x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110487
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
ჩინეთიში სასამართლოს დადგენილებით ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობად ჩაითვალა

image მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სექსუალური უმცირესობების უფლებების დასაცავად ზრუნავს, აღმოსავლეთში კერძოდ კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირიქით ხდება.
მართალია ჩინეთში 1997 წლიდან ლგბტ თემის წევრობა უკვე კრიმინალად არ ითვლება და განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ამის გამო არ ისჯებიან, მაგრამ ასეთი ადამიანები საზოგადოებრივი აზრის გამო მალავენ თავიანთ ორიენტაციას და ხშირად განსხვავებული ორიენტაციის მიუხედავად ტრადიციულ ოჯახებს ჰქმნიან საკუთარი ორიენტაციის დასამალად.
დიდი ხანია რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანთა უფლებადამცველები ცდილობენ აღნიშნული თემის მიმართ დამკვიდრდეს ტერმინი "განსხვავება სექსუალურ აღქმაში". აღნიშნულიდან გამომდინარე ჩინეთის განსხვავებული ორიენტაციის ადამიანთა უფლებების დამცველებმა სასამართლოში შეიტანეს საჩივარი, რათა უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილი წიგნებიდან ამოეღოთ ტერმინი "ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა".
ჩინეთის ცზიანსუს პროვინციის სასამართლომ ძალაში დატოვა სასწავლო წიგნების ავტორების მიერ ჩაწერილი ტერმინი და ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობად ჩათვალა.
როგორც სააგენტო "Reuters"-ი იუწყება სასამართლოს დიდი დრო არ დაუთმია საკითხის განხილვისათვის.

0
84
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
84