x
მეტი
  • 14.04.2021
  • სტატია:110401
  • ვიდეო:352072
  • სურათი:480691
რომის პაპის ელჩი, ფრანცისკანელი ბერი პლანო კარპინი მონღოლთა შესახებ წერდა

image


რომის პაპის ელჩი, ფრანცისკანელი ბერი პლანო კარპინი მონღოლთა შესახებ:
"მონღოლები ჭამენ ყველაფერს, რისი დაღეჭვაც კი შეიძლება: ძაღლებს, მელიებს, ცხენებს, გაჭირვების დროს ადამიანის ხორცსაც, თვით ტილებსა და თაგვებსაც.
ხელები ძალიან უჭუჭყიანდებათ ქონით, როცა გაძღებიან, ჩექმებზე, ბალახზე, ან რაც მოხვდებათ, იწმენდენ... ჭურჭელს არ რეცხავენ, ხოლო თუ ხანდახან ხორცის წვენს გაავლებენ, ხორცთან ერთად ისევ ქოთანში ასხამენ.
სიმღერის დროს ხარებივით ზმუიან ან მგლებივით ყმუიან და რაღაც გაუგებარ სიტყვებს იძახიან.
ყოყოჩობენ თავიანთი მრავალრიცხოვანებით და ფიქრობენ, რომ არავის, არავითარ ხალხს არ შეუძლია მათ წინააღმდეგობა გაუწიონ: იმიტომო, ამბობენ ისინი, რომ ჩვენ დიდ მდინარეს ვგევართ, რომელიც გაუვალია თავისი არაჩვეულებრივი სიღრმის გამო.
ისეთი სასტიკები არიან, რომ არავითარ სიბრალულს არა გრძნობენ არც მოხუცებისა და არც ბალღებისადმი. სისხლის დაღვრას ისინი ისე უცქერიან, როგორც წყლის დაღვრას, ხოლო ადამიანთა გართხმულ გვამებს ნაკელის გროვად თვლიან.
ისინი ყოყოჩობენ ადამიანთა დახოცვით სულიერად მეტისმეტად ტკბებიან, როცა ბევრ ადამიანს კლავენ: ზოგს მთიდან აგდებენ, ზოგს თავს ქვაზე დაადებინებენ და ქვით უჭეჭყავენ ტვინის დანთხევამდე, სხვებს კიდევ ქვის ხერხით კისერს ჭრიან, როცა სახლებში შედიან, იქ მცხოვრებთ, რომელნიც ცოცხალმკვდარნი არიან შიშისაგან, გულში დანას ურჭობენ და იმ დროს, როცა მსხვერპლი სისხლისაგან იცლება, ისინი სხდებიან და სჭამენ და სვამენ, დროდადრო ხელახლა ჭრილობებს აყენებენ."
0
437
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0