაურის კრისტოფერ მაკ-კენდლესის ბოლო ფოტო, რომლის ცხედარიც მონადირეებმა 1992 წელს იპოვნეს.


image


ეს ტრეისერ პაველ კაშინის უკანასკნელი ფოტოა. მან მორიგი ტრიუკის შესრულებისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.


image


ჯეიმს დინი საკუთარ "პორშეში" საწვავის ჩასხმის შემდეგ, მალევე საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვება.


image


"ტიტანიკის" ერთ-ერთი ბოლო ცნობილი ფოტო


image


პოლ უოკერი თავის წითელ "Porsche Carrera GT"- ში ჯდება, რომელმაც საბოლოოდ, მისი სიცოცხლეც შეიწირა - მსახიობი საშინელ ავტოკატასტროფაში თავის მეგობართან - როჯერ როდასთან ერთად მოყვა.


image


პრინცესა დაიანა, მისი პირადი მცველი ტრევორ რის-ჯონსი და მძღოლი ჰენრი პოლი. ფოტო პარიზში, კატასტროფის ღამეს არის გადაღებული და პრინცესას ბოლო ფოტოდ ითვლება.

image








0
1109
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1109