x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
მსოფლიოში უძველესი ბურთი - ფაქტი, რომელიც ყველას ძალიან დაგაინტერესებთ

image


ათასობით წლის განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა ბურთის თამაშები. ბურთით თამაში გავრცელებული იყო ძველ საბერძნეთში, ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში. თამაშის წესები ყველგან განსხვავებული იყო: ზოგ ადგილას დაშვებული იყო ხელებით შეხება, ზოგ ადგილას ფეხებით და ა.შ


შოტლანდიაში, სტერლინგის ერთ-ერთ ციხეში საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. სტერლინგის ციხე დიდი ხნის განმავლობაში იყო დედოფალთა და მეფეთა რეზიდენციის ადგილი. ეტყობა ვიღაცას უყვარდა ბურთით თამაში, რადგან რესტავრაციის დროს ბურთი აღმოაჩინეს სახურავზე, ეტყობა შემთხვევით გადავარდა და ვეღარ ჩამოიღეს.


აღმოჩენა დაახლოებით 470 წლით თარიღდება, რის გამოც ყველაზე ძველი ბურთის სტატუსით სარგებლობს. ბურთი დამზადებულია ღორის შარდის ბუშტისა და კანისგან, იგი ივსებოდა შეკუმშული მშრალი ბალახით. აღმოჩენილი ბურთი ზომით თანამედროვე ბურთის ნახევარია.





0
215
2-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0