x
ცნობილი მხატვრების შთამაგონებელი ფრაზები და შედევრები

კლოდ მონე- "ჩემი ბაღი ჩემ მიერ შექმნილი ყველაზე მშვენიერი შედევრია"

შეგახსენებთ კლოდ მონეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შედევრს:

image"დუმფარებიანი გუბურა: მწვანე ჰარმონია"

როგორც ცნობილია, 1893 წელს კლოდ მონემ ჟივერნის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი შეიძინა, გუბურა ამოთხარა, ყვავილები და ხეები დარგო და იაპონური ხიდი ააშენა. მხტვარმა ბაღში აყვავებული დუმფარების 250-მდე ნახატი დახატა.

imageეს კი მის მიერ შექმნილი ულამაზესი ბაღია

ვინსენტ ვან გოგი - "მე მუშაობისთვის საკუთარ სიცოცხლეს ვრისკავ და ჩემი გონებაც ნახევრად მკვდარია"



image


აღსანიშნავია, რომ მხატვარმა ტექნიკის სრულყოფისთვის ავტოპორტრეტების ხატვა დაიწყო, სარკე იყიდა და საკუთარი თავი 30-ზე მეტჯერ დახატა.

ანრი მატისი-

"როდესაც მწვანედ ვხატავ, ბალახს არ ვგულისხმობ, ხოლო ლურჯი ფერი ყოველთვის ცას როდი ნიშნავს"

image"მეფის საწუხარი"


ანრი მატისის, როგორც მხატვრის კარიერა, 20 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ავადმყოფობისას დედამ საღებავების ყუთი აჩუქა. მხატვარი ფერებზე ატარებდა ექსპერიმენტებს და მისი ნამუშევრებიც ბედნიერებისა და სიხარულის განცდას ტოვებს.


პაბლო პიკასო- "ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია, ნამდვილია"

image"მტირალა ქალი"

პიკასო ნამუშევრებს ძირითადად საკუთარ თავზე და ისეთ თემებზე ქმნიდა, როგორებიცაა: სიყვარული, ძალადობა, დაბადება და სიკვდილი.


პოლ კლეე-"ახლად დაბადებულივით მინდა ვიყო, თითქმის პრიმიტიული"

image"ციხესიმაგრე და მზე"

პოლ კლეემ თავისი სიცოცხლის მანძილზე დაახლოებით 9000 ნამუშევარი შექმნა. ორიგინალური მხატვრის გარდა პოლ კლეე ნიჭიერი მუსიკოსიც გახლდათ, იგი შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე. მუსიკისადმი ლტოლვა მის ნამუშევრებშიც გამოჩნდა. მისი ცნობილი ნამუშევარი "ციხესიმაგრე და მზე" მხოლოდ ფერებისა და ფიგურებისგანაა შექმნილი

ჯექსონ პოლოკი-"როდესაც ხატვას ვიწყებ, მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა მაქვს იმაზე, თუ რას გავაკეთებ"


image"ნომერი 1"

image

პოლოკმა უარი თქვა ფუნჯებზე, პალიტრასა და მოლბერტზე და იატაკზე დაგდებულ უზარმაზარ ტილოებზე საღებავების მიშხეფება დაიწყო. ძალიან მალე ხატვის ეს ტექნიკა ძალიან პოპულარული გახდა.





0
164
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0