x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
5 ფაქტი საშინელებათა ისტორიიდან

1. შუა საუკუნეებში, ჩადენილი დანაშაულის გამო, ვინმეს თუ ჩამოახრჩობდნენ, მისი სხეული სახრჩობელაზე რამდენიმე წლის მანძილზე რჩებოდა.


image

imageიმ დროს, სახრჩობელის გამოყენება, ჩამოხრჩობილი დამნაშავის გვამის დემონსტრირებისთვის, ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, სხვა ადამიანების მიერ დანაშაულის ჩადენის პრევენციისთვის.


2. შუა საუკუნეებში და ახალი დროის დასაწყისში, უდიდესი ოსუარები (ჩონჩხის ნაშთების შესანახი ყუთი, ურნა, ჭა ან შენობა) და ადამიანის ძვლებით გაფორმებული ეკლესიები შეიქმნა.


imageimageსასაფლაოებზე ადგილის ეკონომიის მიზნით, დაკრძალვიდან, რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც სავარაუდოდ, გვამი უკვე საკმარისად გაიხრწნებოდა, მისი ექსგუმაცია ხდებოდა, რომ ადგილი ახალი მიცვალებულისთვის დაეთმოთ. ხოლო, ჩონჩხების შესანახად, სპეციალური ოსუარები გამოიყენებოდა.


3. XVIII–XIX საუკუნეში შექმნილი, ზოგიერთი წიგნის ყდა ადამიანის კანით იყო გაკეთებული.


image


დღეს ეს წიგნები ანთროპოდერმული ბიბლიოთეკის სახელით არის ცნობილი. წიგნის ყდის დამზადება, ისევე ხდებოდა, როგორც სხვა წიგნებისთვის, იმ განსხვავებით, რომ ცხოველის ტყავის ნაცვლად, – ადამიანის კანი გამოიყენებოდა. დღემდე ათამდე ასეთი წიგნია შემორჩენილი (ეს მხოლოდ შემოწმებული! ისე, შეიძლება, უფრო მეტიც იყოს).


4. ადამიანის ნეშთი, XX საუკუნემდე, ჩვეულებრივი ინგრედიენტი იყო მედიცინაში.


image


მას ხშირად ფხვნიდნენ, რომ აბი დაემზადებინათ ან სასმელში გაერიათ! ადამიანები ფიქრობდნენ, რომ საკვებში სხვა ადამიანის სხეულის ამა თუ იმ ნაწილის გამოყენება, კონკრეტულად იმ ნაწილის დაავადების დამარცხებაში დაეხმარებოდათ. მაგ., თავის ქალის ფხვნილით, თავის ტკივილს მკურნალობდნენ და ა. შ. ჩვენს დროში, მუმიების რაოდენობა სწორედ იმიტომ არის მცირე, რომ ადრე, მათზე დიდი მოთხოვნა იყო.


5. ვიქტორიანულ ინგლისში, ნათესავები სამახსოვროდ, მიცვალებულებს ფოტოებს რეალურ პოზებში უღებდნენ... და ამისთვის, სპეციალური მოწყობილობაც კი არსებობდა.


imageimage


იმ პერიოდში, ფოტოხელოვნება სიახლე იყო და ხშირ შემთხვევაში, ეს სურათი ადამიანისთვის პირველი და უკანასკნელი იყო. განსაკუთრებით, ახალშობილების და ბავშვების შემთხვევაში. ხანდახან, თვალებს ფოტოზე, მისი გამჟღავნების შემდეგ ახატავდნენ, რომ ადამიანისთვის უფრო «ცოცხალი» იერი მიენიჭებინათ.

imageimageimageimageimageimageimage



0
232
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0