x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
კორპორაცია " SpaceX"-ის ჯგუფმა წარმატებით შესძლო ხომალდ "Starship SN10"-ის დასაფრენ პლატფორმაზე დასმა, მაგრამ ხომალდი-პროტოტიპი მაინც აფეთქდა

image "Starship SN10" - ესაა ხომალდი რომელიც შეიქმნა კორპორაცია "SpaceX"-ის ინჟინრების მიერ და რომლის დანიშნულებაცაა მარსზე გაფრენა.
პროტოტიპის გამოცდა მიმდინარეობდა ტეხასის შტატში არსებულ პოლიგონზე. თავიდან ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იქნებოდა ეს უპილოტო ხომალდის აფრენა თუ დასაფრენ პლატმოფრმაზე კორპორაციის ინჟინერთა ჯგუფის მიერ დისტანციურ რეჟიმში მართვადი ხომალდის დასმა. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ გაუთვალისწინებელმა პრობლემამ იჩინა თავი, ტექნიკურმა უწესივრობამ გამოიწვია ხომალდის აალება და შესაბამისად მისი აფეთქება.
საბედნიეროდ შემთხვევის ადგილზე პროტოტიპის გარდა არავინ დაზარალებულა.
ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა კორპორაციამ რომლის სუფთა მოგება 2019 წელს ორი მილიარდი დოლარი იყო, მიზნად დაისახა მარსზე გასაფრენად მოამზადოს ხომადები, რომლებიც ავტონომიურ რეჟიმში იმუშავებენ მარსზე დაჯდომის მერე და დედამიწაზე ჩამოიტანენ მეცნიერებისათვის საჭირო ზღვა ინფორმაციას.
თავად მასკის მტკიცებით ის და მისი ინჟინრები უახლოეს მომავალში მარსზე გაუშვებენ პილოტირებულ ხომალდს, ეს რეალობაა თუ მარკეტინგული სვლა კონკურენტების დასაინტრიგებლად მომავალი გვანახებს.

0
75
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
75